ნიკა ძალამიძე: ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა გულშემატკივრის რეაქცია

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ ნიკა ძალამიძემ კომენტარი გააკეთა:

"ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა გულშემატკივრის რეაქცია. 3:0-ს ვიგებდით და თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ხალხი მეორე ტაიმში ჩვენით მაინც უკმაყოფილო იყო.

მესმის, რომ მეტი გოლის გატანას ითხოვდნენ. მაგრამ გოლიც საკმარისად გავიდა და მეტი რომ ყოფილიყო საჭირო, ამასაც მოვახერხებდით. მწვრთნელის დავალება იყო, ბურთი დაგვეჭირა და დაცვაში საიმედოდ გვეთამაშა. პირადად მე, ამ მოგებით კმაყოფილი ვარ.

დღეს
ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა. ახლა გერმანიასთან შეხვედრას ველით. ბუნებრივია, მათთან განსხვავებული თამაში იქნება. ალბათ, ტაქტიკურადაც და შემადგენლობაშიც ცვლილებები იქნება".
მკითხველის კომენტარები / 12 /
რა ტავს იკებტ არაპრის გამკეტებელი არხარტ მოკვდა პეგბურტი ლორუა სულიჰვეტება არგაკვტ სომხები გვჯობნის
romani
11 ოქტომბერი 2015 19:20
0
რა ვერ გაიგე,უყურე ძველი დინამოელების თამაშებს,ბოლომდე რომ იხარჯჯებოდნენ,მეთევზეებს და მასწავლებლებს მოუგეთ და გვამადლით;
ეეეჰჰჰ...
11 ოქტომბერი 2015 09:23
0
ეს ძალამიძე ნახე რამდენს .... რა გაგიკეთებია საერთოდ ნაკრებისთვის, ეგ შეიძლება კანკავამ თქვას, მაგრამ შენ და კანკავას შორის ეგაა განსხვავება რომ ჯაბა მაგას არ იკადრებს. ცხადაძემ შეცდომა დაუშვა ძალამიძე რომ საერთოდ გამოიძახა. რაც თურქეთში გადავიდა ერთი წუთი არ უთამაშია ჯერ. ... გირჩევნია ივარჯიშე და ძირითადში მოიპოვე ადგილი..
georgiano
10 ოქტომბერი 2015 21:01
0
ბექა, ცუდი თავდამსხმელი არააო და შენი აზრით, კარგი თავდამსხმელი 27 წლის ასაკში ალბანეთის საშუალო გუნდში ითამაშებდა?
Burton
10 ოქტომბერი 2015 13:15
0
ბაჩანა ცხადაძეს კიდევ მაგარი არ გაუმართლა რაა..მამა ჰყავს ნაკრების მწვრთნელი.. არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო, ჯერ ერთი, ცუდი თავდამსხმელი არაა და თან ძირითად თავდამსხმელად არ მოიაზრებს მას მამა.. წარმატებები ცხადაძის შვილს
ბექა
10 ოქტომბერი 2015 12:33
0
ძმა, მადლობა ნაკრების გულშემატკივრობისთვის ფანებს.. არა? მგონი ეს უფრო სჯობდა რომ გეთქვა.. თქვენ დროებითი ფეხბურთელები ხართ ფანობა კი რჩება!
ბექა
10 ოქტომბერი 2015 12:31
0
საიტის ადმინისტრაციავ, თქვენ კიდე გაასწორეთ ეს საიტი. კომენტარის გაკეთების დროს 10-დან 8 მცდეობაზე invalid token-ს წერს
ლუკა
10 ოქტომბერი 2015 12:02
0
რატომ არ ესმით რით ვიყავით უკმაყოფილო. შე ოჯახაშენებული, 10 წელიწადში შეიძლება ერთხელ შეგხვდეს მეხანძრეების ნაკრები და მხოლოდ მათთან გაქვთ შანსი რომ რამე სანახაობა დადგადაც და მადაც ძალებს რომ დაზოგავ დაგისტვენენ აბა რა იქნება.
აბა გერმანიასთან დაიჭირე და აგორავე ბურთი თუ დაგისტვენს ვინმე ნახავ :)
კიდე რომ არ ესმით რაზე უსტვნედნენ რა :D
ლუკა
10 ოქტომბერი 2015 12:02
0
კიდე კაი მესი ცხადაძის შვილი არაა თორე მესიზეც იტყოდით მისი შვილია და იმიტომ იძახებსო
დიტო
10 ოქტომბერი 2015 11:29
0
ნიკა გენაცვალე, როდესაც ფორვარდი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთს მიიღებ და ერთი მცველი გყვას წინ და ეს მცველი გიბრალტარელია, მე მგონია ამას უნდა ნატრულობდე და მოტყუება სცადო მაინც, შენ კიდევ უკან გამოიტანე ბურთი! აი ამიტომ გისტვენდა ხალხი, გიბრალტარს ეთამაშებოდით ხალხნო! იმედია ცხადაძე ცოტა უკეთეს სელექციას გააკეთებს მომავალში, გასაებია რომ მჭედლიძე, ანანიძე, ჭანტურია, ყენია არ გვყავდნენ, მაგრამ კახა, მოდი რა მაინც შვილს ნუღარ გამოიძახებ ნაკრებში, არ არის საჭირო.
football fan
10 ოქტომბერი 2015 10:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული