ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
რა ყველა თავს გვამდლის ნიჟარაძემ მე თუ წავალ რაგბი დაიქცევა ამან ფეხბურთი არ იქნებაო სირცხვილია ცხადაძეე ქართველებს რა გვიკვირს მარა წადი რა ბაქოდან რამდენი ლიმონი წამოიღე აქ ბანკის ვალებზე ლაპარაკობ ერთი ჩემი მეზობელივით
goka
24 იანვარი 2016 09:17
0
ილია, ცხადაძე ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქიდან საიდანაც მაგალითად ქვეყნის პრეზიდენტი, მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები და ა.შ მათი ხელფასების რაოდენობა საჯაროა და ასეც უნდა იყოს. არ მესმის რატომ არ უნდა იყოს ცხადაძის ხელფასის ოდენობა საჯაროდ ცნობილი. უნდა თუ არა ეს მას არ აქვს მნიშვნელობა. ის ხომ უნდა რო ბიუჯეტიდან თვეში 100 000 ლარი აიღოს.ქვეყნის ბიუჯეტს ვავსებთ მოქალაქეები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვის რამდენად ვქირაობთ. კონფედენციალურობა მაშინ მოითხოვოს როცა კერძო პირი გადაუხდის ხელფასს ჯიბიდან! ეს ქვეყნის ბიუჯეტია!!! კაცური ამბავი აქ არაფერ შუაშია.
ilias
24 იანვარი 2016 04:35
0
ცხადაძეს ფული უკვარს თუ ფუფუნება მაგას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია შედეგი დადოს მიიგოს რაც ეკუთვნის
lova
24 იანვარი 2016 02:22
0
კობი "ლ",კალა,ეს ხეშიკაშვილი, კაით რა ესეც ხო არ შეიძლება ტო. როდემდე ?
თემო
24 იანვარი 2016 01:05
0
კობიმ კაცურად დაიწყო და გააგრძელა ჩვეულებრივად ნაცების ტრადიციებში. თუ არ გჯერა ვინც არიგებს იმ მინისტრს და ვიცე პრემიერს კითხე - რა მნიშვნელობა აქვს ვანო ერქმევა თუ კახა
13 წლის დავით
24 იანვარი 2016 00:42
0
ცხადაძემ თავიდან ისე დაიწყო ლაპარაკი, გეგონებოდა კაპიკს არ აიღებდა ზედმეტს სანამ შედეგს არ დადებდა...
დავით 13
24 იანვარი 2016 00:02
0
კობი, მაგარი იმედი მქონდა შენი და ეხლა გაიკეთე ნაკრები თავის მინისტრთან და სხვებთან ერთად
ალეკო
24 იანვარი 2016 00:01
0
ქეცბაიას რომ გადაუხადეთ მილიონი რაა რო
me
23 იანვარი 2016 23:26
0
ვინმეს არ შერჩა ბიუჯეტის ფულების შეჭმა? შეჭამენ ესენიც და წავლენ სახლში რა მოგივიდათ ხალხო? ქვეყანას 27 წელია პატრონი არა ჰყავს და რა დროს ფეხბურთია. ხალხმა მარტო უნდა ვუყუროთ ყველაფერს, ვინმე რამეს გვეკითხება?
ijophuo
23 იანვარი 2016 23:15
0
კობიაშვილი არის ოცნების მიერ დანიშნული !!!!!!!!!!! პატივს ვცემ კობიაშვილს და იმედის თვალით ვუყურებ , მაგრამ ფაქტი ფაქტია
lasha
23 იანვარი 2016 22:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული