[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელ ფეხბურთელს იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდში თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერის, რენე ფერეირას მიწვევაზე ფიქრობს.

ცხადაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.

რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე
და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან, ლევან ზუხბაიასა და მიხეილ ხუციშვილთან ერთად.

ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფა-სთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი", - აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

22 წლის რენე ფერეირა თბილისის "დინამოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც "ზესტაფონიდან" გადავიდა. საქართველომდე ბრაზილიელი მცველი "გრემიოსა" (2011) და "კავასაკიში" (2012) თამაშობდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - A Brazilian may play for Georgian National Football Team

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 47 /
მე იმ კაცის რავთქვი,როცა გუნდს ვეღარ აყენებს და გამოსავალს უცხოელში ხედავს!რატომ ბაძავთ სხვა ქვეყნებს,რა გინდათ თქვით?!
უი
11 იანვარი 2016 13:18
0
ratom?-ს. ცენტრალური მცველები საქართველოს საკმარისად ყავს? კი აბა!!! კონა ათ შაურად ყრია. კარგით რა...
ბეგი
11 იანვარი 2016 13:13
0
განმარტებით ლექსიკონში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რას ნიშნავს სიტყვა – ეროვნება: „გამაერთიანებელი სახელი ერისა, ხალხისა და ტომისა; ეროვნული წარმომავლობა, წარმოშობა, გვარ-ტომობა“
ეროვნული ნაკრები
11 იანვარი 2016 12:52
0
რა საჭიროა?! ცენტრალური მცველები საქართველოს საკმარისად ყავს და არც არაფრით არ ჯობია ეს ბრაზილიელი ქართველებს !!
ratom?
11 იანვარი 2016 12:43
0
ჯობია წააგოთ, მაგრამ ქართველები გაზარდოთ და ათამაშოთ. საკმაოთაა ნიჭიერი ბავშვები
ქართველები
11 იანვარი 2016 12:28
0
უარყოფითად მიიგებს ხალხი მგონი. ისე უკეთესი ჯერ მართლა არავინ გვყავს.
ნუ
11 იანვარი 2016 12:27
0
მე, როგორც რიგით ქართველ გულშემატკივარს არ მინდა ვიხილო ნატურალიზებული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში. აქვე აღვნიშნავ რომ დისკრიმინაციას კანის ფერის გამო ადგილი არ აქვს! მნიშვნელობა არ აქვს შვედი იქნება, ნიგერიელი, თუ ბანგლადეშელი - საქართველოს ნაკრები არის ეროვნული ნაკრები, სადაც ქართველებმა უნდა ითამაშონ! არაქართული გვარის ფეხბურთელებს უთამაშიათ ნაკრებში სხვადასხვა დროს, მაგრამ ისინი სულით და გულით ქართველები, აქ დაბადებულები და გაზრდილები არიან! ლუკას ჰუფნაგელის მივიღეთ და მივესალმებით. ეს კი უკვე ზედმეტია!
გულშემატკივარი
11 იანვარი 2016 12:23
0

სიახლეები პოპულარული