კახა ცხადაძე თემურ ქეცბაიას ინიციატივის განხორციელებას ითხოვს

AutoSharing Option
30 ივნისს სფფ-ში მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - კახა ცხადაძისა და სფფ-ის სპორტული დირექტორის - არჩილ არველაძის ინიციატივით, სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები შეიკრიბნენ.

შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. როგორც ეროვნული ნაკრების თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, ისინი მუდმივად შეიკრიბებიან სამუშაო ფორმატში.

კახა ცხადაძე: "ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა, რომ ყველა ნაკრები ერთ სისტემაში მოექცეს და საბოლოოდ, ჩემამდე, ანუ ეროვნულ ნაკრებში, სრულფასოვნად მომზადებული ფეხბურთელი მოვიდეს, რომ სანაკრებო
შეკრებაზე მისთვის რამის სწავლება არ გვიწევდეს.

ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და ეს შეხვედრები მუდმივ ხასიათს მიიღებს. ჩვენს მომდევნო შეხვედრას სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი დაგეგმავს და მალევე შევიკრიბებით.

დღეს რაც დავგეგმეთ და მოვილაპარაკეთ, ნაკრებების მთავარი მწვრთნელები წინადადებით მივმართავთ სფფ-ის აღმასკომს, რომ მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

საუბარი მაქვს იმ ინიციატივაზე, რაც თავის დროზე თემურ ქეცბაიას ჰქონდა, რომ კლუბებმა განაცხადში შეიყვანონ ოთხი 21 წლამდე ფეხბურთელი და ორ მათგანს თამაშის საშუალება მისცენ.

ამით ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომ დაახლოებით 64 ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება სათამაშო პრაქტიკა.

ამასთან, მინდა სპორტის სამინისტროს ვთხოვო, რომ დააფინანსონ ფიზმომზადების მწვრთნელების პროგრამა, რომელიც ნამდვილად არ ღირს ძვირი და ჩვენთან დიდი საჭიროებაა ამ სპეციალისტების.

დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, გადავხედეთ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების იმ 50-კაციან სიას, რომელიც ერთი წლის წინ შეადგინეს ფედერაციის სპორტულმა და ტექნიკურმა დეპარტამენტებმა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა. განვიხილეთ, ვინ როგორ "გაიზარდა" ამ ერთ წელში, ვინ მოუმატა, ვინ მოუკლო და ასე შემდეგ...

ვფიქრობ, კოორდინირებული მუშაობით მალე დავლაგდებით და ჩავჯდებით ერთიან სისტემაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი მომდევნო შესარჩევში ჯგუფიდან გასვლაა, თავადაც მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის შედეგის მალე და ეფექტურად მიღწევა".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქეცბაიასაგან მეტირჩევა უნდა მიიღოთ ყოჩაღ ცხადაძე
გივი
21:59 30-06-2015
0
მადლობა კახა ცხადაძეს!

სპორტის სამინისტრო ფიზმომზადებას სათანადოდ თუ მოხედავს მომავალი შესარჩევიდანაც გავალთ და ჯგუფურ ეტაპზეც ღირსეულად ვიასპარეზებთ!!!!
გუჯა კახაძე
23:55 30-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული