ვის აკვირდებოდა კახა ცხადაძე უკრაინაში?

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით გამართულ მატჩებს დაესწრო.

16 ოქტომბერს ცხადაძემ თვალი ადევნა კიევის "დინამოსა" და "შახტარის" მატჩს. დონეცკელთა რიგებში არ უთამაშია ჩვენებურ გიორგი არაბიძეს, რომელიც კლუბმა ახლახან შეიყვანა საჩემპიონატო განაცხადში.

18 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა დონეცკის "ოლიმპიკისა" და ხარკოვის "მეტალისტის" მატჩი (3:0) ნახა. "ოლიმპიკის" რიგებში შეუცვლელად ითამაშეს უკრაინის მოქალაქეებმა და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრებმა - მცველმა თემურ ფარცვანიამ და მეკარე ზაურ მახარაძემ.

იმავე დღეს ცხადაძე ზაპოროჟიეში დაესწრო
"ზორია"-"ჰოვერლას" შეხვედრას (2:1), რომელშიც ჯაბა ლიპარტია მინდორზე 73-ე წუთიდან გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მელქაძე მართლაც მაგარია. სპარტაკი 2-ს ლიდერია, დიდებშიც მიყავთ და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები წელს ევროზე ფინალამდე მაგან ათრია.
ტყეშელაანთ გიჟი
14:10 21-10-2015
0
ცხადაძე გიორგი მელქაძეს დააკვირდი სპარტაკში მაგარი ბიჭია.
მამუკა
09:22 21-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული