კახა ცხადაძე: ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?!

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს. ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. მისი პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.

ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ...ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?! კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა...

მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
მკითხველის კომენტარები / 36 /
ცხადაძის გაშვება არ შეიძლება,გუნდმა ძლივს დაიცკო დალაგება
ალეკსანდრე
21 იანვარი 2016 11:13
0
ეს აქედანვე ულტიმატუმის ენით საუბრობს და მერე რას იზამს? შეუცვლელი არავინ არ არის და პრინციპულობას თუ დაიცავს ფედერაცია კარგი იქნება
იკა
21 იანვარი 2016 11:13
0
რას ქვია პატრონი მყავს საქარტველოს ნაკრები ხალხს ეკუტვნის დარა ერტეულებს ატყობ ვერ დებ სედეგს წადი კაცურად რად უნდა ბევრი ლაპარაკი სენზე ზლიერი მწრტვნელები იყვნენ გერმანელი არგენტინელი პრანგი ხომ არ დაგვიწყებიატ წავიდნენ არ უწუწუნიატ სანამ ბავსტა პეხბურტი არ იგნება უპასო არაპერი არ გვესველება ბევრი ტალანტი იკარგება უპულპბიტ გახადეტ უპასპ და აი ნახავტ რა ტაობა წამოვა
qutaisi
21 იანვარი 2016 11:03
0
ყველა პატრონს რომ ეფარება და მათი იმედით არის კარგად საქმე - ვიდრე ნებისმიერ სფეროში ღირსეული ხალხი, თავისით თავისი ნიჭით და ცოდნით არ დაიკავებს თანამდებობებს საქართველო სულ ამ დღეში იქნება ( მე უკვე მჯერა რომ ეს დრო არასოდეს დადგება და მღვრიე წყალი ყველას უნდა ფულის, პრემიების და დანამატების მისაღებად)
ირაკლი
21 იანვარი 2016 10:54
0
და ეს პატრონი ვინაა, ან რაში უნდა გამოიყენო?
+_)
21 იანვარი 2016 10:33
0
ეჭვი მაქვს ეს 25 პროცენტი მანამ ატკატში მიდიოდა.
კლიმენტი
21 იანვარი 2016 10:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული