კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს

AutoSharing Option
ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრის (2:2) დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

"ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ, ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს, რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ. გარდა ამისა, ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე
ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ.

ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზს გავუკეთებთ და ვეცდებით, შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თამაში, ფაქტობრივად, მოგებული გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად ითვლებიან, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის.

განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 31 /
სამარცხვინოები ხართ თქვენც და ფედერაციაც ერთად მოკლედ რომ ვთქვათ უპატრონოები
zviadi
17 ნოემბერი 2015 12:42
0
კახა ძმაო,ყველა თამაშს ბოლო წუთებზე აგებ.უმთავრესი და დიდი პრობლემა ეგ არის.მაგას უნდა მიაქციო ყურადღება.თორემ, ნაკრები რომ გარდატეხის პროცესშია და შეტევაზე და გამარჯვებაზე ფიქრობს(და არა დაცვაში ჩაჯდომაზე),მაგას ყველა ვხედავთ.
Zaza
17 ნოემბერი 2015 12:36
0
მორალნა-ვალევოი მომზადება კი არა, ფიზიკური მომზადება აკლიათ - ბოლო 15-20 წუთი ყველა თამაშში გვიჭირს
უშანგი
17 ნოემბერი 2015 12:36
0
ქეცბაია რო იძახდა , ეროვნული ჩემპიონატის ფეგბურტელები ვერ აკმაყოფილებენ ეროვნულ სტანდარტებსო, მაშინ ისტერიკაში ვარდებოდიტ ქარტველი ჟურნალისტები დავიტ მინაშვილის ტამადობით. და ეხლა რატო ვერ იგებთ ხმას?
Vaso
17 ნოემბერი 2015 12:20
0
ერტს ვიტყვი იქნებ გამგებმა გაიგოსანუ იმან ვინც უნდა გაიგოს! სსრკ–ს დროს იყოსპორტსმენის სეფასების ასეტი კრიტერიუმი. მორალურ–ნებელობიტი მდგომარეობა!. სწორედ მისი ნაკლებობის გამო მოხდა ის რომ 90 წუტი ტამაშს იგებ და ბოლოს დამატებულ 2 წუტში ფრედგიმტავრებსმეტოქე ანუ მოიკპოწლებს ფსიქოლოგიური და ეს კომპონენტი, ტორემ ყველა რიგიტი ფეხბურტელი საქარტელოს ცემპიონატიდან მეტი მოტივაციიტ ცაამტავრებდა მაგ ტამაშშ და მიიყვანნნდა საბოლოო გამაერჯვებამდე ან სულაც ახაგზრდები მაგ; პაპუნაშვილი და ცინცაძე მეტი მოტივაციიტ შვიდოდნენ და დაიხარჯებოდნენ ბოლომდე რატა დაცვატ საკუტარი კარი ბოლო წუტამდე. ესა რომ ბოლო წუტებამდე ტამაშის კულტურა და საამისო მორალურ–ნებელობიტი ხარისხია დაბალი!
სანდრო
17 ნოემბერი 2015 12:15
0
გაუხურეს საქმე ბაჩანას:)))))
aadadadad
17 ნოემბერი 2015 11:40
0
Ra gautraket saqme am ბაჩანას?tqveni axlobeli iyos xmas tu amoigebdit?propesorebi ...
Nika
17 ნოემბერი 2015 11:27
0
Jurnalistebi ar xart rom erti kitxot Kaxas tavisi shvili akmakopilebs nakrebis motxovnebs? Moridebulebi chanxart ragac, Kecbaias kargad ekachavebodit xolme?! Nepotizmi mdzinvarebs Sakartveloshi rogorc koveltvis.
Gio
17 ნოემბერი 2015 11:06
0
ბაჩანა რომ არ თამაშობს საქართველოში..იმიტომაც ბრწყინავდა..კარგით რა//
rezi
17 ნოემბერი 2015 10:49
0
ჩემპიონატის დონე დაბალია, მაგრამ დავიჯერო ბაჩანას ან გელაშვილის დონის ფორვარდი ერთი მაინც არ მოიპოვება ჩემპიონატში შანსი მაინც რომ მისცე? თუ ვერ ითამაშებენ მაგათზე ცუდს რაღას იზავენ
111
17 ნოემბერი 2015 10:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული