ჯაბა კანკავა: გერმანიასთან მატჩით ილუზიის შექმნა არასწორი იქნება

AutoSharing Option
ფრანგული "რეიმსის" ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაზეთ "კვირის პალიტრას" ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა თემასთან ერთად, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან სტუმრად ჩატარებულ მატჩზეც ესაუბრა.

შეგახსენებთ, კანკავამ ლაიპციგში მანუელ ნოიერს ეფექტური გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.

- მთავარი სანაკრებო თემა გერმანელებთან მატჩია...
- შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სანაკრებო თამაშისგან ასეთი სიამოვნება იშვიათად თუ მიმიღია! ორივე ნაკრები ვუტევდით, საგოლე მომენტებიც საკმაოდ იყო...

მართალია, საბოლოო შედეგით მასპინძლებმა გაიხარეს, მაგრამ თამაშით
ნამდვილად ორივე გუნდმა ვისიამოვნეთ!

- ნოიერს ულამაზესი გოლი გაუტანე!
- ვერც გადმოვცემ, ისე გამახარა იმ ბურთმა... ლამაზი გოლი გამოვიდა, მაგრამ ჩემივე შეცდომა რომ გამოვასწორე და ანგარიში გავათანაბრე, ამით ორმაგად ბედნიერი ვიყავი.

გოლი ყველამ მომილოცა, მაგრამ როცა აგებ, ინდივიდუალური წარმატება მეორე პლანზე გადადის...

- კახა ცხადაძემ თქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ "ღირსეული წაგებით" თავის მოწონებას. ნაკრების კაპიტანი რას იტყვის ამ თემაზე?
- ფეხბურთი ისეთი რამ არის, ძალიან წინ ვერ გაიხედავ... კი, ბოლო მატჩებში უკეთ გამოვიყურებით, ქომაგს იმედი გავუჩინეთ და მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამ მატჩით ილუზიის შექმნა არასწორი იქნება.

მთავარია, ყველა სანაკრებო მატჩში მაქსიმალური კონცენტრირებით, თავდაუზოგავად ვითამაშოთ, ფეხბურთი კი ისეთი თამაშია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომწონს ჩვენი კაპიტნის საქმისადმი მიდგომა!
ასეთი მიდგომით მართლა გვეშველება!
გიო
16:10 26-10-2015
0
ნეტავ ნაკრების თითოელი მოთამაშე კაპიტანივით პროფესიონალი იყოს და კაპითანივით კაცური კაცი იყოს ყველა
bacho
17:41 26-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული