მათე ვაწაძე ფიფას გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა

AutoSharing Option
სასიხარულოა, რომ ფიფას მიერ ევროშესარჩევის ბოლო ორ ტურში გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის მათე ვაწაძეც მოხვდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გიბრალტართან გატანილი ორი გოლი და გერმანიასთან საკმაოდ კარგი თამაში დაუფასდა.

საინტერესოა, რომ 26 წლის ქართველი საუკეთესოებში ისეთი სოლიდური ფეხბურთელების კომპანიაში მოხვდა, როგორებიც არიან დე ხეა, მანუელ ნოიერი, მარეკ ჰამშიკი, სანტი კასორლა, კევინ დე ბრუინი... როგორც ჩანს, ფიფამ გერმანიის ნაკრების კარის დარაჯ ნოიერს საქართველოსთან კარგი თამაში დაუფასა.

"ძალიან მიხარია, ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს შორის
რომ დამასახელეს.

სასიამოვნოა, რომ გიბრალტართან ორი გოლი გავიტანე. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე არ გვყავდა, ჩვენი ნაკრები კარგად გამოიყურებოდა და "ნულზე" მოვუგეთ.

გერმანიასთან შეხვედრაში კი ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და 45 წუთი ვითამაშე. ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა ყოველთვის სასიამოვნოა", - ამბობს ვაწაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მათე და მჭედლო კარგი ტანდემი იქნება მართლაც! და უკან ჯანო! ცხადაძემ თავის შვილს და გელაშვილს უნდა გაანებოს თავი ხიზანიშვილ ლობჟანიძესაც!
vako
18:00 19-10-2015
0
გეთანხმები qartveli
bacho
17:10 19-10-2015
0

სიახლეები პოპულარული