მუნდიალი 2018: საქართველო VI კალათაში - ასე არასოდეს დავცემულვართ...

AutoSharing Option
25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე კი რუსეთი პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

ევროშესარჩევ ციკლში მოვლენები ასე განვითარდება: 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში. შეიქმნება 7 ექვსგუნდიანი და 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი. გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 მეორეადგილოსანი კი ოთხ საპლეიოფო წყვილს შექმნის.

ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

კალათები 9 ივლისს
გამოქვეყნებული ფიფას რეიტინგის მიხედვით შედგება, თუმცა ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება - საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, მეექვსე კალათაში იქნება.

ცვლილებები არც სხვა ნაკრებებს შეეხებათ.

ნაკრებები კალათების მიხედვით ასე არიან გადანაწილებულნი:

პირველი კალათა:
გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
წარუმატებლობის მიზეზი უფრო ადრე უნდა გვეძებნა როცა სტადიონებს ვანგრევდით.ბათუმში აბაშიძის დროიდან დღემდე დანგრეულია ბენზეს, დინამოს ,ლუკას, არდაგანის, დაკიდევ რამდენი პატარა სტადიონი. მთლიანად თაობას წაართვეს ფეხბურთის მომავალი და რომელ წარმატებაზე უნდა ვილპარაკოთ.
zura batumi
19 ივნისი 2015 18:12
0
სანამ ბავშვთა ფეხბურთში განუკითხაობა და საქართველოს ჩემპიონატში ვაკხანალია იქნება არ გვეშველება, რომ მიგვეხედა 10-15 წლის წინ დღეს შედეგი გვექნებოდა, ჩვენ კი მილიონებს ნაკრებზე და მის მწვრGთნელებზე ვხარჯავდით, რისი ღირსებიც ვართ ის მივიღეთ
bs
19 ივნისი 2015 13:40
0
რატომ არის ჩვენი ფეხბურთი უკანანალში და რაიქნება პასუხი ეს ჩვენი საქმე არარის.ეგარი და ეგ რა კითხვა უნდა დაუსვა როდესაც პასუხი წინასწარ იცი.
qutaiseli
19 ივნისი 2015 12:31
0
დგეს რომ პირობები აქვს ფეხბურთელებს ასეთი პირობები არ ქონიათ,მე ვფიქრობ რომ ეს ფედერაციის დამსახურებაა
giorgi
19 ივნისი 2015 12:27
0
ოლღა ბებიასი და ზურიკელასი არ იყოს, სად ნახე საქართველოში ათასობით დახარჯული მილიონი ფეხბურთზე, მით უმეტეს ყოველწლიურად...
irakli
19 ივნისი 2015 12:20
0
კონკრეტული კითხვა დაუსვათ ფედერაციას და გაგვცეს პასუხი
levani
19 ივნისი 2015 12:15
0
შენ ფეხბურთში გეტყობა ვერ ერკვევი.რაში ხარჯავენ ფულს და ფეხბურთის ინფრასტრუქტურაში!შენნაირები რომ წერენ ამ უაზრო კომენტარებს ეგ არის უბედურება!კონკრეტულად დაუსვათ შეკითხვა სიჭინავას
levani
19 ივნისი 2015 12:12
0
ეეე,შენ ძაან შორს ხარ ფეხბურთიდან!რაში ხარჯავენ ფულს და ფეხბურთის იფრასტრუქტურაში
levani
19 ივნისი 2015 11:52
0
რაში ხარჯავენ წლიურად ათობით მილიონს? ქვეყანას იმდენი გასაჭირი აქვს. გაყარეთ ეს კორუმპირებული ფედერაცია, მწვრთნელები, ფეხბურთელები, წესიერი ხალხი დატოვეთ საბურთალო, ლოკომოტივი და ეგეთები და იქნება გვეშველოს
ვახო
19 ივნისი 2015 11:32
0
კონკრეტულად თქვით რა არ გააკეთა სიჭინავამ?
benni sanches
19 ივნისი 2015 11:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული