სპეციალისტის აზრით: ეს კახა ცხადაძის მხრიდან სწორი გათვლა იყო

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო. თამაშის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ მწვრთნელსა და მეცნიერს, ელგუჯა გუგუშვილს:

"მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები "დადგა". რა თქმა უნდა, ამან ქომაგი უკმაყოფილო დატოვა, მაგრამ როგორც სპეციალისტი, ვიტყვი, რომ კახა ცხადაძის მხრიდან ეს იყო სწორი გათვლა. სულ მალე ლაიპციგში გერმანიასთან გველის თამაში და იქ ძალა აუცილებლად დაგვჭირდება...

გამოვყოფ მათე ვაწაძისა და ვაკო ყაზაიშვილის კარგ თამაშს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თემურ ქეცბაია წვრთნიდა ეროვნულ გუნდს, მე ვამბობდი, რომ ვაწაძე საჭირო
ფეხბურთელი იყო ჩვენი გუნდისთვის.

დებიუტანტების თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მათ აქვთ აზროვნების სისწრაფე და ამ თამაშში ორგანულად ჩაჯდნენ გუნდში. "აზროვნების სისწრაფე" შემთხვევით არ მიხსენებია - ამის მაგალითია კვეკვესკირის საგოლე პასი. მე ვიტყვი, რომ ეს მოთამაშეები ჩვენი გუნდის მომავალია...

ზოგადად, ვისურვებდი, რომ ჩვენი გუნდის ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესებულიყოს და მჯერა, დროთა განმავლობაში ასეც იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭ-კლასის გიბრალტარს თუ მოუგეთ აუ რა მაგარია.
0
ელგუჯა გუგუშვილი: "ზოგადად, ვისურვებდი, რომ ჩვენი გუნდის ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესებულიყოს და მჯერა, დროთა განმავლობაში ასეც იქნება".რაღაც საეჭვოდ ალაპარაკდით ფიზმომზადებაზე ყველა ერთად. ხდება რამე?
გუჯა კახაძე
20:05 09-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული