მუნდიალი 2018-ის წილისყრის შეფასება: სახეზე ვატყობთ კმაყოფილებას...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს 2018 წლის რუსულ მუნდიალზე მოსახვედრად უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის უპირველესი გუნდების წინააღმდეგობათა დაძლევა მოუწევს.

საინტერესოა, ვინ როგორ აფასებს სანკტ-პეტერბურგში გამართული წილისყრის შედეგებს.

კახა ცხადაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "არც ერთი გუნდი არ არის გრანდი, მაგრამ პირველი ოთხი ნაკრები, ფაქტობრივად, თანაბარი დონისაა. ანუ ყველასთან შეიძლება თამაში კარგი შედეგისთვის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ის, რაც დასახული გვაქვს, ვფიქრობ, მიღწევადია მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისთვის...

უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული გეგმა, როგორ მოვემზადოთ მომავალი ციკლისთვის. 2016 წლის სექტემბრამდე ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა გუნდი
კარგად მოემზადოს; ასევე, ფეხბურთელები რომ ფსიქოლოგიურად მზად შეხვდნენ ახალ შესარჩევ ეტაპს...

მნიშვნელოვანია თამაშების მოგება, რომ რწმენა დავიბრუნოთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვესაუბრე ფეხბურთელებსაც და ისინიც ოპტიმისტურად არიან. მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს და ჩვენი ნაკრების წევრებს ჰქონდეთ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა", - თქვა კახა ცხადაძემ.

რევაზ არველაძე (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი): "საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიზნად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება დაისახა. ისეთი ჯგუფია, რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

კრის კოულმენი (უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კმაყოფილი ვარ, რადგან უარესიც შეიძლებოდა. ჩვენ პირველები ვართ რეიტინგით და ეს ბევრს გვავალდებულებს, თუმცა ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს.

ბეილი? მჯერა, ის ამ კომპანიაში კარგად ითამაშებს, თუმცა უელსი ერთი კაცის გუნდი არ არის. საქართველოსა და მოლდოვას დამარცხება კი იოლი არ იქნება".

მარსელ კოლერი (ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ამ ჯგუფის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ რამდენიმე მოწინააღმდეგეს ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგალითად - მოლდოვას, ირლანდიას და უელსს. ჩემი აზრით, სერბეთის ნაკრები უნდა განვიხილოთ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად მისი რეალური ძალის გათვალისწინებით".

რადოვან ჩურჩიჩი (სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ უნდა გავიდეთ ამ ჯგუფიდან, თუმცა სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს. სერბული ფეხბურთის პრესტიჟი აღსადგენია. თანაბარი ჯგუფია კარგი ნაკრებებით".

მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩვენთვის მთლად უცხო ჯგუფი არ არის. ძალიან თანაბარი შემადგენლობაა და ბევრი ქულა დაიკარგება. კმაყოფილი ვარ ყველაფრით, ოღონდ, მესამე კალათიდან სერბეთი რომ არ ამოსულიყო, უკეთესი იქნებოდა".

ევროპის ზონაში მუნდიალის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, პლეი-ოფები კი იმავე წლის ნოემბერში გაიმართება.

მუნდიალი 2018. შესარჩევი ციკლი. ევროპა. D ჯგუფის კალენდარი
I ტური
5 სექტემბერი
საქართველო-ავსტრია 20:00 (თბილისის დროით)
სერბეთი-ირლანდია 22:45
უელსი-მოლდოვა 22:45

II ტური
6 ოქტომბერი
ავსტრია-უელსი 22:45
მოლდოვა-სერბეთი 22:45
ირლანდია-საქართველო 22:45

III ტური
9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო 20:00
მოლდოვა-ირლანდია 22:45
სერბეთი-ავსტრია 22:45

IV ტური
12 ნოემბერი
ავსტრია-ირლანდია 20:00
საქართველო-მოლდოვა 20:00
უელსი-სერბეთი 22:45

2017
V ტური
24 მარტი
საქართველო-სერბეთი 20:00
ავსტრია-მოლდოვა 22:45
ირლანდია-უელსი 22:45

VI ტური
11 ივნისი
მოლდოვა-საქართველო 20:00
ირლანდია-ავსტრია 20:00
სერბეთი-უელსი 22:45

VII ტური
2 სექტემბერი
საქართველო-ირლანდია 20:00
სერბეთი-მოლდოვა 20:00
უელსი-ავსტრია 22:45

VIII ტური
5 სექტემბერი
ავსტრია-საქართველო 22:45
მოლდოვა-უელსი 22:45
ირლანდია-სერბეთი 22:45

IX ტური
6 ოქტომბერი
საქართველო-უელსი 20:00
ავსტრია-სერბეთი 22:45
ირლანდია-მოლდოვა 22:45

X ტური
9 ოქტომბერი
მოლდოვა-ავსტრია 22:45
სერბეთი-საქართველო 22:45
უელსი-ირლანდია 22:45.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უარესი კალენდარს ვერც კი შეადგენდა კაცი.6 ოქტომბერი ირლანდია და 9 ოქტომბერი უელსი ე.ი. 3 დღეში. ასევე შემდეგ წელს 6 ოქტომბერი უელსი და 9 ოქტომბერი სერბეთი, მახსენდება ხორვატიასთან მოგებული თამაში 3 დღის შემდეგ წაგება ისრაელთან.
gizog
27 ივლისი 2015 13:30
0
კითხათ არველაძეს როდის დაინიშნება ფედერაცის არჩევნები
rezi
27 ივლისი 2015 11:19
0
თუ გვინდა წარმატება სასწრაფო უნდა შეიცვალოს ფედერაციის ხემძღვანელობა
reziko
27 ივლისი 2015 11:17
0
კახაია ნუ აბოლებ ხალხს. არსად გამსვლელი არ ხართ, ეღადერთი მოლდოვასთან შეიძლება გქონდეთ შანსი. სხვა ყველა კატოკივით გადაგივლიან. ნავალოვსკით აპირებ გასვლას თუ ჭანტურიათი, რომელიც ერთ ადგილს ვეღარ ზიდულობს, თუ ანანიძით, რომელის თავის გუნდში ორ წუთსაც არ თამაშობს.გავაგრძელო თუ საკმარისია, შეეშვი ხალხის დაბოლებას, ხომ მიაღწიე საწადელს ნაკრების მთავარი ხარ და ხელს ართმევ პლატინის, მეტი რაღა გინდა......
555
27 ივლისი 2015 11:14
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული