კახა ცხადაძე: ერთი ამხანაგური მარტში, ორიც მაისში...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ინტერვიუ მისცა "აპასპორტს". გთავაზობთ ამ ინტერვიუდან იმ ფრაგმენტებს, რომლებიც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს საინტერესო...

- როგორ მიდის საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- ყველაფერი წესრიგშია. კლუბსა და ნაკრებში მუშაობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ნაკრებში ყოველდღე არ მუშაობ. სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და ჩვენ უკვე ვემზადებით ამისთვის.

გვინდა, ახალ ციკლში კარგად ვითამაშოთ. მარტში ერთი ამხანაგური თამაში გვექნება, მაისში - ორი.

- კლუბის მერე, ალბათ, ნაკრების გაწვრთნა არ გიჭირთ...
- არ არის რთული. ყველასთან კარგი
ურთიერთობა მაქვს, არანაირი პრობლემა არ არის.

- როგორ აფასებთ "ინტერში" თქვენი მემკვიდრის, ზაურ სვანაძის მუშაობას?
- იმ სიძნელეების შემდეგ, რომლებსაც "ინტერი" შეეჯახა, ის შესანიშნავად მუშაობს. ზაურს ამისთვის მადლობა! ჩემი წასვლის შემდეგ "ინტერი" ძირითადის თითქმის ყველა მოთამაშემ დატოვა. ამის მიუხედავად, გუნდი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მივიდა.

ცუდი იქნება აზერბაიჯანის ჩემპიონატისა და ფეხბურთისთვის, თუ ის "ინტერს" დაკარგავს. საჭიროა ახალი ტრანსფერები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ არ არის გასტუმრებული ფეხბურთელების დავალიანებები. "ინტერი" არ უნდა დაეშვას იმ ადგილზე დაბლა, რომელიც მას აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბოლო 9 წლის განმავლობაში ეკავა.

- იცით თუ არა, რომ "ინტერის" საპატიო პრეზიდენტი ჯაჰანგირ გაჯიევი დააკავეს?
- ვიცი.

- დათანხმდება თუ არა ოდესმე კახა ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნებას და აქ მუშაობას?
- მე მიყვარს აზერბაიჯანი. იქ ბევრი ვისწავლე პროფესიონალიზმისა და ადამიანური ურთიერთობების მხრივ. ვფიქრობ, თავიც წარმოვაჩინე. ახლა მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და მაქვს კონკრეტული ამოცანა. "ინტერში" ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვისახავდი. ახლა თავი ეროვნულ გუნდში უნდა წარმოვაჩინო...

რაც შეეხება კვლავ აზერბაიჯანში მუშაობას, არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ერთი კი ვიცი, რომ აზერბაიჯანიდან სუფთა სინდისით წამოვედი... ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.

- როგორ მიდის თქვენი შვილის, ბაჩანას საქმეები?
- ბაჩანამ სეზონი ალბანურ "ფლამურტარიში" დაიწყო, მაგრამ ეს გუნდი ახლა ფინანსურ კრიზისშია. თითქმის 6 თვე ითამაშეს უხელფასოდ. მას იქიდან წამოსვლა უნდა.

- აქვს ბაჩანას შეთავაზება აზერბაიჯანიდან?
- არ ვიცი... სიმართლე გითხრათ, არ ვერევი მის საქმეებში. ის ზრდასრული ადამიანია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კარიერასთან დაკავშირებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორი მიდგომები აქვს ნაკრებში კახას, ამხანაგურები რაც შეიძლება მეტი უნდა ჩაატარონ და სწორი სელექცია უნდა აწარმოონ.იქნებ დაუძახონ ავთანდილ ებრალიძეს ეგეთი შემტევები ნაკრებს ძალიან გამოადგება.
bebeto
17:58 27-12-2015
0
ნუ აბოლებ ამ გაუბედურებულულ ხალხს
beso
10:21 12-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული