დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე პრესკონფერენციას გამართავს

AutoSharing Option
25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს (მის: კოსტავას ქ. N68).

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, სავარაუდოდ, სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატონო კახა, არ გადადგე. ცალმხრივად თუ გაგიწყვეტენ კონტრაქტს ორი იმდენი დაუჯდება ფედერაციას.
კახა
25 იანვარი 2016 12:48
0
ბატონო კახა არ გადადგე. მიაწექი ბოლომდე. პასუხისმგებლიანი პირის შთაბეჭდილებას ტოვებ და იმედი მაქვს არ გადადგები. მიმაჩნია, რომ თქვენი გადადგომით გუნდს დიდი ზიანი მიადგება.
კახა არ გადადგე
25 იანვარი 2016 12:47
0
კახა,მართალია შენი სანაკრებო შედეგებით ჯერჯერობით კმაყოფილი არ ვიყავიმაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შენ მხარეს ვარ,, მიაწექი ბოლომდე. შენით თანხმდები ხელფასის 25%-ით დაკლებაზე და გინდა თუ არა კიდე მოიკელიო :))) სად გაგონილა ეგეთი რამე ? არ გადადგე, გაგიშვან და 10 იმდენი რომ დაუჯდება ფედერაციას ეგ ამბავი და კაი ალიყურები მოხვდებათ ფიფასგან და უეფასგან მერე გვიან იქნება. მუჯირის მოგონილი ანაზღაურების სიტემა არ გაიშვა :) დარწმუებული ვარ გამრავლების ტაბულაც არ იცის ნორმალურად :)
dave
25 იანვარი 2016 12:37
0
ბატონო კახა, დიდი ინტერესით ველით პრესკონფერენციაზე თქვენს კომპრომისულ წინადადებას, დღეს ყველაზე მეტად ეს აწყობს ქართულ ფეხბურთს.
gizog
25 იანვარი 2016 12:31
0
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ აზრს, ბატონ კახამ უნდა გაახმაუროს(და არა გააჟღეროს) ახალი კომპრომისული ვარიანტი შეთანხმების მისაღწევად. ვთქვათ 30 ან 35% და ბოლოს და ბოლოს 40 ან 45% პრემიალურის გადასახდელად. ამის შემდეგ გამოჩნდება საქმე მართლა რეფორმის გატარებაშია, თუ სხვა რამაა მთავარი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გულშემატკივრებს ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს, სირთულეებთან და პრობლემებთან დაკავშირებით. და გადაწყვეტილების მიმღებს მოუწევს პასუხი აგოს მთლიანად ქართული ფეხბურთის მომავალზე. მომავალი კი ძალიან მძიმე იქნება არა გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არამედ ფეხბურთში დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ორივე მხარეს ვთხოვ ბოლომდე გაითვალისწინონ სამომავლო შედეგები და ისე იმოქმედონ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარე, რადგან ქართულ ფეხბურთს არ აქვს ამის ფუფუნება. დიდი მწერლის ციტატას მოვიყვან ''ფრთხილად ქართველებო''
gaiozi 1955
25 იანვარი 2016 12:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული