კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ უახლოეს შეხვედრას შოტლანდიასა (თბილისი, 4 სექტემბერი) და ირლანდიასთან (დუბლინი, 7 სექტემბერი) გამართავს. ამ ორი მატჩისთვის ეროვნული გუნდის თავკაცმა კახა ცხადაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები, არასრული შემადგენლობით, პირველ ვარჯიშს დღეს, საწვრთნელ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს. 3 სექტემბერს კი, 19 საათზე, ცხადაძე „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვეპატიჟება. საქართველოს ნაკრების ვარჯიში 19:30 საათიდან დაიწყება და მხოლოდ 15 წუთით გვექნება მისი ხილვის საშუალება.

საქართველო-შოტლანდია „დინამო არენაზე“ 4 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები
- ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი ლორია (უკლუბოდ), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია);

მცველები - გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქარშიაქა, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები - მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი (ვერია, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), მათე ცინცაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები - ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).
მკითხველის კომენტარები / 19 /
ფოფხაძე "პრიკუპშია", აბა პატარა ბაჩაჩუნა იმსიშორე ფლამუნტარიდან მალტო ხო ალ იმგზავლებს?....
zura
31 აგვისტო 2015 15:17
0
ებრალიძე სადაა ? ბიჭი რეგულარულად თამაშობს პორტუგალიაში, მერე რა რომ რანგით მეორე დივიზიონია. უთამასებელი მერებაშვილი და ანანიძე უნდა გამიძახო და ეგ დატოვო ?.. კახა, ნუ ახურებ !
dave
31 აგვისტო 2015 12:35
0
ეგ შემდეგშია, ჯერ ევროპის შესარჩევი უნდა დავამთავროთ
მარსი-ს
31 აგვისტო 2015 12:16
0
ხალხო რა შოტლანდია?ავსტრიას არ ვხვდებით 5 სექტემბერს?და ევროპის კი არა მსოფლიოს საკვალიფიკაციოა.
მარსი
31 აგვისტო 2015 12:09
0
ბაჩანას რომ ვხედავ იმედიანად ვარ, მთალად ძირითადში არ გინდა კახა, მეორე ტაიმში გამოიყვანე, ბოლოში.. ცოდვაა შოტლანდია.
vww
31 აგვისტო 2015 11:01
0
Mაგარი ბიჭები არიან გამოძახებულნი!ვფიქრობ კარებში რევიშვილი უნდა ჩადგეს რუსეთში რეგულარულად თამაშობს და კარგი პრესაც აქვს;ცენტრალური მცველები კაშია კვირკველიასაბა ორივე 90 წუთი თამაშობს თავის გუნდში ;მარცხნივ ნავალოვსკი და მარჯვნივ კაკაბაძე ორივე ძაან კაი ბიჭია;საყრდენზე კანკავა და მე ცინცაძეს დავაყენებდი ძალიან მომატებული აქვს ამ ბიჭს თან კარგი დარტყმა აქვს და პასიც იცის;მარცხენა გარემარბი ოქრიაშვილი მარჯვენა კობახიძე ეს ორივე კარში კარგად ურტყამს და ბურთსაც კარგად ფლობენ;თავმდასხმელის უკან ყაზაიშვილი რომელიც კარგ ფორმაშია და გოლის გატანაც შეუძლია და მცველების თავბრუსდახვევაც;ბოლოს ვაწაძე თავმდამსხმელი რომელიც ასევე კარგ ფორმაშია .ცვლილებაზე ოქრის მაგივრად ანანიძე ;ყაზაიშვილის მაგივრად ყენია;მესამე ცვლილება სიტუაციის მიხედვით ან ვაწაძეს მაგივრად მჭედლიძე ან დაცვის გასაძლიერებლად ამისულაშვილი ცინცაძეს მაგივრად და კაშია მაგ დროს საყრდენზე ავა.
zviadi
31 აგვისტო 2015 10:55
0
მის შვილს როგორ გაუმართლა თორე სხვა რო ყოფილიყო მწვრთნელი ვინ მიასუნიებდა ნაკრებში
ucxoplaneteli
31 აგვისტო 2015 10:50
0
მეტი პენსიონერი არ გვყავს და რა ქნას ცხადაძემ.
gau
31 აგვისტო 2015 10:30
0
რა ბანძი სასტავია)))
lelo
31 აგვისტო 2015 10:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული