კახა ცხადაძე: არ გადავდგები!

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.

მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს.

ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.

არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!

არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 42 /
კობი, ამასთან ცამდე მართალია.
პანტელეიმონი
25 იანვარი 2016 18:27
0
ზოგიერთების გასაგონად,რომ გაიზახით ბაქოდან წამოვიდაო და დაბალ სახელფასო პირობებს დათანხმდაო,ბაქოს ინტერი მთელმა ძირითადმა შემადგენლობამაც დატოვა ფინანსური კრიზისების გამო,და 30-ათას დოლარს უკვე არავინ უხდიდა ცხადაძეს,როცა პირობები იყო ინტერში მაშინ ჩვენი 21წლამდელთა ნაკრები არდატოვა და არგაიქცა ბაქოში უკეთესი ხელფასის გამო?მაშინ აწყობდა და შეიძლებოდა ფედერაციასთან კონტრაქტის გაწყვეტა და ეხლა არშეიძლება თურმე.
romandro
25 იანვარი 2016 18:21
0
ვერ გამიგია რა შუაშია შემტევი ფეხბურთი აჩვენა? 120 000 ლარი ხელფასი თვეში რამდენია საერთოდ წარმოდგენა თუ გაქვთ?? რატო უნდა იღებდეს თვეში 120 000 ლარს ან რაში? 50 000 ლარი შესთავაზეს წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი ალბათ ალბათ ჩვენ მეზობლებს ან ახლობლებს რო გადავხედოთ 50 ოჯახს ერთად არ ექნება წლიური შემოსავალი ამდენი
gio
25 იანვარი 2016 18:14
0
ჯიმი-ს. "ის" არავის წააცალო. რა იცი, შეიძლება ყრონტში გაგეჩხიროს.
joni
25 იანვარი 2016 18:07
0
აცადონ ცოტა ხანი სესხიაქ დასაფარი კაცს:D მერე მოხვევს მის ბიჭს ხელს და ერთად წავლენ ნაკრებიდან
nepotizmi
25 იანვარი 2016 17:59
0
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს თუ აქ 278 000 დოლარი წელიწადში ცხადაძეს რატო უნდა ქონდეს 550 000, აი რატო რა ლოგიკით უკეთესი შედეგი დადო უფრო მდიდარი ქვეყანაა საქართველო თუ რა
g. gio
25 იანვარი 2016 17:52
0
რად გვინდა ეს ხალხი? ჯერ ვაცადოთ კობიაშვილს, იქება რაიმეს დაამსგავსოს. თუ ვერ დაამსგავსებს, გავყაროთ და ფული მივცეთ რაგბის, კალათბურთს, მშვილდოსნობას და ძიუდოს. ვინაა ეს ბიუჯეტის მოტრფიალე ხუჭუჭა ტიპები? ჭადი მაგას და ყველი და ვსიო, გაძეხი? გაატარე შემდეგი ...
ჯიმი
25 იანვარი 2016 17:47
0
ეს კაცი სჯობს წავიდეს, მაგან ბაქოს ინტერშიც რაღაცე ეგეთები აკეთა, მერე პრეზიდენტი იხდიდა ბდიშებს. თავისი ფულით, თუ უნდათ ყირაზე გადავიდნენ. სახელმწიფოს, ანუ ჩემი ფულით არ მინდა ეგეთი ცხადაძე. ეს მოკედ და ზრდილობიადან, და თუ საჭორი გახდა, ვინ ვის სად და რატომ და რამხელაზე, მაგასაც მოგახსენებთ ....
ჯიმი
25 იანვარი 2016 17:44
0
ჩემი აზრით ტრენერს უნდა ქონდეს კარგი ანაზღაურება! თქვენ ხელფასებს რო ადარებთ რას ადარებთ?! ამ სფეროში სხვა ხელფასებია. ტიპი ბაქოში მშვენიერ ხელფასს იღებდა და ეხლაც აქვს შემოთავაზება მაგრამ დათანხმდა ნაკლებ ხელფასს და აქ კიდე ეს ნაკლები ხელფასიც ებევრებათ. კაცს რო ეუბნები დოტოვე ეგ ბაქოს გუნდი და წამოდი ნაკრების ტრენერად გვჭირდებიო რაღაცა ადეკვატური ხელფასიც უნდა გადაუხადო. ადეკვატური ამ სფეროსთვის და არა ზოგადად ქვეყნაში არსებული ხელფასების. წამოვიდა საქართველოში, მეტი რა ქნას ეხლა მართლა ბანკის თანამშრომელივით 1500 ლარი ხო არ ექნება ხელფასი?! მარტო პატრიოტობას რო ვითხოვთ ეგრეც არაა რა მართლა!გავაუქმოთ მაშინ ფედერაციაც ეროვნული ნაკრებიც და ეგ იქნება რა, დავმშვიდდებით ყველა ერთად... კობიაშვილმა კიდე მაგრად გატეხა! უუნარო, მინისტრის დაკრულზე მოცეკვავე და საკუთარი პოზიციის არმქონე ტიპი გაიჩით!
რიგითი ქომაგი
25 იანვარი 2016 17:43
0
აბა სოსკას ასე ადვილად ვინ დათმობს, მეორე საკითხია ის 120 000 ნამდვილად მისია? ტიპები ფულს ხომ არ ტეხავდნენ?
hm
25 იანვარი 2016 17:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული