კახა ცხადაძემ გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებში გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ეროვნულ გუნდში სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია გამოიძახა.

ესტონეთთან სტუმრად ტალინში, 11 ნოემბერს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ცხადაძის მიერ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, ლორიას შესახებ ცნობას კი "კრილია სოვეტოვის" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებს 9 ნოემბერს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა ეროვნულ გუნდში დავით თარგამაძის გამოძახების შესახებ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული