თემურ ქეცბაია: მუნდიალის შესარჩევში საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მომავალი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაია Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, ქვეჯგუფი ძალიან ძნელია და ის სიხარულით ხტუნაობას არ აპირებს ზოგიერთი მწვრთნელივით. მისივე განმარტებით, საქართველოს ნაკრები ამ ქვეჯგუფში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.

"ძალიან ძნელი ქვეჯგუფია. არ დავიწყებ ეშმაკური ვარიანტების განხილვას ზოგიერთი მწვრთნელივით, რომლებიც ქვეჯგუფს რომ დაინახავენ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გავლენ და დედას უტირებენ, რომ გუნდი და
ფეხბურთელები გვყავს და ა.შ.

პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ძალიან ძნელი ქვეჯგუფი. შესაძლოა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ არიან, მაგრამ ყველა მაგარი გუნდია, რომლებთანაც თამაში მუდამ გვიჭირდა.

აქ ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის, მოლდოვასთან. ღმერთმა ქნას, მტყუანი გამოვდგე. გავიგე, მთელი ქვეყანა ზეიმობს, ისეთი ქვეჯგუფი შეგვხვდაო. ძალიან ძნელი ჯგუფია, სამწუხაროდ.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რადგან ნაკრებიდან წავედი, ცუდს ვლაპარაკობ. მინდა, რეალობა ავუხსნა ხალხს. არ მიყვარს ზღაპრების მოყოლა და შეპირება. რაღაც გააკეთეთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ იქამდე მივალთ მალე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვეყოლება.

გვეყოლებიან სანახევროდ პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან იმუშავებენ და თავისუფალ დროს ივლიან ვარჯიშებზე, ფეხბურთს შეითავსებენ. არ მინდა, ეს დრო დადგეს".
მკითხველის კომენტარები / 27 /
უპირველეს ყოვლის ასეთი განცხადებების საჯაროდ გაკეთება ყველაზე მცირე არაკოლეგიალურია რო არაფერი ვთქვათ კაცობაზე მეორეც თემურ ბატონო თუ ასეთი გაუბედურებული იყო ქართული ფეხბურთი რა ძალა გადგათ წლების განმალობაში ნაკრების მწვრთნელი რო იყავით მითუმეტეს ბოლო ერთი მთელი საქართველო გადადგომისკენ მოგიწოდებდა
მერაბი ლოლომაძე
18 აგვისტო 2015 11:55
0
შე კაი კაცო, თუ ესეთი უიმედობა ჭირს ქართულ ფეხბურთს, მაშინ რა ნამუსით იღებდი ამ მკვდარი საქმიდან მილიონებს და ძლივს გადადექი?! ჩვეულებრივი ავანტურისტი ყოფილხარ და ეხლა დაამტკიცე შენი სიტყვებით!!!
ramaz
18 აგვისტო 2015 11:26
0
ეს მაგრად გაბოროტდა იმის მერე რაც ყველამ დაიკიდა არც გუნდში იწვევენ და არც ნაკრებში... საქართველოს რას ერჩის ვერ გავიგე რატო აძულებს ხალხს თავს ვერც ეგ გავიგე მაგის შედეგებიდან გამომდინარე 7ჯერ იყო გასაგდები მაგრამ ბოლოს უკვე ყველას რო ყელში ამოუვიდა მაშინ გაუშვეს...
effe
18 აგვისტო 2015 11:19
0
ამის სიფათს შეხედეთ რა, ტო!...თავი დაგვანებე თუ ღმერთი გწამს..
murtalo
18 აგვისტო 2015 02:48
0
ქეცბას 2 გუნდი ყავს ლიგაზე გაყვენილი და მას არაფრის მტკიცება არ ჭირდება
Bacho
18 აგვისტო 2015 01:58
0
დავიჯერო ამ Giviს და basaს თემურზე მეტად უყვართ საქართველო და ქართული ფეხბურთი?ან მასზე მეტი გაუკეთებიათ საქართველოსთვის? ან კიდევ რეალობისგან შორს არის თემურის სიტყვები თუ რაა?
Bacho
18 აგვისტო 2015 01:56
0
რაღაც უბედურება კი არა ის გვჩირს რომ ვისაც შეუბდლია მარტო იმით არის დაკავებული რომ სხვის ფულები ჯიბე ისკელოს და თვითონ პეხბურთელებიც ზარმაცები გვყავს.კაროჩე ზარმაცი ერი ვართ,შეგვაჩვიეს შეგნებულად
Bacho
18 აგვისტო 2015 01:51
0
მარტალიი კაციაა ქედზბაიაა მარტალსს ამბობსს დაა გულსს ვიკეტებტტ
giorgi
18 აგვისტო 2015 01:12
0
მართალს ამბობს ეს კაცი, როგორც არ უნდა ოპტიმისტები ვიყოთ რისი იმედი გვაქვს ან ვისი, დღევანდელი გადასახედიდან მეხუთე კი არა მეექვსე ადგილი გვაქვს გარანტირებული მერე რა იქნება არ ვიცი...კაროჩე რააა რაღაც უბედურება გვჭირს
gfd
17 აგვისტო 2015 21:47
0
დაბოღმილი კაცის პოზიცია, წადი რა თემურ შენს თავს მიხედე რაიმე გუნდი იპოვე, ქართულ ფეხბურთს თავი დაანებე რა
Givi
17 აგვისტო 2015 18:37
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული