საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა, ამჯერად - თბილისში. როგორც შევიტყვეთ, აქტიურად განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.
გავიგეთ, რომ ერთი მეტად საინტერესო ვარიანტი განიხილება და თუ ეს შეხვედრა შედგა, საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს. მართალია, ეს არ იქნება საერთაშორისო მატჩი, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ჯახს ქომაგმა, წესით, ინტერესით უნდა მიადევნოს თვალი.
ამ
გავარკვიეთ, რომ თუ ამ ამხანაგურ მატჩზე შეთანხმება შედგა, დიდი ალბათობით, 16 ნოემბერს გაიმართება.
რაც შეეხება სანაკრებო სიას, ის, ალბათ, დღეს გვეცოდინება და არ არის გამორიცხული, სიაში გარკვეული სიურპრიზებიც იყოს.
ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, ეს არის - ცხადაძის რჩეულთა შორის იქნება უკრაინული "ოლეკსანდრიას" ფლანგელი, 26 წლის დავით თარგამაძე, ვინც ეროვნულ გუნდში აქამდე 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"