"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.


"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა, რასაც ვთავაზობთ.

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები არის ფედერაციის მმართველობას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის დიალოგის თემა. თუმცა მან სხვა ფორმატით აირჩია საუბარი.

როგორც იცით, მე არ ვიმყოფები საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი
ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებისთანავე გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ მას.

მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და დეტალურად ვისაუბრო ნაკრებების მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების იმ სისტემაზე, რასაც ვნერგავთ", - აქვეყნებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ მინსკში, სადაც "განვითარების თასის" ფარგლებში გასამართ შეხვედრას დაესწრნენ. დღეს კი, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ნიონში, უეფას სათავო ოფისში შეხვედრებს მართავენ.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ხელფასიც გასაჯაროვდა!!!
Xorxe
22 იანვარი 2016 23:00
0
აქ რეალურად სამი მხარეა. ამიტომ კომპრომისი უნდა იყოს სამმხრივი.
tngh
22 იანვარი 2016 21:01
0
იგივე ხალხი, რომელიც წინააღმდეგია ახლა ნაკრების მწვრთნელს 'კაპიკები დაუთვალოს' ქეცბაიას დროს სულ მის ხელფასზე ლაპარაკობდა. არა და ისიც არ იციან ზუსტად ან ის რამდენს იღებდა, ან ცხადაძე რას იღებს. გასაჯაროვდეს ხელფასი!!
odala
22 იანვარი 2016 20:41
0
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვირს რა დაინახეთ უცნაური მწვრთნელის ამ ხელფასში? გაიხედეტ რა ხდება ნებისმიერ ქვეყანაში რა ხელფასებია... თქვენ გგონიათ იქ მინისტრებს მეტი ხელფასი აქვთ ვიდრე მწვრთნელებს? რომ ითხოვთ დონეს და შედეგს ხელფასი თუ არ იქნება შესაბამისი და მოტივაცია არც შედეგი იქნება მგონი ჩახედული ხართ ფეხბურთში და იცით რა ხელფასებია სხვა ქვეყნებში... და თუ ქვეყნის დონიდან გამომდინარე გიკვირთ მასჰინ საერთოდ ფეხბურთი არ გვცჰირდება ხალხს ისე უჭირს... ყველა კლუბი სახელმწიფოდან ფიNანსდება თითქმის და გავაუქმოთ და ხალხს დავეხმაროთ მოგეწონებათ ეს? რაღაც არ მესმის თქვენი მსჯელობის ვერ ჩავწვდი აზრს რატომ უნდა დაიკლოს ხელფასი... კობიც გახდა ოცნების მარიონეტი მეგონა დადგებოდა ცოტა მაგრად მაგრამ ყველას მაგრად კიდია პატრიოტიზმი ყველა ტავის ერთ ადგილს უფრთხილდება...
xevsura
22 იანვარი 2016 20:30
0
აცალეთ ამ კაცს მუშაობა რა..ვიგაც უცხოელი მწვრთნელები რო ჩამოგყავდათ და ფულით ამოუტენეთ ჯიბეები ხო დადეს შეედეგი რას ამბბობ
tornike
22 იანვარი 2016 20:27
0
მგონია ახლა ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იქნება ფეხბურთის ფედერაციისგან,ჯობია ფეხბურთის მომავლისთვისრაღაც კომპრომისზე შეჯერდნენ!!!...

Unknown
22 იანვარი 2016 20:02
0
ცხადაძის გაშვება და ამ გუნდის დაშლა (საფეხბურთო) სამშობლოს ღალატია ჩემი აზრით. ეს აუცილებლად მოლაპარაკების საფუძველზე დადებითად უნდა გადაწყდეს. ხეჩიკაშვილ, კობიაშვილ, ცხადაძემ სამივემ უნდა გაითვალისწინოს ქართველი გულშემატკივარის მდგომარეობა, როცა რაღაცა სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოში ყველამ უნდა რაღაცაზე დაიხიოს უკან და ორი თხის ამბავი, ხიდზე რო შეხვდებიან არ უნდა დაუშვან. თორე ისტორიაში ჩაიწერება თქვენი სახელები როგორც ფეხბურთის და ქართველი გულშემატკივრების წინაშე დიდი მოღალატეები
კახაბერი
22 იანვარი 2016 18:52
0
თქვე დალოცვილებო რაც ამ ქვეყანაში მთავრობებს ფული აქვთ გამოწოვილი ქართველი ხალხისთვის და დედა აქვთ ნატირები ეს რაღაც კაპიკები იქნება იმასთან შედარებით. მითუმეტეს მარტო სწოვდნენ ხალხს და სამაგიეროს არაფერს უბრუნებდნენ ცოცხებისა და დუბინკების გარდა დს აწ მაინც ვიცით რო ეს ცხადაძე ქვეყანას და ნაკრებს ემსახურება და ძალიან კარგადაც. და ცხადაძესაც მინდა ვთხოვო რო უამრავ ოჯახს კახას ვენაცვალე შემოსავალი ყველაზე კარგ ვარიანტში აქვს 600 ლარი და ყველაზე ცუდი კიდე მშიერია ოჯახები და 150 ლარიც კი ყოფნით. გამოუმუშავდათ.და ეს ხალხი არიან დღევანდელი საქართველოს გმირები. ამათ ვენაცვალე. მალე ფეხზე დადგება ერი
კახაბერი
22 იანვარი 2016 18:51
0
giqla -ს
იაფფასიანი მოსაზრება თუა, რატომ იზიარებთ ამ მოსაზრებას - მეც ეგ დავწერე, დაკონტაქტებოდა ცხადაძე კობიაშვილს, ტელევიზორიდან რომ დაუწყო ლაპარაკი.
ნიკკ
22 იანვარი 2016 18:45
0
გამოვდივარ ინიციატივით კვირიკაშვილთან შევიდეს პეტიცია სპორტის და კონკრეტულად ფეხბურთის გულშემატკივრების ხელმოწერებით - სპორტის მინისტრის გადაყენების თაობაზე. მარტო მენეჯერული კუთხით და ბიუჯეტის თანხების დაზოგვის მანიით შეპყრობილი მინისტრი კი არა სპორტსმენების შრომის დამნახავი მინისტრი გვჭირდება. ვისთვისაც თითოეული ოფლის წვეთი ფასეულია.
ხერხე
22 იანვარი 2016 18:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული