საქართველო-შოტლანდიის ბილეთების შეძენა ინტერნეტით არის შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი.

კერძოდ კი, ბილეთების შეძენა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი: http://gff.ge/tickets.

თუ თქვენ უკვე დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი, ის მოგივათ თქვენ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ფოსტაზე, რომელსაც ამობეჭდავთ და მიბრძანდებით სტადიონზე.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ტექნიკური ხარვეზი და ფოსტაზე ბილეთი ვერ მიიღეთ, უნდა მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციას:

თუ ყიდვისას წარმატებით განხორციელდა საბარათე ოპერაცია და ბარათიდან ჩამოგეჭრათ თანხა (და არ მოგივიდათ მეილი), ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბილეთი უკვე გაქვთ.
ამ შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ "დინამო არენაზე" და სპეციალურად ონლაინ-ბილეთებისთვის გამოყოფილ მე-11 სალაროში აიღოთ კუთვნილი ბილეთი. ამისათვის, მოლარე-ოპერატორს უნდა უთხრათ ის ელექტრონული ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი.
გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით სტადიონზე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული