კახა ცხადაძის განმარტებით, ამხანაგური თამაშები იმისთვის არის, რომ ნაკრების ყველა პოტენციური კანდიდატი გაისინჯოს, თუმცა კლუბებისგან განსხვავებით, ეროვნულ ნაკრებში ამხანაგურ სპარინგებსაც სხვა სისწრაფეები და დატვირთვა აქვს.
ესტონეთთან წაგებული მატჩის გამო ნაკრების თავკაცმა გულშემატკივარს მოუბოდიშა.
"სამწუხაროდ, ნაკრებს არ აქვს იმის საშუალება, რომ ბევრი ამხანაგური თამაში
თამაშების წინ ბევრი მოსაზრება არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებსა და მათზე, ვინც უცხოეთში თამაშობს. ყველა ამ მოსაზრებას ჰქონდა საფუძველი, მაგრამ ყველაფერი მინდორზე უნდა გამოჩნდეს. ბევრი რამ დაგვანახვა ამ თამაშებმა, განსაკუთრებით, პირველმა, სადაც შევეცადეთ, რომ ის ფეხბურთელები გვეთამაშებინა, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ სანაკრებო გამოცდილება.
გვინდოდა, დაგვენახა, თუ რა შეუძლიათ ნაკრების დონეზე. ამხანაგური თამაშის მიუხედავად, ბევრმა არ იცის, მე მაქვს ამის გამოცდილება, დიდება უფალს, ფეხბურთი მითამაშია და მარტო წიგნებით არ მისწავლია. პირველი ნაკრების თამაშს, რა დონისაც არ უნდა იყოს, თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, სხვა სისწრაფეები, თამაშის ტემპი და აზროვნებაა.
ამხანაგური თამაშის წინ ყოველთვის ეს არის პირველი ამოცანა, მაგრამ ვამბობ, ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული, ფეხბურთელების ჩათვლით. 3:0 დავმარცხდით. არანაირი უფლება არ გვაქვს, რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს, თამაში ასე წავაგოთ", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
დააწესეთ ნორმატივები და ვინც ტემპს ვერ უძლებს უკან გაუშვით.