"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.


"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა, რასაც ვთავაზობთ.

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები არის ფედერაციის მმართველობას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის დიალოგის თემა. თუმცა მან სხვა ფორმატით აირჩია საუბარი.

როგორც იცით, მე არ ვიმყოფები საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი
ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებისთანავე გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ მას.

მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და დეტალურად ვისაუბრო ნაკრებების მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების იმ სისტემაზე, რასაც ვნერგავთ", - აქვეყნებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ მინსკში, სადაც "განვითარების თასის" ფარგლებში გასამართ შეხვედრას დაესწრნენ. დღეს კი, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ნიონში, უეფას სათავო ოფისში შეხვედრებს მართავენ.
მკითხველის კომენტარები / 40 /
რა სამწუხაროა კომუნიკაციის საკითხები თუ არ დარეგულირდა წინააღმდეგობით საქმე არ გაკეთდება, "ძალა ერთობაშია".
სამწუხაროდ არც კობისგან გამოვა რამე სახეირო
Davit
22 იანვარი 2016 18:44
0
6 თვე რატომ იმუშავა უფასოდ? ვერ გავიგე? თუ გაითვალისწინა საქართველოს ეკონომიკის რეალური მდგომარეობა, ფეხბურთის ფედერაციის უსახსრობა, თუ გული შესტკივა, თუ უნდა რომ მისმა სამშობლომ თავი გამოიჩინოს მსოფლიო ფეხბურთში, თუ უნდა ამასთან დაკავშირებით სახელი მოიხვეჭოს როგორც მწვრთნელმა, მაშინ დასჯერდეს მინისტრის ხელფასზე 2 ჯერ მეტ ხელფას, სამჯერ მეტს... რა ამბავია 100 000 ლარი?!! თუნდაც 50 ათასი?!!!
არჩილ ხოფერია
22 იანვარი 2016 18:31
0
კობი კარგი კაცია, მაგრამ როგორც ვატყობ სუსტი მენეჯერი გამოდის.
lile
22 იანვარი 2016 18:25
0
მე მგონი, კახამ მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა 6 თვე უხელფასოდ იმუშავა. დაუფასა ვინმემ! მეტი არ იქნა ჩვენი მტერი. კობისაგან უფრე მეტ ინდუვიდუალიზმს ველოდი და ველოდები ჯერ კიდევ. კობი, სულ ნუ დაემორჩილები სამინისტროს, მიუხედავად იმისა, თუ რ თანხით დააფინანსებს ფედერაციას.
kako
22 იანვარი 2016 18:24
0
საუბარი იმაზე რომ ნაკრებს მომზადებაში ხელი შეეშლება ცხადაძის ხელფასის გამო უადგილო მგონია რადგან ყველა მეტნაკლებად ფეხბურთში ჩახედულმა კაცმა კარგად იცის რომ ამ ნაკრებს არავითარი გასვლის შანსი არააქვს თუარა აგერ მედა აგერ ეს ნაკრები ეგ რეალობაა და ამ ნაკრებს მინიმუმ ხუთი წელი მაინც ჭირდება რომ რაღაცას დაემსგავსოს. ვიმეორებ რაღაცას დაემსგავსოს და არა სადმე გავიდეს.ისე ეს ყველამ თავიდანვე იცის მაგრამ ამაზე შედეგის შემდეგ იციან ხოლმე აურზაურის ატეხვა აი მაშვინ კი მოხვდება ცხადაძეს საყვედურები თან იმ ხალხის მხრიდან უმეტესად ვინც დღეს მას იცავს სამწუხაროდ. ეს ყოველთვის ჩვენთან ესე ხდება ჩხუბის მერე კი მუშტებს არიქნევენ როგორც ცნობილია. არადა სწორედ მაშვინ უნდა მწვრთნელს გვერდში დგომა და არა მილიონიანი ხელფასის მხარდაჭერის დროს.მთავრობის სწევრებს ცნობისთვუის 25 დან 30 ათას ლარამდე აქვთ ხელფასი და რაც თავი მახსოვს ხალხი სულ იმას აყვედრის მათრო არაფერში ფულს იღებენ ასე რო არაფერში ფული არავის არუნდა მიცე განსაკუთრებით კი მილიონები.
quTaiseli
22 იანვარი 2016 17:53
0
ვარაუდები და ზოგადი საუბრები რა საჭიროა?

დაუშვით გამონაკლისი და ცხადაძეს უკეთესი პირობები შესთავაზეთ ვიდრე ახალი სისტემა ითვალისწინებს. კახამაც მოძებნოს ოპტიმალური ვარიანტი და ცოტა კიდევ შეიმციროს ხელფასი.

ასეთი ადვილი ჯგუფი არასოდეს გვყოლია და იქნებ მეორე ადგილზე გეფიქრათ და შეთანხმებულად გემუშავათ? ქართველი გულშემატკივრები ამას ნამდვილად ვიმსახურებთ!
გუჯა კახაძე
22 იანვარი 2016 17:45
0
ლევან სამწუხარო ისარის,რომ ცხადაძეს ნელნელა წყალს უყენებთ,არადა გულშემატკივარს შენი დიდი იმედი გვქონდა და გთხოვთ ამ კაცსს აცალეთ და ნუ გადააყოლეთ ამ სახელფასო სისტემას,თორემ კარსმომდგარი შესარჩევზე მომზადება ჩავარდება....................
Nukri
22 იანვარი 2016 17:31
0
კაცმა 6 თვე რო უხლფასოდ იმუშავა იმაზე არ პიქრობეენ? დიდი ამბავი წერაკიტხვის უცოდინრები რო იგებენ ამ პრემიებს მთავრობაში და აგარ იციან როგორ გაიბღინძონ ის სახელმწიფო ფული არააა? 100 პროცენტით მართალია ცხადაძე, მაშინ თუარ გაწყობთ ცხადაძე მე დამიძახეთ და ვიმუშავებ 3000 ლარად თვეში: ძაან იაფი დაგიჯდებათ .მეტი რაღა ვთქვა, ეხ კობი კობი, რა კაცი იყავი, და რა გიქნეს ეს ჰაა? მარა პრინციპშე ესე რო გარდაიქმნებოდი პრეზიდენტობის შემთხვევაში თითქმის ყველამ ვიცოდით.ვაფშე უხელფასოდ ამუშავეთ და მერე ტუ გავედით მესამეზე შაურმაზე დაპატიჟეთ.ვაი თქვენს პატრონს,მარა თქვენ რაა ჩვენმა პატრონმა იდარდოს თორე თქვენ კი ხართ კარგათ.
qartveli
22 იანვარი 2016 17:30
0
ნიკკ-ს ვეთანხმაბი!
არჩილ ხოფერია
22 იანვარი 2016 17:14
0
ისე ეს სპორტის მინისტრი რა საჭიროა ხვდება ვინმე?ეგ სამინისტრო რომ გააუქმონ და მაგათი ხელფასები ცოტა აზრიანად გამოიყენონ არა?
solo
22 იანვარი 2016 17:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული