ფეხბურთის "ცუდი ბიჭები": სერხიო რამოსი, ლუის სუარესი, ნეიმარი...

AutoSharing Option
ფეხბურთი ლამაზი სპორტია. როდესაც მას შესაბამისად თამაშობენ, შესანიშნავი სანახავია. ლამაზი პასების ერთობლიობა, რბილი შეხება, ხელოვნებამდე დაყვანილი მოძრაობები. გახსოვთ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვები, რომ "ბარსელონას" გასახდელი მდიდარი სკოლის მოსწავლეების საკლასო ოთახს ჰგავს? ეს არავის სურს.

ფეხბურთს "დანაშაული" სჭირდება. ამ თამაშის საუკეთესო მხარე მისი ბნელი მხარეა.

ისინი გითრევენ. ისინი გაგდებენ. ისინი გტაცებენ მეგობარ გოგონას. თქვენ ფეხბურთის "ცუდი ბიჭების" სიძულვილი გიყვართ, მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ: სინამდვილეში, გსურთ რომ ერთ-ერთი მათგანი იყოთ.

წარმოგიდგენთ დღეს მოთამაშე "საზიზღარ" ფეხბურთელებს შორის რამდენიმეს:

ლუის სუარესი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: ადამიანი, რომელიც
ძალიან ცდილობს კარგი იყოს
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლუის სუარესმა კბენა დაივიწყა. დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ რაც მან მეტოქე გუნდის მცველების მხრები დაკბინა.

ბევრს გამორჩა მომენტი, როდესაც ის "ესპანიოლთან" კატალონიურ დერბიში გასახდელისკენ მიმავალი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისკენ მიტრიალდა და უთხრა:

"გელოდებით - მოდით აქ! თქვენ სამყაროს ნარჩენები ხართ".

სერხიო რამოსი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: "მოულოდნელი ჰიტმენი"
წითელ ბარათებს ხშირად ვხედავთ, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც სერხიო რამოსი. ევროპის TOP 5 ჩემპიონატში არცერთ სხვა ფეხბურთელს მიუღია იმდენი წითელი ბარათი ფეხბურთის ისტორიაში, რამდენიც მას. წითელი ბარათი მისი საქმიანი ბარათია.

სერხიო რამოსი კარიერაში 25-ჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან. სამწუხაროა, რომ ის საკუთარ სხეულზე ყოველი გაძევების აღმნიშვნელ ტატუს არ იკეთებს, ისევე როგორც, ჩემპიონთა ლიგის მოგებები ამოისვირინგა სხვადასხვა დროს. შესაძლოა, საკმარისი ადგილი არ აქვს სხეულზე.

ყველაზე დასამახსოვრებელი "უელვასთან" მიღებული წითელია, როდესაც მან არბიტრს შეურაცხყოფა გაძევების გამო მიაყენა, არადა რამოსი მეტოქეს ორივე ფეხით ჩაუვარდა და იდაყვიც მიაყოლა.

Sportall.Ge

დიეგო სიმეონე
"ცუდი ბიჭის" ტიპი: ტერორი ხაზს იქით
"ატლეტიკოს" ფეხბურთელებს ყოველდღიურად წონიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი კერძი, რომელიც გასულ ღამეს შეუკვეთე, შეუმჩნეველი არ დარჩება. თუ სასწორი ძალიან მაღლა ავიდა, სიმეონე საკუთარ ასისტენტს, "პროფესორ" ორტეგას ავალებს, რომ გზა მიწისქვეშ გიჩვენოს.

ერთ-ერთ ინტერვიუში გრიზმანმა თქვა: სიმეონეს მსუქნები არ უყვარს.

რაჯა ნაინგოლანი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: წვეულების ცხოველი
სერია A-ს "ცუდი ბიჭი" რაჯა ნაინგოლანი, არ არის ის, ვინც წვეულებას ადრე ტოვებს. ნაინგოლანს სჯერა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ თუ სიგარეტის მოწევა სურს, მოწევს. რობერტო მარტინესს ეს არ მოეწონა და მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანა, თუმცა ეს მისი პრობლემაა.

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უყვარს ხალხს რაჯა, მისი "იუვესადმი" სიძულვილია.

"ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ "იუვენტუსი" მძულს. "კალიარისთან" ერთადაც საკუთარი კვერცხებით ვიომე, "იუვენტუსის" დასამარცხებლად, ამ გუნდთან ერთად "იუვეს" სტადიონზე არასდროს წამიგია. მძულს ეს კლუბი, რადგან ყოველთვის პენალტის ან ჯარიმის წყალობით იგებენ", - თქვა რაჯამ.

სკოტ ბრაუნი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: პროფესიონალი გამღიზიანებელი
"რეინჯერსის" კოლუმბიელმა შემტევმა ალფრედო მორელოსმა მის პირველ შოტლანდიურ სეზონში 29 გოლთან ერთად 4 წითელი ბარათი მიიღო, თუმცა თუ OLD FIRM-ზე მიდგება საქმე, მორელოსი ყველას დაავიწყდება.

როდესაც მსაჯს ხელი ბარათის ამოსაღებად ჯიბისკენ მიაქვს, სკოტ ბრაუნი მას დასცინის. ის საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს.

თუ ბრაუნი ოდესმე გლაზგოს დატოვებს, მან იცის, რომ მას "ზენიტი" ელოდება. მან ერთხელ გადაწყვიტა, რომ მოედანზე მოკლემკლავიანი მაისურით გასულიყო მაშინ, როდესაც გარეთ -11 გრადუსი ტემპერატურა იყო, თანაგუნდელები კი ხელთათმანებით, გრძელმკლავინი მაისურებით ჩაფუთნულები გამოვიდნენ. ამის შემდეგ "ზენიტმა" მას "რუსეთის ფავორიტი შოტლანდიელი" უწოდა.

მაურო იკარდი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: დრამის მეფე
ერთი მხრივ, მაურო იკარდი სახლში ყოფნის მოყვარული მამაა, რომელსაც ავეჯის შეკეთება უყვარს. მეორე მხრივ კი ის კაცია, რომელსაც შეუძლია მეუღლე წაგართვას.

გახსოვთ "ვანდა დერბი", მაშინ როდესაც "ინტერი" და "სამპდორია" ერთმანეთს ხვდებოდნენ, იკარდიმ და მაქსი ლოპესმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს.

ერთ-ერთი თამაშის შემდეგ მან "ინტერის" ულტრასებთან იკამათა, გასახდელში დაბრუნებულმა კი ვიღაცას ვიდეოს გადაღება სთხოვა, სადაც ამბობს: "არგენტინიდან 100 კრიმინალს ჩამოვიყვან, რომლებიც მათ ყველას ერთად დახოცავენ".

მალევე სახლში მისულ იკარდის ბანერი დახვდა: "აქ ვართ, გაგვაგებინე, როდესაც შენი არგენტინელი მეგობრები ჩამოვლენ".

წარმოიდგინეთ, ახალი სერიალი სახელად "იკარდები", არა საფეხბურთო ჟანრის, არამედ უფრო ოზბორნების ან კარდაშიანების სტილში, ვინ იტყოდა უარს?

Sportall.Ge

ჯეიმი ვარდი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: ანტაგონიზმისკენ მიდრეკილი
როგორ ისვენებთ რთული და დამღლელი დღის შემდეგ? ჭიქა ვისკის სვამთ? ჯეიმი ვარდის რთული დღეები ჰქონდა, როდესაც ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ მიხვდა, რომ მისთვის ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა, თუ არაყის სმას დაიწყებდა.

გასულ სეზონში "ვესტ ბრომვიჩის" პრემიერლიგიდან გავარდნამ, მას ერთ-ერთი საყვარელი ტრადიცია "მოპარა". მას მათ სტადიონზე გოლის გატანის აღნიშვნა ერთ-ერთ კუთხეში უყვარდა.

დიეგო კოშტა
UFC-ის მებრძოლი საფეხბურთო მაისურში
ანტონიო კონტემ, სავარაუდოდ, ვერ გაბედა დიეგო კოშტასთვის სიმართლის პირში თქმა, რადგან წერილის გაგზავნა უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იმის შესატყობინებლად, რომ ესპანელი იტალიელის გეგმებში აღარ შედიოდა.

კოშტა ესპანეთში თავის საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და "ბარსელონასთან" უმნიშვნელოვანეს მატჩში წითელი ბარათიც დაიმსახურა - მთავარი არბიტრის დედის უხეში მოხსენიებისთვის.

Sportall.Ge

"ნუ ეცდებით ჩემთვის ფრთების დადგმას, მე ანგელოზი არ ვარ", - ეს მისი სიტყვებია.

მას ყველა რთულ კაცად იცნობს, მაგრამ მისი თანაგუნდელები ყოველთვის ამბობენ, რომ ის ლეგენდარული ხუმარაა. წელს, მან ლიუკა ერნანდესის ტანსაცმელი მოიპარა და ცეცხლმაქრით გაქაფა. ფრანგმა იგივეთი უპასუხა და ავტომობილი დაუზიანა. ალბათ, ამიტომ გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონმა "ბაიერნში" გადაბარგება.

ნეიმარი
"ცუდი ბიჭის" ტიპი: ის ძალიან კარგია და ეს იცის
მაიკლ ჯორდანის მტირალა მიმი, ნეიმარმა ჩაანაცვლა, როდესაც ჩემპიონთა ლგიის მეოთხედფინალში "მანჩესტერთან" გამოვარდნის დროს სადღაც შორს მდგარ წერტილს მიაშტერდა.

ის ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. ისე კარგად, რომ ხშირად ეს მეტოქეებისთვის შეურაცხმყოფელია. ნეიმარი ბურთის ირგვლივ ცეკვავს და მასთან მიახლოება ყოველთვის შეცდომაა, რადგან მისი ფეხები ბევრად სწრაფია და სანამ აზრზე მოხვალ, უკვე გამქრალია.

ხანდახან ნეიმარი მოედანზე მოწყენილი დგას, ბევრი გამარჯვებებით დაღლილი და საკუთარ დრამას ქმნის. ის შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, როცა ვინმე მასთან ფიზიკურ კონტაქტში შედის. არ დაგვავიწყდეს 2018 წელს მომხდარი ინციდენტი ედინსონ კავანისთან, პენალტის დარტყმის გამო.

მომზადებულია Espn.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული