ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
იქნებ არ ღირს გამუდმებით „საქართველოს მთელი საფეხბურთო სისტემა ჯერ უნდა დაინგრეს, შემდეგ თავიდან აშენდეს...მიდი კობი, რაც გასაკეთებელია, გააკეთე! “ მუდამ დანგრევა და თავიდან დაწყება, მით უმეტეს „საქართველოს მთელი საფეხბურთო სისტემა“-ს საძირკველი ისეთმა კაცმა ჩაუყარა, რომელსაც არც პატრიოტიზმი დაეწუნებოდა არც პროფესიონალიზმი. თუ ჩვენ გვინდა ავიდეთ დიდ სიმაღლეზე, მაშინ უნდა ვისწავლოთ წინამორბედის მიერ მიღწეული საფეხურიდან საქმის გაგრძელება სათანადო კორექტირების შეტანით, თუ ეს უკანასკნელი საჭიროა. მუშაობაში მეტ-ნაკლები შუქ-ჩრდილები ყველას ჰქონდა და მომავალშიც ექნებათ.
gio-ს
11:38 25-01-2016
0
ეს ძველი ჩამყაყებული სისტემა უნდა დაინგრეს, მხარი დაუჭიროთ კობის.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული