გოჩა ჯამარაული: ჯგუფი სუსტი არაა და ვერ ვარ მაინცდამაინც იმედიანად...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უკვე ცნობილია.


ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფი სუსტი სულაც არ არის...

- მართალია, გრანდები აგვცდნენ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ეს სუსტი ჯგუფია. ყველა გუნდს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი.

თუნდაც, უელსის ნაკრები ავიღოთ, რომელსაც ბოლო წლების საზომით საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. გარეთ ბეილზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ...

სერბეთი ამ ჯგუფის ყველაზე ვარსკვლავური გუნდია. ჩემდა გასაკვირად, სანაკრებო დონეზე
ისინი ჯერ ბოლომდე ვერ ავლენენ პოტენციალს, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია ევროპულ გრანდებში მოთამაშე ფეხბურთელებით.

ავსტრიის ნაკრებს წვრთნის ძალიან კარგი სპეციალისტი - მარსელ კოლერი. მე რომ შვეიცარიაში ვთამაშობდი, ის "გრასჰოპერსის" დამრიგებელი იყო. თუ არ ვცდები, ზუსტად იმ დროს წვრთნიდა "გრასჰოპერსს", როცა ამ გუნდში მიშა ყაველაშვილი და გიორგი ნემსაძე თამაშობდნენ...

ამასწინათ, ვუყურე ავსტრიის ნაკრების თამაშს რუსეთთან და ძალიან მომეწონა ეს გუნდი. მე ვფიქრობ, დღესდღეობით ავსტრიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნაკრები ჰყავს...

ირლანდია ყოველთვის სტაბილურია და არასოდეს ეშვება გარკვეულ დონეზე დაბლა. ამ ნაკრების მთავარი ღირსება სწორედ სტაბილურობაა, თანაც, ჩვენთვის ძალიან უხერხული მეტოქეა და ამას შედეგებიც მოწმობს.

რაც შეეხება მოლდოვას, ევროპული ფეხბურთის აუტსაიდერთაგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდია.

- იქნებ, უფრო მეტი გვითხრათ ავსტრიის ნაკრების მწვრთნელ მარსელ კოლერზე...
- ეს არის სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარი სპეციალისტი, რომელმაც წარმატებით იმუშავა შვეიცარიასა და გერმანიაში. მისი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ.

- ასეთ თანაბარ კომპანიაში ფავორიტს თუ ხედავთ?
- ძალიან რთული კითხვაა... მე პირადად, შემადგენლობიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, ამ ჯგუფის ფავორიტად სერბეთი მიმაჩნია.

- საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელმა თამაშებმა იმედი მოგცათ?
- ვერ ვარ მაინცდამაინც იმედიანად... 0:4-ს რომ წააგებ, ვერ იქნები იმედიანად... ძალიან რთულია, შეცვალო ეს მდგომარეობა. არ არის ისე, რომ ხელის ერთი აქნევით მივიღოთ უკეთესობა.

ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველოს ნაკრები თავისი თამაშით შეცვლის ჩემს ამ განწყობას. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ ყველა შეხვედრაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სერიოზული არჩევანის წინაშე ვდგავართ - ვიცხოვროთ ძველი წესებით და მივენდოთ ბედს, თუ გავიზიაროთ სიახლეები და ვცადოთ წარმატების მიღწევა?
გუჯა კახაძე
22:03 01-08-2015
0
საქართველოსთვის სუსტი ჯგუფი არ არსებობს.მისთვის ყველა ძლიერია.არ მგონია არსებიბდეს გუნდი ჩვენ რომ შევძლოთ მოგება
gela
20:34 01-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული