გორდონ სტრაჩანის გუნდი თბილისში 2 სექტემბერს ჩამოფრინდება. შოტლანდიის გუნდმა მზადება უკვე დაიწყო, ნაკრებში გამოძახებული 21 ფეხბურთელიდან 18 ვარჯიშობს.
შოტლანდიას კაპიტანი სკოტ ბრაუნი დაემტვრა, "სელტიკის" კაპიტანი "სენტ ჯონსტონთან" მატჩში დაშავდა. ბრაუნი მაინც გამოცხადდა ნაკრების შეკრებაზე, ისევე, როგორც ტრავმირებულები იკეჩი ანია და რასელ მარტინი.
მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ დაელოდონ კაპიტანს და ის არ ჩაანაცვლონ. შესაძლოა, ბრაუნმა თბილისში ჩამოსვლამდე ვერც ივარჯიშოს, რადგან შოტლანდიელები საქართველოსთან მატჩს ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრად მიიჩნევენ:
***
bbc.com-თან
"ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში ჩვენ კარგად ვეთამაშეთ საფრანგეთს, მაგრამ საქართველოსთან მატჩმა გული დაგვწყვიტა. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. ჩვენ ასე ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან.
მაგრამ ახლანდელ ციკლში საქართველოს ნაკრებს შინ ძალიან კარგად ვეთამაშეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში საქართველომ აჩვენა, რომ კარგი გუნდია.
ვიცი, რომ მათ უფრო მეტი ქულა დაიმსახურეს, ვიდრე მოიპოვეს. ყოველ შემთხვევაში, რისი იმედიც ჰქონდათ. როგორც ყველა საერთაშორისო მატჩი, ესეც ძალიან რთული იქნება ჩვენთვის.
ამ შეხვედრაში გამოჩნდება, რამდენად კარგები ვართ ჩვენ და იმედია, ეს ჩვენ სასარგებლოდ მოხდება".
***
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას ეწვევა. ირლანდიელთა მწვრთნელი მარტინ ონილი ამბობს, რომ საქართველო-შოტლანდიის მატჩზე არ ფიქრობს, თუმცა მათთვის იდეალური იქნება, თუკი ჩვენი გუნდი შოტლანდიას ქულებს დააკარგვინებს.