პოზიცია: შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილის ბრიფინგმა ყველა "ჰოს" და "არას" წერტილი დაუსვა. კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს საკითხი აღმასკომზე გავა და აღმასკომიც ხელს ასწევს...

ჯერ კიდევ ნოემბერში "ლელოს" ყურამდე მოაღწია ხმამ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მთელი სამწვრთნელო ვერტიკალის შეცვლას გეგმავდა. ამ ხმებით ბევრი რამ არ ჯდებოდა ლოგიკაში, მაგრამ დღეს ეს უკვე რეალობაა...

აქ პრობლემა მარტო ის არ არის, რაც უშუალოდ ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციას შორის მოხ
და. ასაკობრივი ნაკრებებიც არ უნდა დაგვრჩეს განზე. ესეც სამსჯელო თემაა...

ფეხბურთის ფედერაცია თითოეული მწვრთნელისგან ითხოვს შედეგს და ახალი მოდელით აპირებს მათი შრომის ანაზღაურებას - ანუ მთავარი კრიტერიუმია შედეგი. ხელფასი პლუს ბონუსი, იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწევს ესა თუ ის მწვრთნელი. ძალიანაც კარგი და ვფიქრობ, მოუხდება კიდეც საქმეს. რა უნდა იყოს ამაში ცუდი და მიუღებელი?

მაგრამ ჯერ გასარკვევია, რა სტანდარტებითა თუ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ფეხბურთის ფედერაცია? შევთანხმდეთ, რომ ეს კრიტერიუმები და სტანდარტები ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ასე არ არის?

ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი 17 და 19-წლამდელთა მწვრთნელების მაგალითზე? რა, არ ჰქონდათ შედეგი გოჩა ავსაჯანიშვილსა და ვასილ მაისურაძეს? მაშ, რატომ შეცვალეს ისინი ზედ ელიტრაუნდების წინ? სად არის აქ ლოგიკა?

ეს კითხვები, ჯერჯერობით, უპასუხოდაა - არანაირი წონადი არგუმენტი! მთავარი შედეგიაო და, ამ ცვლილებების გამო, თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი, ბატონებო! შედეგი თქვენმა გადაწყვეტილებებმაც უნდა მოიტანოს.

დავუშვათ და, ორივე ნაკრები რომ ჩაფლავდეს მოახლოებულ ელიტრაუნდებში (რაშიც ყველაზე ნაკლებად იქნებიან დამნაშავენი ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი) საინტერესოა, რა ფორმით აგებთ პასუხს? გადადგებით?

ჩემი მხრიდან გპირდებით - თუ შედეგი იქნა (ნეტავ!), პირველი ვიქნები, ვინც იტყვის, რომ მართლები იყავით ამ გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება ცხადაძეს. უნდა თუ არა, მართალია თუ არა, ფედერაცია ვერ ასცდება ეჭვს, რომელიც ღრღნის გულშემატკივარს (თუ არ გჯერათ, გადით და ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს) - რომ "ცხადაძე არ იყო ამათი "სასტავის" კაცი", რომ "მას განგებ დაუდეს ისეთი პირობები, რასაც კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ალბათ არცერთი მწვრთნელი არ დათანხმდებოდა", რომ "აიძულებენ, წავიდეს და ახლა მოიყვანენ "თავიანთ კაცს" და ასე შემდეგ...

ეს ეჭვები თავადვე გააღრმავა ფედერაციამ, როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დატოვა და ცხადაძის თავზე "დამოკლეს მახვილივით" ჩამოჰკიდა...

ვერავინ იტყვის, რომ ცხადაძის ნაკრები ვარსკვლავებს წყვეტდა და არა მგონია, ამის ილუზია თავად ცხადაძესაც ჰქონდეს. მაგრამ დემორალიზებული გუნდი რაღაცნაირად დალაგდა, უფრო მეტად - მოედანს მიღმა, ვიდრე - მოედანზე, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, პოზიტივი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი

ახლა წარმოვიდგინოთ, "იმ" კაცის მდგომარეობა, ვინც ნაკრების სათავეში უნდა მოვიდეს. რა უნდა მოასწროს? ალბათ, ორი ამხანაგური მატჩი მაის-ივნისში, სექტემბრიდან კი უკვე შესარჩევი ციკლი იწყება.

არ ვარ ადვოკატი არც ერთი მწვრთნელის. არც მათ სახელფასო უწყისებში ვიქექები. მით უმეტეს, ძალზე რთულია აქ რაიმე სტანდარტზე მსჯელობა - ბევრს იღებს თუ ცოტას. გააჩნია, ვის რამდენად უღირს თავისი სამუშაო და ვის რამდენი ემეტება ამ სამუშაოს ანაზღაურებისთვის.

აქ ლაპარაკია მიდგომაზე, პრინციპზე - დღეს, ამ მოცემულ მომენტში, მწვრთნელის კონტრაქტის გადახედვა (რაც ბუნებრივად დისკომფორტს უქმნის მას და წნეხში აქცევს) სწორედაც რომ პრინციპულად არასწორია. მერე, კი ბატონო! როცა დავითვლიდით წიწილებს 2017 წლის შემოდგომაზე...

ეროვნული ნაკრები სათუთი სფეროა, მით უმეტეს, საქართველოში. ეს არის საფეხბურთო პირამიდის კენწერო და მისი ინტერესები პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. საერთოდ, ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როცა ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ვფიქრობ, ეს აუცილებლობა ცხადაძის შემთხვევაში არ დამდგარა.

ფეხბურთის ფედერაციას პატივი უნდა ეცა მწვრთნელის მოქმედი კონტრაქტისთვის და მხოლოდ ახალი შესარჩევი ციკლის მიხედვით გადაეხედა მისთვის, ან შეეწყვიტა, ან ნაკუწებად ექცია თუ რაც გნებავთ ის...

ცხადაძემ რაღაც დათმო (ვინმესთვის თუ ცოტა იყოს ეს, სხვა საქმეა), უნდა დაეთმო ფედერაციასაც...

იმიტომ, რომ ის კარნახობს პირობებს და ბერკეტებიც მის ხელშია...

იმიტომ, რომ დღეს ცხადაძე მისი შეგირდებისა თუ გულშემატკივრების თვალში "დაჩაგრული კაცია", ხალხი კი, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თითქმის ყველა შემთხვევაში დაჩაგრულის მხარეს დგება...

იმიტომ, რომ დღეს ეს აურზაური და ნაკრების გარშემო წყლის ამღვრევა, პირველ რიგში, თავად ფედერაციას არ უნდა აძლევდეს ხელს...

იმიტომ, რომ მათი საქმიანობაც რაღაც ეტაპზე შეფასდება და შეფასდება სწორედ ნაკრების შედეგებით...

იმიტომ, რომ შუა მდინარეში ცხენებს არ ცვლიან...

პაატა გელაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 47 /
ლოცვა და მამაოების დაფინანსება რო სჰველოდეს სახემციფოს მაშინ ამერიკაში ცატაბჯენების მაგივრად სულ ეკლესიები უნდა იყოს რიტი მიაგწიენ ყველაფერში წარმატებას ერტმანეტს გვერDში დაუდგნენ და ერთად ააშენენ სულ რამდენიმე საუკუნეში ცჰვენ და ცჰვენს ფეხბურთს ლოცვა გადაარჩენს..
ჩორნა
25 იანვარი 2016 20:12
0
შენ ალბატ მსაჯი ხარ აქ ყველას უნდა გაუკონტროლო სიტყვები, ეს ყველას არ ეხება რაც მე ვტქვი
ჩამოიყვანე აბა ბილიჩი თუ გაწვრტნის საქარტველოს. ეხა გაახსენდა ყველას რო მაგალი ხელფასია ტურმე, მერე სხვა მწვრთვნელი გვეთყვის კიდე 1-2 წელიო და მე, შენ და ყველა გულ შემატკივარმა დავჭამოთ ერთმანეთი ესაა ჩვენი რეალობა ავყვეთ პროვოკაციას, გადავაგდოთ ცხადაძე მოვიყვანოთ ახალი ვინმე მერე ახალად დავიწყოდ ყველაფერი ტავიდან კიდე ვიკამათოდ მე და შენ აქ,, და ჩვენ რას მივიგებთ ამითარაფერს დავენდურებით 2 გულშემატკივარი ერთმანეთს იმიტო რო თურმე ფედერაციას და სამინისტროს სულ ბოდიში მაგრამ კიდია მე და შენ რაზე ვისაუბრებთ,,ცხადაზეს რო გადაეკიდენ შენ გჯერა რო კობი 600 ლარზე მუშაობს ტუ სპორტის მინისტრი მუშაობს 600 ლარზე, ასე რო შემოგევლე ძამიკო ზოგადად ირი მნიშვნელობით ვთქვი მიმიტევე,, მაგრამ დროა გავიღვიზოდ და მაშტაბურად ვიფიქროდ და პროვოკაციას არ ავყვეთ..
ჩორნა
25 იანვარი 2016 19:57
0
ისე ეხლა რომ დავფიქრდი კობი და ცხადაძე შეიძლება ერთ აზრზეც იყვნენ, მაგრამ უბრალოდ ერთმანეთის ნალაპარაკებიდან დასკვნა ვერ გამოიტანეს:
კობი: კახა პრივეთ ხელფასი შენი მომატების პონტში რომ დავაკლოთ 50 პროცენტით ან კომპენსაცია რას იტყვი ?
ცხადი: არა მე უხელფასოდ კრედიტს ვფარავ და ეგრე არა, დაკლების შემთხვევაში მოსამატებილზე ამბობ ?
კობი: არ მაწყობს ეგრე !
ცხადი: მეც არ მაწყობს.

აი რაღაც ესეთი დიალოგი ექნებოდათ )))
ნიკა
25 იანვარი 2016 19:52
0
არა ჩორნა რაის მამაოებს მოაკლოს?! პირიქით მაგათ დაუმატონ და ვინმე ბორია მოვიყვანოთ და ამათმა დალოცონ )))
ნიკა
25 იანვარი 2016 19:48
0
ჩორნა შენ ბრატ სიტყვები გაფილტრე თორემ მართლა გაქცევ დაუნად. თუ კამათში შემოდიხარ ზრდილობიანად გვიპასუხე კომენტარებში. თუ შარზე ხარ არც ეგაა პრობლემა, ბევრისთვის გვისწავლებია ჭკუა და დაწერე შენი მობილურის ნომერი.
რაც შეეხება ხელფასებს, შენ შეიძლება არ ხარ ღრმად ჩახედული სახელფასო სისტემაში. ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს სლავენ ბილიჩს ქონდა 30 ათასი ევრომდე ხელფასი, წლიური 300 000 ევრო. ასევე სრეჩკო კატანეცს 20 000 ევრო ქონდა სლოვენიის ნაკრებში. ასევე დუშან უჰრინ უფროსს წლიური 250 000 ევრო ქონდა. ჩორნა ეხლა არ მითხრა ცხადაძე კვალიფიკაციით ბილიჩზე, კატანეცზე, უჰრინზე უფრო მაგარი მწვრთნელიაო.
georgian
25 იანვარი 2016 18:57
0
1. ცხადაძის დონის მწვრთნელების საშუალო სახელფასო სპექტრი იცის ვინმემ ?
2. ვთქვათ ცხადაძე დათანხმდა რაღაც ხელფასს, მეტს ან ნაკლებს (სულერთია) - მან ამ შემოსავლებით დაგეგმა საკუთარი ბიუჯეტი და ეხლა ვიღაც ტიპი (რომელმაც აქამდე მხოლოდ კარგი სპორტსმენობით დაგვამახსოვრა თავი) ეუბნება მე სხვა სისტემა მაქო. იქნებ ეს კაცი როგორც სპორტსმენი კარგია მაგრამ როგორც მენეჯერი მეორე კალაძე აღმოჩნდება )))
3. ამდენი თუ მოიკლო ბარემ იმდენიც მოეეკლოო რომ ამბობენ, ცოტა უცნაურია. მე მიხდის უცხოური კომპანია 100 000 დოლარს და ვთქვათ თანახმა ვარ საქართველოს ხათრით 70 000 დოლარზეც ვიმუშავო. მოდი ბარემ 25 000 იმუშავე რა იმიტომ რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 600 ლარიო და იმყოფინებ მაგ ხელფასსო რომ მეტყვიან სასაცილო არ არის ? კობიაშვილი რატომ არ თამაშობდა დინამოში უფრო დაბალ ხელფასზე ? წამოსულიყო და ბოლო 5 წელი პატრიოტული სულისკვეთების ხარჯზე დინამოში ეთამაშა )))) რატო რა ქართული საქმე არ იქნებოდა ეგ. ცხადაძემ თვითონ განსაზღვრა ის მაქსიმუმი რაც მსხვერპლად გაიღო და მოვიდა. ამათმა კიდევ მიდი რა კიდე დაიკელიო. რა კაცია კობი))) სად ასწავლეს ეგ ნეტავ.
4. და კიდევ ვინმე გეგუჩაძე რომ დათანხმდეს ეხლა 600 ლარად მუშაობას კობი გვეტყვის კი ჩამოვცდით ზიმბაბვეს რეიტინგში მაგრამ წელიწადში ეს საქმე სულ რაღაც 7 200 ლარი დაგვიჯდაო.
5. მეზობელი მყავს ბორია, მაგრად ერკვევა ფუდბოლში და თანახმა 1 ბოთლ ლუდსა და 500 გრამ არაყზე იმუშავოს დღეში (შპროტს თვითონ გააძრობს). ხო რა ბორიას რომ უსაქმურია და არაფერს აკეთებდა აქამდე მაგის გამოა საშუალო ხელფასი 600 ლარი და მაგიტომ ჩანს ცხადაძის ასეთი კოსმიური.
ნიკა
25 იანვარი 2016 18:45
0
კაი რა მაგას ჯობია იმ მამაოებს მიაკლოს ბიუჯეტმა ფული პრადოებით და ლექსუსებით რო დადიან 4 ბინას რო აქირავებენ ევრო რემონთით. არა მომავალ მწვრთნელს 5 ატასი ლარი დაუნიშნეთ და ლეგიონერ ფეხბურთელებს პირველ არხზე უყურებს,, ჯობია თვალი გაახილოთ და პროვოკაციას არ აყვეთ, კობი შენც გიყიდენ საგოლ..
ჩორნა
25 იანვარი 2016 18:27
0
ავანსი არასდროს დაგჭირვებიათ სამსახურიდან, ან კიდე რა დაუნი მკითხველი იჩითება 100 000 ლარს ღებულობს ხელზე ანუ 25 % იკლებს გამოვიდა 75 ათასი ლარი. ლარი ადამიანებო ლარი გესმით,რომელი ქვეყნის მწვრთნელს ააქვს 30 000 დოლარი მხოლოდ კაი რა..
ჩორნა
25 იანვარი 2016 18:24
0
კობი, მხარს ვუჭერთ შენს რეფორმებს, კიდევ მეტი წინააღმდეგობა შეგვხვდება გზაზე, ღმერთმა გაგაძლიეროს და შეგაძლებინოს ქართული ფეხბურთის ამ წუმპიდან ამოყვანა.
პანტელეიმონი
25 იანვარი 2016 18:01
0
tato:
ტატო ნაწილობრივ მესმის შენ რასაც ამბობ, მაგის გამო დომენტიმ უნდა აგოს პასუხი ჩვენი ქართული რეალობიდან გამომდინარე ასეთი არაადეკვატური ხელფასი რომ დაუნიშნა ცხადაძეს. აწყობილ ქვეყანაში ამ მიზეზით მწვრთნელს არ უშვებენ.
ცხადაძეს კრისტალობაზე კიდევ, 100 000 დოლარი სესხის აღება რას ნიშნავს??? ფედერაციაა თუ ბანკი??
თვითონ ცხადაძეს არ უნდა ეკადრებინა ისედაც გაღლეტილი ფედერაციიდან 100 000 დოლარის აღება. მით უფრო 100 000 ლარს იღებდა ხელფასს. მაგრამ პრობლემა იცით რაშია? ცხადაძე არის უბედური მოთამაშე, ათასებს აგებს კაზინოში და მომიტევეთ მაგრამ ცხადაძის კაზინოებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ აუვა!
georgian
25 იანვარი 2016 17:00
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული