"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მინისტრმა ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის, მერე მონაწილეობდა არაერთ თოქ-შოუში, მოგვიანებით კი "ლელოსაც" მისცა ინტერვიუ...

- ალბათ, ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს აურზაური უნდა ჩაცხრეს...
- დუღილის ტემპერატურა აწეულია და ჩემი აზრით, ის ასწია კახა ცხადაძის განცხადებებმა. შეთქმულების თეორიებით ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად. ალბათ, პროცენტებსა და ხელფასის დაკლებაზე ლაპარაკს ჯობია, კონკრეტული ციფრებით ვილაპარაკოთ... რატომღაც მას ჰქონდა ილუზია, რომ
შემეძლო, მისი ხელფასი გადამეხადა.

მინისტრად რომ მოვედი, მაშინვე გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ ამხელა ხელფასს სახელმწიფოსგან არ უნდა იღებდეს მწვრთნელი. მე ცხადაძეს არ ვებრძვი, მინდა სისტემა შევცვალო. როცა ეს განცხადება გავაკეთე, სხვა ხელმძღვანელობა იყო ფეხბურთის ფედერაციაში. მაშინ რა ვიცოდი, რა შედეგით მორჩებოდა არჩევნები? ჩემი საქმე არ არის მწვრთნელის დანიშვნა და არდანიშვნა.

- ამბობენ, სპორტის მინისტრს პიროვნულად არ აქვს კარგი დამოკიდებულება ცხადაძესთანო...
- კიდევ ერთხელ ვამბობ - პიროვნულად არაფერი მაქვს კახა ცხადაძის საწინააღმდეგო. პირიქით, მას ძალიან ვაფასებ. ნაკრებში ასეთი სიტუაცია იყო წლების განმავლობაში. სხვა შეიძლება პირში არ ამბობს სათქმელს, მე კი ეს სათქმელი პირდაპირ ვთქვი.

თუ ფეხბურთის ფედერაცია მოძებნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დასაფინანსებელ თანხას, გადაუხადოს მას ხელფასი, არ არის არანაირი პრობლემა. 10 წლის განმავლობაში დიდი თანხა დაიხარჯა ნაკრების მწვრთნელებში და შედეგი არ ჩანს. ამას მაშინაც ვამბობდი, სანამ მინისტრი გავხდებოდი. ეს ხომ სახელმწიფოს ფულია?!

- მაინც რა თანხაა ეს?
- ათეულ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთში არ ვართ შედეგზე ორიენტირებულები. სპორტის სხვა სახეობებშიც ასეა. ასე რომ, ნურავინ იტყვის, თითქოს ცხადაძეს ვებრძვი.

- ვიცით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წლიურად 7 მილიონ ლარს აძლევს. ამ თანხის მიზნობრიობას სახელმწიფო განსაზღვრავს?
- ეს სახელმწიფოს ფულია და, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებსაც სახელმწიფო განსაზღვრავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარების გარეშე იხდის მწვრთნელის ხელფასს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციას რეალურად დღეს სპორტის სამინისტრო მართავს. რამდენად დამოუკიდებელია დღეს ფეხბურთის ფედერაცია?
- ჩემი, როგორც მინისტრის ოცნებაა, რომ ყველა ფედერაცია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ვინც არ იცნობს ლევან კობიაშვილს, მხოლოდ ის იტყვის, ფეხბურთის ფედერაცია არ არის დამოუკიდებელი. სწორედ ფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის თაობაზე და ეს მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს.

- აღმასკომზე გკითხავთ. ბევრის აზრით, იქ ორი კლუბის კადრების სიჭარბეა...
- ეს აღმასკომი საფეხბურთო საზოგადოების არჩეულია. ისინი თავიანთ კლუბებში თუ სხვაგან წარმატებულები იყვნენ. ასე ყველაფერს შეიძლება კუდი გამოაბა.

- ხომ არ არევს ნაკრებში სიტუაციას ცხადაძის შესაძლო წასვლა?
- მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ მის კომპეტენციას, პირად თვისებებს, ღირსებას... სპორტის მინისტრი მწვრთნელის საკითხთან რა შუაშია?! დიდი იმედი მაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და ფეხბურთელები მშვიდად გააგრძელებენ მომზადებას შესარჩევი ციკლისთვის. ვინ თქვა, რომ ცხადაძე ჩემი მტერია? აბსურდია!

ხალხს მიაქვს ფული ქართული ფეხბურთიდან და მე ეს ფული მომქონდა. შესაბამისად, ჩემთვის სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთის ბედი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ეს არის რთული გზა.

- როდის ამოქმედდება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა?
- შეიქმნა "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი". ჩვენ ახლა ველოდებით ფედერაციის პრიორიტეტებს.

- ფაქტია, რომ კლუბების დაფინანსებას აზრი ეკარგება, თუ ქართული ფეხბურთი არ გაიწმინდა...
- საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ. წლების განმავლობაში ვინც არასწორად იყო მიჩვეული ცხოვრებას და მუშაობას ფეხბურთში, ის განაწყენდება ამ რეფორმებით. მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის. მზად ვარ და ვიცი, რომ შეიძლება ლაფიც მესროლონ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, გულშემატკივარი დარჩეს კმაყოფილი.

- ბოლოს, კერძო კლუბებზეც გვითხარით...
- ფონდის დაფინანსებისას კერძო კლუბებს ექნებათ გარკვეული პრიორიტეტი. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სახელმწიფო კლუბები კერძო კლუბებად გარდაიქმნან. ჩვენ ქართულ ფეხბურთში უნდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ ის ინვესტორები, რომლებიც წასულები არიან დროებით, არამედ ახლებიც უნდა მოვიზიდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
მთავრობის და ფეხბურთის ფედრაციის შედარება მითუმეტეს სახელმწიფო ინსტიტუტების სრული აფსურდი და დემაგოგია ფეხბურთის ფედრაცია დამოუკიდებელი ერთეულია და არა ხალხის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ფიფასა და უეფას წესდებით და აქვს ავტონომიური დაფინანსება.
qutaiseli
22 იანვარი 2016 13:56
0
მთავრობის და ფეხბურთის ფედრაციის შედარება მითუმეტეს სახელმწიფო ინსტიტუტების სრული აფსურდი და დემაგოგია ფეხბურთის ფედრაცია დამოუკიდებელი ერთეულია და არა ხალხის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ ფიფასა და უეფას წესდებით და აქვს ავტონომიური დაფინანსება.
qutaiseli
22 იანვარი 2016 13:56
0
შენც მაგ პრინციპით დაინიშნე ხელფასი მინისტრო და ფედერაციაშიც შესთავაზე, თუ მარტო დებს მწვრთნელი შედეგს? ისე მთელი მთავრობა გადავიყვანოთ მაგ სისტემაზე და შევაჯამოთ თქვენი შედეგები. კობისაც რომ სახელს უფუჭებ ხვდები ისე ტარიელ?
ალეკო
22 იანვარი 2016 13:43
0
გარდაქმნები გარდაუვალია და ვეთანხმები ერთ ჭეშმარიტებას ხელფასი უნდა ქონდეს ნაკრების მწვრთნელს ამ გუნდის დონის შესაფერისი მორჩა და გათავდა და ვისაც ეს არ მოწონს ცივი წყალი დალიოს კობიაშვილი თუ ამ გზას გადაუხვევს და ფეხბურთის ფედაციასი შექმნილ ფინანსურ ბარდაგს წერტილს არ დაუსვამს ის სიჭინავას ბედს გაიზიარებს.
qutaiseli
22 იანვარი 2016 13:42
0
მართლა არ მესმის საიდან ამხელა ამბიცია ცხადაძეს?! რატომ არ ეყოფა თვეში 15 000 ლარი?! ეგეც ეხლა პელეს მარადონას და მესის არ "აწარმოებდეს" არავინ არ ფიქრდებით რომ ესეთ გაჭირვებულ ქვეყანაში 10 თამაშის წაგების გამო მწვრთნელს ასიათასობით ხელფასი ჩვენი ჯიბეებიდან არ უნდა მიქონდეს სახში ყოველთვიურად?!
Anzori
22 იანვარი 2016 13:35
0
სამინისტრო ნაწილობრივ მაინც ჩაერევა ფედერაციის საქმიანობაში, რადგან გარკვეულწილად ის აფინანსებს. თუმცა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა მთლიანად ფედერაციის პრეროგატივა უნდა იყოს.
ფეხბურთის ფედერაცია ყველაზე მდიდარია დანარჩენ ფედერაციებს შორის. მათ ფიფა აფინანსებს და ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე სპორტის ყველა სახეობას ერთად. ამაზე თუნდაც მათი ოფისი და იქ გაჩერებული ძვირადღირებული მანქანები მეტყველებს. შედეგს კი მინიმალურსაც ვერ აღწევენ. კალათბურთთან შედარებით ხომ საერთოდ, ფეხბურთის დონე ბევრად დაბალია. ჰოდა, ისეთ სახეობებს მიხედეთ, სადაც წარმატებებს ვაღწევთ, კალათბურთი, რაგბი. აგერ, წყალბურთელებიც რაღაც შედეგს აღწევენ. ყველაზე მეტად მაინც კალათბურთი, რადგან მსოფლიოში გავრცელებული მასიური სპორტია, თანაც ყველაზე მეტად კომერციული. ანუ, იქ ჩადებული ფული უკან დიდი მოგებით დაბრუნდება.
თენგო
22 იანვარი 2016 13:27
0
ნუ შექმენით ცხადაძისგან ბილარდო აზერების ჩემპიონატს რა უთხარი ამხელა ხელფასი არაფერში ესაა პატრიოტიზმზე თავის დადება
smert
22 იანვარი 2016 13:14
0
ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სახელმწიფო კლუბები კერძო კლუბებად გარდაიქმნან"...

ჟურნალისტებო!როგორ გახდეს კლუბი მომგებიან ამ თემაზე რატომ არ გიყვართ წერა?
გუჯა კახაძე
22 იანვარი 2016 12:37
0
მე მომხრე ვიყავი ფედერაციის პრეზიდენტად კობიაშვილის მოსვლისა, რადგან მჯეროდა რომ პატიოსნად ჩადგებოდა ქართული ფეხბურთის სამსახურში,რაშიც უკვე ეჭვი შემეპარა.ხეჩიკაშვილების და მისნაირების კი დიდი ხანია აღარ მჯერა.ცხადაძე უნდათ გაუყოლონ სიჭინავას კვალს,რაც დიდი უსამართლობაა.ვეკითხები ფეხბურთის გულშემატკივრებს და ზოგადად ქართველ ხალხს, როდემდე უნდა გვაყარონ თვალში ნაცარი და გვ...ან თავზე,როდის დადგება ხმის ამოღების დრო თუ ის უკვე დამდგარი არ არის?
Beso
22 იანვარი 2016 12:25
0
ჩემის აზრით, თუ ცხადაძე წავიდა და გეგუჩაძე დაინიშნა, მაშინ ამ მინისტრის მტკიცება, რომ ფედერაციის საქმიანობაში არ ერევა, აბსურდად დარჩება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გეგუჩაძეს 1500 ლარიც რომ მისცე ხელფასი, თანახმა იქნება. ცხადაძე კი სხვა დონეა. ხომ არ იცით, სად აქვს ნამუშევარი (ფეხბურთის თამასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია)გეგუჩაძეს საქართველოს გარდა? თბილისი, ზესტაფონი, ქუთაისი. აი ეს არის მისი მოქმედების არიალი. ჯერ საქართველოს ჩემპიონატი რა ვთქვი და მერე იქ წარმატებული მწვრთნელის დონე.
bagrat
22 იანვარი 2016 12:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული