ევრო 2016. VIII ტური. D ჯგუფი: საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
7 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მატჩში საქართველოს ნაკრები დუბლინში "ავივას" სტადიონზე ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი კახა ცხადაძის გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და შესვენებაზე ანგარიში 0:0 იყო. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ირლანდიელთა უპირატესობა გამოიკვეთა.

69-ე წუთზე ჯეფ ჰენდრიკსმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, სამი მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ორ მცველს დაასწრო ჯონათან უოლტერსმა და ანგარიში გახსნა.

მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო, ამ დროისთვის ცხადაძეს ყველა ცვლილება განხორციელებული ჰქონდა. ამიტომ გუნდმა 10 კაცით
დაასრულა თამაში.

ამ წაგებით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი, რომელიც ამ შეხვედრამდე ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა, დაკარგა

ირლანდია-საქართველო 1:0
საქართველო (5-2-2-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ხიზანიშვილი (81. ყენია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი - კანკავა, კაშია (76. ცინცაძე) - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (64. პაპუნაშვილი) - მჭედლიძე.
გოლები: 1:0 უოლტერსი (69)

შოტლანდია-გერმანია 2:3
პოლონეთი-გიბრალტარი 8:1


1. გერმანია - 19 ქულა; 2. პოლონეთი - 17; 3. ირლანდია - 15; 4. შოტლანდია - 11; 5. საქართველო - 6; 6. გიბრალტარი - 0.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ჭანტურია, ეს ბიჭი ქართველი ჟურნალისტების ვარსკვლავია, შარშანაც და წელსაც რამდენიმე დღეში სერია ა-ს ლამის ყველა კლუბი მოატარეს, შემდეგ კლუჟში გადავიდა, ახლა მე მგონი მეორე ბუნდესლიგაში მიდის, დაანებეთ ამ ბიჭს თავი, როცა გადავა სადმე მაშინ დაწერეთ! ახალგაზრდები რატო არ დააყენაო ხან იძახით, ახლა კიდე საიდან მოიყვანაო...
irakli apkhaidze
10:31 08-09-2015
0
ყველა ვხედავთ, რომ ტიპები ბურთს ვერ იღებენ უპრობლემოდ, საშუალოზე გრძელი პასი პრობლემაა და რატომ, იმიტომ რომ მიღებისას ბურთვერ "აქვავებენ", ანუ ხან 2 მეტრზე უვარდებათ წინ, გვერდზე, ხან უფრო შორს, ამ დროს თუ მოწინააღმდეგე ახლოს არის ამას არ გაპატიებს. ბურთი ისე უნდა მიღო, რომ შენგან 4-5 მეტრში მდგარმა ფეხბურთელმა ვერ მოაღწიოს შენს ბურთამდე, აქ კი ერთი ნორმალური პრესინგი (მცირე პრესინგი) და ბურთი დაკარგული გვაქვს. ამაზე "ყვიროდა" ქეცბაია, მეტი არაფერზე. რა, ქეცბაია უშლიდა ბურთის ნორმალურად მიღებაში? სულ ამბობდა, რომ ბურთს ვკარგავთ ელემენტარულ სიტუაციაში, საიდანაც მეტწილად სახიფათო მომენტები იქმნება. ხიზანიშვილი "მათამაშე ძმურად ბრიტანელებთან მე ვიცი როგორ ვითამაშო"-ს პრინციპით ათამაშა თუ სხვა არჩევანი მართლა არ იყო?
გულშემატკივარი
10:06 08-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული