ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.

პლუს ამას, 2015 წლის აპრილში, ფედერაცამ კახა ცხადაძეს, უხელფასო 6-თვიან პერიოდში, მისცა უპროცენტი სესხი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ცხადაძეს ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა ხელფასიდან. დღევანდელი მონაცემებით, დარჩენილია 50 000 აშშ დოლარი.

მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.

კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.

ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.

ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...

2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.

მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 109 /
კობიაშვილი არის ალალი და პატიოსანი ადამიანი, ამჯერადაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო !
გიო
23 იანვარი 2016 21:07
0
კობი ასიანია, ცხადაძემ გამოაჩინა თავისი თავი, ფულზე გამოკიდებული ყოფილა ეს კაცი....
კობი ასევე უნდა გააგრძელო...
გიო
23 იანვარი 2016 21:06
0
ფედერაციის შემოსავალი და მწვრთნელების ხელფასები ფწხბურთელებს დაურიგეთ ოღონდ ნელ-ნელა და ათასჯერ უკეთ ითამაშებენ, არველაძეს მილიონები რომ ჰქონდა გუნდმა რამე გააკეთა? ხოდა დაურიგეთ ფეხბურთელებს არადა სულ შევაჩეროთ ფეხბურთის თამაში ამ ქვეყანაში - მივაწვეთ რაგბს რომელიც კაცების თამაშია და არა ფეხბურთელ ვაჭრებს
dato
23 იანვარი 2016 21:05
0
ამ მწვრთნელებს ჯერ ფულით რომ უტენავთ ჯიბეებს , საქმე აკეთებინეთ თვეში 5000 ლარად და თუ დაიმსახურებენ მერე მიეცით 15 მილიონი, ბაზრობაზე ხართ თუ სპორტულ სამყაროში?
jiki
23 იანვარი 2016 20:51
0
ეგ ფედერაციაა თუ სავაჭრო დახლი???????
??????????????????????????
23 იანვარი 2016 20:47
0
ცხადაძე ახალგაზრდული ნაკრებიდან ბაქოში ფულის გამო წავიდა და იქედან საქართველოს ნაკრებშიც ფულის გამო მოვიდა! თუ ასე არ არის რატომ არ თანხმდება რაც შესთავაზა ფედერაციამ, არც საქართველოს ნაკრებია იმ დონის რომ მწვრთნელს ამხელა ხელფასი უხადოს და არც ცხადაძეა იმ დონის მწვრთნელი ამხელა ხელფასს ითხოვდეს! თუ აქვს იმის იმედი რომ ამ ნაკრებით წარმატებას მიაღწევს რატომ არ თანხმდება? მითუმეტეს მესამე ადგილიც წარმატებაში ეთვლება!მაგრამ შედეგზე მეტად ფინანსები აინტერესებს, ან რა წესია კობიაშვილთან შეუთანხმებლად საქვეყნოდ ლაპარაკი?!არ ატეხა ისტერიკა გინდა თუ არა ფული მომეცითო...
raul
23 იანვარი 2016 20:46
0
არ უნდა აწვოდა ასე ცხადაძეს მაგას თუ წაგებულ თამაშებში 120 ათასს უნდა მაგარი ფეხბურთის სიყვარულია ეხლა ვინც ცხადაძეს იცავს მისი მტერი მგონია
wneva
23 იანვარი 2016 20:21
0
კობიაშვილი არის ...  სულითა და გულით. არადა, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. უკვე აშკარაა, რომ ვიღაც-ვიღაცეების დაკვეთების შესასრულებლად მოიყვანეს. დიახ მოიყვანეს, და არა აირჩიეს. კახასთან შეათანხმა, სანამ გაასაჯაროებდა მის ხელფასს? ჰქონდა კი ამის უფლება კახას თანხმობის გარეშე? რომც ჰქონოდა იურიდიულად, ელემენტარულად კაცურ ამბავში უნდა ეკითხა ჯერ, ან გაეფრთხილებინა მაინც.
ilia
23 იანვარი 2016 20:04
0
ნუთუ ეს დაწერილი სიმართლეა, ფედერაციას წესდებით რა ევალება ფეხბურთზე ზრუნვა თუ საბანკო საქმიანობა თანაც შეღავათიან პირობებში. გარდა ამისა თუ ცხადაძეს არ დაუბრუნებია 40000 ლარი აქამდე, ვინ აგებს პასუხს ამაზე. ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ამ პირობებში გვექნება რაიმე სიკეთის იმედი, ნამდვილად არ არის კობის მდგომარეობა კომფორტული, არადა კარგი ადამიანია
zura
23 იანვარი 2016 19:58
0
ეჰ კობი რა იმედი მქონდა რო შენ მაინც აღმოჩნდებოდი ის კაცი ვინც რეალურად ფეხბურთზე იზრუნებდა, მაგრამ არა, შენც იმ ვიწრო პარტიული ინტერესებით გონება გადაგლესილი პოლიტიკანების მარიონეტი ყოფილხარ
სამწუხაროა
dimitri
23 იანვარი 2016 19:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული