კახა ცხადაძე: 30 000 დოლარზეც ვიყავი თანახმა, მაგრამ...
კახა ცხადაძემ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა
არ ჩაერიოთ! - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს
კახა ცხადაძემ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაპირისპირების მიზეზზე ისაუბრა
არ ჩაერიოთ! - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს
ცხადაძემ, გათავისუფლების შემთხვევაში, სფფ-ის მიერ მისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა დაასახელა:
"ფედერაციის მხრიდან ბოლო შემოთავაზება იყო ასეთი: ან დათანხმდი ამ
უფასოდ ვიმუშავე 6 თვე, ხელფასიც დავიკელი მაქსიმალურად... ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებდი - საქმეში ჩემი სამწვრთნელო შტაბიც უნდა ჩართულიყო, მათთან უნდა განმეხილა ეს საკითხი...
ლევანი ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, მას ტელეფონზე SMS მივწერე, რომ ჩამოვიდოდა, შევხვედრილიყავით კიდევ ერთხელ და ერთად განგვეხილა დეტალები და ვარიანტები, მაგრამ არანაირი შეხვედრა მას მერე ჩვენ შორის არ შემდგარა.
აქვე იმ სესხზეც მინდა ვთქვა, რომელიც ლევანმა გაასაჯაროვა. აპრილში ფედერაციას ვთხოვე, ჩემთვის სესხად 100 000 ლარი მოეცა, შემდეგ კი ჩემი ხელფასიდან გამოექვითა. ეს სესხი არ ყოფილა უპროცენტო.
კიდევ ერთი მინდა ვთქვა: სექტემბერში, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევენებამდე ლევანი ამბობდა, ვინც არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ცხადაძე უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელიო! როცა პრეზიდენტი გახდა, მაშინაც აღნიშნავდა, რომ არანაირი პრეტენზია ჩემი და ჩემი შტაბის მუშაობასთან არ ჰქონდა და ეს ბოლო პრესკონფერენციაზეც განაცხადა.
გუშინ კი გაჟღერდა, რომ თურმე აქვთ პრეტენზია ჩემ მუშაობასა და ნაკრების შედეგებთან. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ცხადაძემ.
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"
მცოდნე კადრები, ქვეყნის შენების ქვაკუთხედია,
პასუხისმგებელს მეგობრობის კუთხით უდგება,
რომ შეეკითხო, გეტყვის ბურთი სამკუთხედია.
ეს პროცესი სასამართლოში მინიმუმ წელიწად ნახევრით მაინც გაიწელება და ბოლოს ცხადაძე დაახლოებით 250 - 300 ათას ლარს აიღებს.