"ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს, შედეგი კი ნულია"

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.

მინისტრმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მას ცხადაძის შემცვლელი ჰყავს შერჩეული, აბსურდი უწოდა და დასძინა, რომ კახას მიმართ მას პიროვნული პრობლემები არ აქვს და საუბარი მხოლოდ ფინანსებზეა.

"ის, რომ თითქოს სხვა მწვრთნელი მყავს შერჩეული, აბსურდული ბრალდებაა და კახასგან ძალიან მიკვირს. ძალიან ცუდია, რომ იმ ინსტიტუტებსაც კი არ სცემს პატივს,
რომელსაც თავად წარმოადგენს. მისი განცხადებით ჩანს, რომ ფედერაციის აღმასკომი სიტუაციას ვერ მართავს, ეს კი დადებითად ნამდვილად ვერ შეფასდება. ძალიან ცუდია ისიც, რომ ფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ურთიერთობები ასე საჯაროდ გამოდის. მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოეგვარებინათ ეს საკითხები.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა საზოგადოებამ სრულად გაიგოს ეს: პიროვნულად და პერსონალურად კახა ცხადაძისადმი არანაირი პრობლემა არ მაქვს. არ მაქვს პრობლემა არც მის კომპეტენციასთან, არც მის წარსულთან, არც როგორ პროფესიონალთან და რატომ გადააქვს კახას ეს ყველაფერი პიროვნულ კონტექსტში, არ მესმის.

მის მიერ დაანონსებულ იმ ორ წუთიან შეხვედრაზე, მე ცხადაძეს ჩემი პოზიცია პირდაპირ დავუფიქსირე. მე მას განვუმარტე, რომ საკითხი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მწვრთნელს ეხებოდა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი - საბოლოო სიტყვა ლევან კობიაშვილს და აღმასკომს ეთქმოდათ. მე მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა ეს საუბრებიც. 

პირველივე დღიდან, როცა მოვედი და როცა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ჯერ კიდევ ზვიად სიჭინავა იდგა, ფედერაციამ გადმოგვიგზავნა განაცხადი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებაზე. ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ 120,000-ს თვეში მწვრთნელს არ ავუნაზღაურებდით. ეს არ არის ბოლოდროინდელი მოვლენა - მაშინ არავის პროტესტი არ გამოუცხადებია.

ბოლო-ბოლო, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და შედეგი არის ნული, რაში ვხარჯოთ ფული? შედეგზე თუ იქნებიან მოტივირებულნი, უფრო მეტ გასამსჯელოს მიიღებენ და როცა ადამიანს შედეგის ეშინია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
აბა თუ გამოიცნობთ:დაიბადა ინგლისში,გაიზარდა ბრაზილიაში და მოკვდა საქართველოში...
sss
22 იანვარი 2016 10:21
0
მილიონები რო წაიღეს მეწილეებიც ჰყავდათ
lela
22 იანვარი 2016 10:15
0
აუ ,გამომივიდა ხეჩიკაშვილი და მისი ამფსონები ბიუჯეტის ფანები. დავაი რა! მთელი ვერხუშკა დანამატებით და ასი ათასებით რომ ძღება ის არაფერი?! მწვრთნელია და ხელფასი უნდა. აბა მადლობებზე იმუშაოს?!ჭყპყ გუნდებს რომ არაფერში უხდიან ფულს ის როგორ გავიგოთ? რა ახალი თავკაცები მოვიდნენ ფედერაციაში სულ არეული სიტუაციაა. სულ ვიღაცეებს დასდევენ,ებრძვიან და საქმე? ეს არის მთებს გადავაგორებთო?!ცხადაძის და ქეცბაიას შეცდომა ის არის რომ დათანხმდნენ საქართველოში მუშაობას.აქ წესრიგი და კანონი ევას პავაროტშია!!!!!!!!!!1!!
MARADONA
22 იანვარი 2016 10:14
0
განა მარტო სპორტია 0 ის ტოლი?
veli
22 იანვარი 2016 10:11
0
საქართველოში სპორტი=0
lela
22 იანვარი 2016 10:11
0
საქართველოს ფეხბურთი არის ფულის გათეთრების უებარი საშუალება
sss
22 იანვარი 2016 10:09
0
ბევრ ქვყანაში სპორტის სამინისტრო არ არსბობს. სპორტის სამინისტრო ბიუჯეტის ვირთხაა. ყველა სპორტის საერთაშორისო ფედერაცია კონტაქტს ამყარებს ადგილობრივი ქვეყნების სპორტულ ფედერაციებთან და არა სპორტის სამინისტროსთან. თუ ქვეყნის მთავრობას უნდა სპორტის რომელიმე სახეობის დაფინანსება - დააფინანსებს თუ არ უნდა დაფინანსება - არ დააფინანსბს,აქაც არაფერშუაშია სპორტის სამინისტრო.
დათო
22 იანვარი 2016 09:58
0
რათ უნდა ამდენი კამათი და ნერვების მოშლა .დაჯდნენ ფეხბურტის მესვეურები მაგიდასტან და ურტიერტ კომპრომისიტ მივიდნენ ოპტიმალურ შეთანხმებამდე
ალეკსანდრე
22 იანვარი 2016 09:52
0
ოე საღად მოაზროვნე, შენი საღი აზრი რბილად რომ ვთქვათ შენთვის დაიტოვე. სხვების სახელით საუბარიც არ არის სწორი. რა შედეგი დადე და მერე დაგიდგებით, კაცს კონტრაქტი აქვს და შეუსრულონ. რაც მეტი პატივი სცა მით მეტი დააჭირეს წიხლი, ასეთი უმადურობა აღარ გამიგია. 6 თვე სულაც უხელფასოდ იმუშავა და მეტი რა ქნას.
grisha
22 იანვარი 2016 09:47
0
მე მახსოვს უფასოდ ვიუმუშავებო ცხადაძემ - დღემდე მეგონა რომ ენთუზიაზმზე მოშაობდა: )))
oTari
22 იანვარი 2016 09:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული