ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
სადაა ჩემი კომენტარიიი
Emzar
24 იანვარი 2016 21:57
0
ეჰ მიჩVეუდლები არიან უკვე Dიდ ხელფასს ბიჯები Dა აბა რა Iქნება ,რა ენაგვლებოდათ ადრე ათს თუ მიიტანდა 3 უკან უნდა Mიეცა და ახლა სხვანაირად რომ MოსთXოვეს იმიტომ აგარ Aწყოფდათ
Emzar
24 იანვარი 2016 21:54
0
სად იკარგება ჩემი კომენტარები???????????
თენგიზი
24 იანვარი 2016 21:05
0
არგენტინის ნაკრების მწვთვნელს ნახევარი მილიონი ჰქონდა წელიწადში.არადა გუნდი მსოფლიოზე ფინალში გაიყვანა
ბუზალა
24 იანვარი 2016 19:09
0
მწვრტნელები ამუშავეთ შედეგზე რა უბედურებაა ამხელა ხელფასი ხალხო რას აკეტებს რაგაცა გააკეტა მაგრამ ამხელა ხელფასი რა უბედურებაა რომელი მწვრტნელი იმსახურებს საქართველოში ხელფასს არ გრცხვენიათ რომელ ნაკრებშია იდიალური შედეგი არცერთი არარტის ხელფასისი გირსი მესამე ადგილზე დაბლა ვინც გავა არცერტს ხელფასი არ მიცეთ რაში ყრით ფულებს
gio
24 იანვარი 2016 18:39
0
ყველაზე სამარცხვინო ფეხბურთის გუნდი გვყავს. რაში უხდიან ამხელა ხელფასებს
lela
24 იანვარი 2016 18:33
0
30 ათასზე კინაღამ გადატრიალება მოაწყო ხალხმა მინისტრებს ამდენი როგორო ცხადაძე ვისაც მოგწონთ შეუგროვეთ 120 ათასი თვეში და უხადეთ
truxa
24 იანვარი 2016 13:03
0
სულ მწირე აგ ავიგოტ 3 ტვე დეკემბერ-იანვარი-ტებერვალი 360 000 რასჰი???? და ეგეტი უქმე ტვეები აქვს ნახევარზე მეტი ..წელიწადსჰი მილიონნახევარი რომ უნდა რა 750 ატასი ან მილიონი არ კოფნის ...და ტუ გამოვიტვლიტ 365 დგიდან მუსჰაობა უწევს დიდი-დიდი 50 დგე 10ტამასჰი გამრავლებული 5 დგიან სჰეკრებებზე...ტუ იმასაც სამუსჰაოს ედზახის ცვენს ხარდჯზე სადმე ცჰასვლას და ტამასჰის ნახვას ნუ რასაც დაკვირვება ქვია...ეგ ყველას სეგვიდზლია და არანაკლებ სხვაზე...ასე რომ ნაგდ ვაჯკაცპატიოსან ჯიგარ ქარტველ მწვრტნელს ისეროგორც ფეხბურტელს არ ადზლავენ რამეს არც ტვიონ უნდა ტხოულობდეს რამეს მიტუმეტეს ესტონეტტან და პოლონეტტან უსჰანსოდ აგებ 0:3და 0:4-ს რასჰი რო ფული ეგ ყველას უფასოდაც სჰეგვიდზლია ............
auee
24 იანვარი 2016 13:02
0
სამწუხაროა ცხადაძის ასეთი საქციელი...
ნაცარქექია
24 იანვარი 2016 12:31
0
არა დაპირისპირებას, ჭკვიანი ხალხი მუდამ გამოძებნის შუალედურ გამოსავალს საქმის სასარგებლოდ.
gaiozi 1955
24 იანვარი 2016 12:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული