"ჩემთვის მთავარია, ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, თავისთვის გამოიტანოს დასკვნები, როგორც ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს, ისე მან უნდა გააანალიზოს, თუ რა მოუვიდა "გენკში", რომ სხვაგან ეს შეცდომები აღარ გაიმეოროს.
მან ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან ახალგაზრდაა. ჭანტურიასაც ეს ვუთხარი, იმხელა
იგივე შემიძლია "ოქრიზე" ვთქვა. ბოლო შანსი აქვს ოქრიაშვილს. თუ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ფეხბურთელი შეიძლება დავკარგოთ. თვითონ უნდა გაიაზროს, რა შეცდომები მოუვიდა, თორემ თამაში რომ შეუძლია და ყველანაირი პირობა აქვს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ვიცით", - განაცხადა კახა ცხადაძემ.
ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული...