კახა ცხადაძემ გიბრალტართან და გერმანიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის მზადებას იწყებს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტართან და გერმანიასთან შეხვედრისთვის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 5 ოქტომბრიდან მოემზადება.

ჩვენი გუნდი არასრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს დღეს საღამოს ჩაატარებს. კახა ცხადაძემ მოახლოებული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, საფეხბურთო კლუბ გორის "დილას" წევრი გუგა ფალავანდიშვილი.

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია)

მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა", გორი, საქართველო), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), ზურა
ხიზანიშვილი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბილისი), გია გრიგალავა ("პაფოსი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", ბაქო, აზერბაიჯანი) გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე ("რიზესპორი", თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა", გორი)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).

საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი "დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.

გერმანია კი საქართველოს ნაკრებს 11 ოქტომბერს ქალაქ ლაიფციგში უმასპინძლებს. შეხვედრა "რედ ბულ არენაზე" თბილისის დროით 22.45 წუთზე ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე რატომ არ მიზახებს ნაკრებში ცხადაძე? ეს უსამარტლობა არაა?
beso
06 ოქტომბერი 2015 10:36
0
ებრალიძეც შეიძლებოდა გამოეძახებინა სულ თამაშობს და გააქვს კიდეც გოლი და ლიპარტია კი უეჭველი გამოსაძახებელი იყო კარგ გუნდში თამაშობს და საკმაოდ ნორმალურადაც ))
gio
05 ოქტომბერი 2015 16:53
0
ყველა ჭკუას რომ ასწავლით ამ კაცს და ჩახედულებიც რომ არ ხართ წესიერად ფეხბურთში, ისიც კი არ იცით რომ ბევრს ტრამვა აქვს და მაგიტომ არ არიან გამოძახებულები და ეროვნულ ჩემპიონატში ვინც კარგად ითამაშებს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსაძახებლები არიან, არ არის ჩემპიონატში კარგი დონე!!!!
Geo
05 ოქტომბერი 2015 16:34
0
ბოლო დროს გინახავთ ეროვნული ჩემპიონატის თამაშების? ეროვნული ჩემპიონატიდან დრეს პირველ ნაკრებში არც ერთი ფეხბურთელის გამოძახება არ შეიძლება! ესიგი ის ხდება რო აქ დადიან ევროპაში დარბიან და მეტი არაფერი!
irakli apkhaidze
05 ოქტომბერი 2015 13:03
0
მართლა,ლიპარტია ხომ გლაშვილსა და ბაჩანა ცხადაძეზე უკეთეს გუნდში და ბოლობოლო ხომ კეთეს ლიგაში თამაშობს?რატომ ხდება საქართველოში ასეტი უსამართლობები?
Bacho
05 ოქტომბერი 2015 13:01
0
დაიწყო უკვე ... ჭამა-ცხადაძე და გელაშვილი რა ჯანდაბად გვინდა...
1906
05 ოქტომბერი 2015 12:50
0
არ მგონია გელასვილმა სასარგებლო მოიტანოს
ანატოლი
05 ოქტომბერი 2015 12:40
0
ჯაბა ლიპარტია სადაა????!!!!!
Nick
05 ოქტომბერი 2015 12:26
0
მიუხედავად ტრამვებისა გიბრალტარს მაინც მოვუგებთ და გერმანიასთან მაინც წავაგებთ
Giorgi
05 ოქტომბერი 2015 10:27
0
ებრალიძე სადაა ? როდესაც ადამიანი თავისი თამაშით იმსახურებს ნაკრებში თამაშს და შეგნებულად ამდენი ხანი არ იძახებ ესეიგი რაღაც ხდება...
dave
05 ოქტომბერი 2015 09:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული