თემურ ქეცბაია: მუნდიალის შესარჩევში საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მომავალი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფზე ისაუბრა.

როგორც ქეცბაია Sportall.ge-სთან საუბარში ამბობს, ქვეჯგუფი ძალიან ძნელია და ის სიხარულით ხტუნაობას არ აპირებს ზოგიერთი მწვრთნელივით. მისივე განმარტებით, საქართველოს ნაკრები ამ ქვეჯგუფში მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები არიან.

"ძალიან ძნელი ქვეჯგუფია. არ დავიწყებ ეშმაკური ვარიანტების განხილვას ზოგიერთი მწვრთნელივით, რომლებიც ქვეჯგუფს რომ დაინახავენ, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ გავლენ და დედას უტირებენ, რომ გუნდი და
ფეხბურთელები გვყავს და ა.შ.

პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ძალიან ძნელი ქვეჯგუფი. შესაძლოა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი არ არიან, მაგრამ ყველა მაგარი გუნდია, რომლებთანაც თამაში მუდამ გვიჭირდა.

აქ ვიბრძოლებთ მეხუთე ადგილისთვის, მოლდოვასთან. ღმერთმა ქნას, მტყუანი გამოვდგე. გავიგე, მთელი ქვეყანა ზეიმობს, ისეთი ქვეჯგუფი შეგვხვდაო. ძალიან ძნელი ჯგუფია, სამწუხაროდ.

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რადგან ნაკრებიდან წავედი, ცუდს ვლაპარაკობ. მინდა, რეალობა ავუხსნა ხალხს. არ მიყვარს ზღაპრების მოყოლა და შეპირება. რაღაც გააკეთეთ, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ იქამდე მივალთ მალე, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები არ გვეყოლება.

გვეყოლებიან სანახევროდ პროფესიონალები, რომლებიც სხვაგან იმუშავებენ და თავისუფალ დროს ივლიან ვარჯიშებზე, ფეხბურთს შეითავსებენ. არ მინდა, ეს დრო დადგეს".
მკითხველის კომენტარები / 27 /
თემური მართალია თუ არა ეს ერთი საკითხია, მაგრამ ამავე საიტზე წავიკითხე (სულ რაღაც ერთი ან ორი თვის წინ) ცხადაძის კომენტარი ფედერაციაში გამართულ სხდომის შემდეგ, რომ თურმე ცხადაძემაც იგივე მოითხოვა რასაც წლები ითხოვდა ქეცბაია, ფეხბურთელთა მომზადების საკითხებთან დაკავშირებით, დღეს თურმე ცხადაძეც იგივეს ითხოვს. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კახამაც ნახა ის პრობლემა რაც ხელს უშლის მთელს პროცესს და ის რაზეც ქეცბაია ლაპარაკობს რეალობასთან ახლოს არის. ადამიანი იმას ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლებთო, ანუ თუ არაფერი გავაკეთეთ ასე იქნებაო და თუ შევცდი ნეტა ვცდებოდეო. ახლა კი დავიწყოთ ქეცბაიას ლანძღვა რომ თურმე დაბოღმილია და არაფერი ესმის და "რომ გავიდეთ რას იტყვი თემო". მოდით დავფიქრდეთ, არაფერი გავაკეთოთ და ასე "ვეცადოთ" გასვლას რომ მერე ქეცბაიას ვაგინოთ ხომ შეგვძლებიაო? თუ ვიღონოთ რამე და შანსები გავზარდოთ? არ დაგავიწყდეთ, რომ უელსიც, სერბეთიც, ავსტრიაც, ირლანდიაც და მოლდოვაც ეცდება ამ შანსის გამოყენებას, როგორც ჩვენ და ისინიც ყველაფერს გააკეთებენ მსოფლიოზე მოსახვედრად, პირველ რიგში ეცდებიან უფრო სუსტებთან არ დაკარგონ ქულები და მაქსიმალურად გამოიყენონ შანსები, როგორც ჩვენ ვფიქრობთ მოლდოვას ორივე თამაშს მოვუგებთო, ისე ფიქრობს სხვაც :))))
მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :))))
18 აგვისტო 2015 11:10
0
Aმ ნაკრებითაც შეიძლება ბრძოლა და თუ კი წინასწარ იტყვი რო მეხუთესტვის უნდა ვიბრძოლოთო ამით არაფერი გამოვა.არ გვყავს ცუდი ბიჭები.არიან ძველებიც და მოდის ახალიც ლორია- რევიშვილი. კაშია; დვალი;კაკაბაძე;ნავალოვსკი;კანკავა;პაპუნაშვილი;არაბიძე ;ყაზაიშვილი;ვაწაძე;მჭედლიძე.ოქრიაშვილი;ანანიძე.ჩანტურია.უბრალოდ სადაც გვიჩირს ყველაზე მეტად საყრდენის პოზიციაა და მანდ რამოდენიმე ექსპერიმენტი შეიძლება.მაგალითად კაშია შეუცყვილო კანკავას და საბა კვირკველია დააყენო ძირითადში .ბევრი მუშაობა უნდა და რაც მთავარია ვინც არ იმსახურებს არ უნდა აიყვანო თუნდაც საკუთარი შვილი იყოს და კიდე ეს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნაც არ შეიძლება რაღა დროს ხიზანიშვილია და საკუქვაძე.
zviadi
19 აგვისტო 2015 13:51
0
Fეხბურთელებს მაგრად ამცირებდა და თვითონ იბღინძებოდა .მარტო იმას გაიძახოდა მაშინაც რომ რატო უნდა მოვუგოთო ამა თუ იმ გუნდზე.არაა კაცური განცხადება ეს!
zviadi
19 აგვისტო 2015 13:35
0
არასწორად ვმსჯელობთ მეგობრებო, საერთოდ არასწორად. რა შუაშია გერმანიასთან 0-2? რისი თქმა გინდათ, რომ საქართველო იმ ბრაზილიაზე მაგარია, რომელმაც გერმანიასთან 1-7 წააგო? ეს თამაში საერთოდ არაფერ შუაშია, მთავარი ის არის, რომ ყველა პრინციპული თამაში წავაგეთ. პოლონეთთან 0-4 ზე ქეცბაია ჯვარს ვაცვით, მაგრამ პოლონეთშივე 4-0 ბოლო წუთებზე გაგვიკვირდა, ბოლო წუთებამდე 1-0 იყოო და შანსები გვქონდაო, მერე მწვრთნელმა (ძალიან დიდ პატივს ვცემ კახის) რომ არ დავმჯდარიყავი 4-0 არ იქნებოდაო, მაღალი კლასის რომელი მწვრთნელი გეგულებათ რომელიც იტყოდა სკამზე რომ დავჯექი იმიტომ გავუშვით ბოლო წუთებზე 3 გოლიო? რეალობას თვალებში შევხედოთ მეგობრებო, თორემ შოტლანდიასთან უსახური თამაშის მერე გერმანიასთან 0-2 წაგება რომ გვიხარია, აქაოდა "გერმანია ბრაზილიას 7-1ს უგებს და ჩვენ 2-0-ზე მეტით ვერ მოგვიგო, აუ რა ნაკრები გვყოლიაო და მწვრთნელის გარდა რა შეიცვალა, არც არაფერი და აი შედეგიც სახეზეაო" ასე შორს ვერ გავფრინდებით. ნეტა ქეცბაია ცდებოდეს, დიდი სურვილი მაქვს ამის. მე პირადად მესამეს მაინც ველოდები ამ შემართების ფონზე, მაგრამ ავსტრიაც, უელსიც, სერბეთის, ირლანდიაც არ აპირებს ჩვენთან ქულების დაკარგვას და ისინიც შედეგს ელიან და ეცდებიან ეს ხელსაყრელი სიტუაცია გამოიყენონ, რადგან ქვეჯგუფში არც საფრანგეთია, არც ინგლისი, არც ესპანეთი, არც იტალია და ა.შ. თქვენ წარმოიდგინეთ მოლდოვასაც ექნება გეგმა, თუ როგორ გაიუმჯობესოს რეიტინგში ადგილი. ჩვენ კი უმჯობესია მას მერე ვიზეიმოთ რაც მოვხვდებით ფინალურ ეტაპზე
მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :))))
19 აგვისტო 2015 10:53
0
არ გინდათ რა ეს ვითომ პროფესორ-რეალისტობა, არ არის მართალი ქეცბაია. საქართველოში რომ ფეხბურთი აღორძინდეს მართლაც დიდი ცვლილებაა საჭირო, მაგრამ, მარტო ესეც არ არის, ქეცბამ რომ შოტლანდიასთან საზიზღარი ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს და ორი თვის მერე იმავე ფეხბურთელებით გერმანიასთან საქართველოს თამაში რაღაცას რომ დაემსგავსა უკვე რა შეიცვალა მაშინ მწვრთნელის მეტი? ყოველთვის უჩიჩინებდა ფეხბურთელებს რომ არ ვარგოდნენ არაფრად და რა შედეგს დადებდა ასეთი გუნდი?! მწვრთნელმა ფეხბურთელს ყოველთვის ის უნდა უთხრას რომ შეუძლია, რა რთულიც არ უნდა იყოს ამოცანა და თამაშის დაწყებამდე წაგებისთვის არ უნდა განაწყოს
Saba
18 აგვისტო 2015 21:39
0
არ გინდათ რა ეს ვითომ პროფესორ-რეალისტობა, არ არის მართალი ქეცბაია. საქართველოში რომ ფეხბურთი აღორძინდეს მართლაც დიდი ცვლილებაა საჭირო, მაგრამ, მარტო ესეც არ არის, ქეცბამ რომ შოტლანდიასთან საზიზღარი ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს და ორი თვის მერე იმავე ფეხბურთელებით გერმანისათან საქართველოს თამაში რაღაცას დაემსგავსა უკვე რა შეიცვალა მაშინ მწვრთნელის მეტი. ყოველთვის უჩიჩინებდა ფეხბურთელებს რომ არ ვარგოდნენ არაფრად და რა შედეგს დადებდა ასეთი გუნდი, მწვრთნელმა ფეხბურთელს ყოველთვის ის უნდა უთხრას რომ შეუძლია რა რთულიც არ უნდა იყოს ამოცანა და თამაშის დაწყებამდე წაგებისთვის არ უნდა განაწყოს
Saba
18 აგვისტო 2015 21:24
0
ილიას საქართველოში 13 მილიონი არ უშოვია სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე.. ქეცბაიას ილიასთან შედარება მკრეხელობაა მათ შორის ინტელექტუალური შესაძლებობითაც და კეთილსინდისიერებითაც..
Giorgi
18 აგვისტო 2015 16:57
0
ვინც რეალურად ხედავს სიტუაციას ბოღმა და პესიმისტია? ყველაზე მეტად ილია აკრიტიკებდა და საცინოდა საქართველოს მარა ვის უყვარდა მასზე მეტად სამშობლო?... არ დამიწყოთ ახლა ილიას როგორ ადარებო და მსგავსი ბანალური სისულელეები
ქართულ ფეხბურთში ინვესტორები ჰორიზონტზეც არ სჩანან და ვინც გვყავს (და გვყავდა) ის გარბის ან ინვესტიციებს ამცირებს, ზუსტად პროგნოზირებს ეს კაცი იმას რაც შეიძლება მსგავს ქმედებებეს (კი არა და უმოქმედობას) მოჰყვეს
Irakli Apkhaidze
18 აგვისტო 2015 14:55
0
უმადური კაცია!!! 13 მილიონი ლარი აიღო თამაშს თამაშზე აგებდა ბოლო 3 წლის განმავლობაში.. ფიფას რეიტინგში რეკორდულად დაბლა დაგვცა და ახლა ცდილობს პესიმიზმში გადაგვაგდოს.. არ
Giorgi
18 აგვისტო 2015 13:12
0
ტიპი მაგარი ბოღმაა და ტყუილად არ აგინებს მთელი ერი პლიუს მაგარი ფულისტი ნაკრებში ხელფასი როგორც კი გაუნახევრეს ეგრევე გადადგა და ეხლა სადღაც შორიდან იბოღმება და ღვარძლს ანთხევს. ..
მართლაც რო ეგრე იყოს საქმე უნდა გაჩუმებულიყო ....
David
18 აგვისტო 2015 13:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული