ნიკა ძალამიძე: ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა გულშემატკივრის რეაქცია

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ ნიკა ძალამიძემ კომენტარი გააკეთა:

"ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა გულშემატკივრის რეაქცია. 3:0-ს ვიგებდით და თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ხალხი მეორე ტაიმში ჩვენით მაინც უკმაყოფილო იყო.

მესმის, რომ მეტი გოლის გატანას ითხოვდნენ. მაგრამ გოლიც საკმარისად გავიდა და მეტი რომ ყოფილიყო საჭირო, ამასაც მოვახერხებდით. მწვრთნელის დავალება იყო, ბურთი დაგვეჭირა და დაცვაში საიმედოდ გვეთამაშა. პირადად მე, ამ მოგებით კმაყოფილი ვარ.

დღეს
ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა. ახლა გერმანიასთან შეხვედრას ველით. ბუნებრივია, მათთან განსხვავებული თამაში იქნება. ალბათ, ტაქტიკურადაც და შემადგენლობაშიც ცვლილებები იქნება".
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა ტავს იკებტ არაპრის გამკეტებელი არხარტ მოკვდა პეგბურტი ლორუა სულიჰვეტება არგაკვტ სომხები გვჯობნის
romani
19:20 11-10-2015
0
რა ვერ გაიგე,უყურე ძველი დინამოელების თამაშებს,ბოლომდე რომ იხარჯჯებოდნენ,მეთევზეებს და მასწავლებლებს მოუგეთ და გვამადლით;
ეეეჰჰჰ...
09:23 11-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული