შშმ პირები და მათი თანმხლებნი განთავსდებიან "დინამო არენის" აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, მე-15-მე-16 სექტორებში. მათთვის სპეციალური შესასვლელი იქნება B ზონიდან (მთავარი შესასვლელის გვერდით, ცაბაძის ქუჩიდან).
მატჩზე დასწრების მსურველებმა წერილობით მიმართეთ სფფ-ის შესაბამის სამსახურს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: natia@gff.ge
შშმ პირები და მათი თანმხლებნი კუთვნილ ბილეთებს აიღებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში.
სფფ-ის პრესსამსახური