"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.


"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა, რასაც ვთავაზობთ.

ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები არის ფედერაციის მმართველობას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის დიალოგის თემა. თუმცა მან სხვა ფორმატით აირჩია საუბარი.

როგორც იცით, მე არ ვიმყოფები საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი
ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებისთანავე გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ მას.

მზად ვარ, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და დეტალურად ვისაუბრო ნაკრებების მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების იმ სისტემაზე, რასაც ვნერგავთ", - აქვეყნებს ლევან კობიაშვილის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური საიტი.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ მინსკში, სადაც "განვითარების თასის" ფარგლებში გასამართ შეხვედრას დაესწრნენ. დღეს კი, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ნიონში, უეფას სათავო ოფისში შეხვედრებს მართავენ.
მკითხველის კომენტარები / 40 /
მინისტრები ირიგებენ მაქსიმუმ 30 ათსს ეს 120 ათასი რას ნიშნავს აგვიხსნას ცხზდაძემ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ყველა შოკშია ალბათ ცხადაძეს არ აწყობდა ამ თანხის გაჟღერება ეს კატასტროფაა
გაბო
22 იანვარი 2016 16:19
0
ეს ახლა მაგრად დაბოღმილია, მას რომ არ ათამაშებდა ქეცბაია და ფეხბურთელები, რომ მაშინ მას გვერდით არ დაუდგნენ. ახლა იმ მწვრთნელს, რომელსაც ფეხბურთელების ესმის უნდა მოხსნას.
პ.ს. მაგრამ ვერ ხვდება, რომ მის ამ ქმედებას მთლიანად ნაკრები შეიძლება გადაყვეს.
კობიაშვილს
22 იანვარი 2016 16:13
0
მინისტრები ირიგებენ მაქსიმუმ 30 ათსს ეს 120 ათასი რას ნიშნავს აგვიხსნას ცხზდაძემ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ყველა შოკშია ალბათ ცხადაძეს არ აწყობდა ამ თანხის გაჟღერება ეს კატასტროფაა
გაბო
22 იანვარი 2016 16:08
0
თქვე დალოცვილებო რაც ამ ქვეყანაში მთავრობებს ფული აქვთ გამოწოვილი ქართველი ხალხისთვის და დედა აქვთ ნატირები ეს რაღაც კაპიკები იქნება იმასთან შედარებით. მითუმეტეს მარტო სწოვდნენ ხალხს და სამაგიეროს არაფერს უბრუნებდნენ ცოცხებისა და დუბინკების გარდა დს აწ მაინც ვიცით რო ეს ცხადაძე ქვეყანას და ნაკრებს ემსახურება და ძალიან კარგადაც. და ცხადაძესაც მინდა ვთხოვო რო უამრავ ოჯახს კახას ვენაცვალე შემოსავალი ყველაზე კარგ ვარიანტში აქვს 600 ლარი და ყველაზე ცუდი კიდე მშიერია ოჯახები და 150 ლარიც კი ყოფნით. გამოუმუშავდათ.და ეს ხალხი არიან დღევანდელი საქართველოს გმირები. ამათ ვენაცვალე. მალე ფეხზე დადგება ერი
კახაბერი
22 იანვარი 2016 16:04
0
თქვენ ხომ არ უბერავთ? ახლა მოგინდათ ექსპერიმენტები და სახელფასო სისტემის შეცვლა როცა მწვრთნელი დანიშნულია, კონტერაქტი გაფორმებულია, შედარებით ნორმალური ჯგუფი შეგვხვდა და ნაკრებიც რაღაცას დაემსგავსა? შედეგი გვექნება ფანტასტიური: წავა მწვრთნელი, ნაკრები აირევა, ვერაფერ შედეგსაც ვერ დავდებთ და ეს შესარჩევიც გვერდძე ჩაგვივლის. დაჯექით მერე შენ და ის ძალად მინისტრი და დაზოგილი თანხა ითვალეთ, თან კარგი სიღერაც შემოსძახეთ, საზეიმო ნღდად გექნებათ, თამაშს რომ ვერ მოიგებს ნაკრები საბონუსეც არაფერი ექნებათ. ასე გინდა ლევან შენ სოფლის აშენება? შენი დიდი იმედი მქონდა ჯერ არ გამიკარგავს. ნუ დაატათ ქარს რაც სიმწრით მოუყარა თავი ცხადაძემ.
grisha
22 იანვარი 2016 15:55
0
ნიკკ-ს. ძალიან იაფფასიანი მოსაზრება შემოგვთავაზე. რა შუაშია კობის აქ ყოფნა-არყოფნა. კომუნიკაციების ყველა პირობა არსებობს და ერთმანეთთან დაკავშირება პრობლემა არაა. შენ რა მე-18საუკუნეში ცხოვრობ, თუ რაშია საქმე?
giqla
22 იანვარი 2016 15:52
0
ეს საჯარო დიალოგები რაღაა, დასხდნენ და პირისპირ ილაპარაკონ. ფედერაციის პრეზიდენტი რომ ქვეყანაში არაა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასეთ განცახდებას აკეთებს, ცოტა ტეხავს.
რეზი
22 იანვარი 2016 15:49
0
ცხადაძის გაშვება და ამ გუნდის დაშლა (საფეხბურთო) სამშობლოს ღალატია ჩემი აზრით. ეს აუცილებლად მოლაპარაკების საფუძველზე დადებითად უნდა გადაწყდეს. ხეჩიკაშვილ, კობიაშვილ, ცხადაძემ სამივემ უნდა გაითვალისწინოს ქართველი გულშემატკივარის მდგომარეობა, როცა რაღაცა სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოში ყველამ უნდა რაღაცაზე დაიხიოს უკან და ორი თხის ამბავი, ხიდზე რო შეხვდებიან არ უნდა დაუშვან. თორე ისტორიაში ჩაიწერება თქვენი სახელები როგორც ფეხბურთის და ქართველი გულშემატკივრების წინაშე დიდი მოღალატეები.
კახაბერი
22 იანვარი 2016 15:43
0
შენ რა საპრეზიდენტო კაცი ხარ .... კაცმა დაალაგა ნაკრებში საქმე დაინახეთ და გინდათ ხელახლა არიოთ. მინისტრები და ჩინოვნიკები რო იგებენ ამდენ პრემიებსა და დანამატებს რატომ ხმას არ იგებთ
gaga
22 იანვარი 2016 15:43
0
ისეთი ჭთაბეჭდილება მრჩება, რომ ცხადაძემ კობის არყოფნით ისარგებლა. დალოდებოდა და რომ ჩამოვიდოდა მერე გაეკეთებინა განცხადება, რომ იმასაც შეძლებოდა პასუხის გაცემა, რა საჩქარო იყო ასე გამოსვლა.
ნიკკ
22 იანვარი 2016 15:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული