დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით

AutoSharing Option
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, ა
რასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?
მკითხველის კომენტარები / 67 /
არ დაუნიშნავ დიდ ხელფასებს და დაიწყებენ მერე აქედან და იქედან "გამაზვებს" არ დაგავიწყდეთ ჭკუისკოლოფებს რომ სახემწიფო 50% წილში უზის დღგ სახით ამ ხელფასებში
vova
25 იანვარი 2016 19:35
0
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას აზერები ან ყაზახები თავის მწვრთნელს რამდენს უხდიან. ეს საქართველოა, ქვეყანას, სამინისტროს, ფედერაციას, აქვთ თავიანთი ბიუჯეტები. ამხელა თანხის გადახდა არ უნდათ, რაშიც მე პირადად და ასობით ათასი მოქალაქე/გულშემატკივარი სრულად ვუჭერთ მხარს! ეს ფული უნდა მოხმარდეს სხვა საკითხებს, თქვე უნამუსოებო, ბავშვებს კეტების და ბურთის ფული არ აქვთ და მშობლებს ახდევინებენ ფულს და ეს ცხადაძე თავისი ჯიბის ჟურნალისტებთან ერთად ტვინი გაღუნეს ერთი კვირაა! წადით რა შეგვეშვით!
grisha babu
25 იანვარი 2016 19:34
0
ვესტ-ჰემის ახლანდელი მწვრტნელი სლავენ ბილიცი ,რამდენს იგებდა ტავისი ქვეყნის ნაკრების გაწვრტნასი-ხომ არ გახსოვტ? მე ასე მახსოვს-80 ატას დოლარს წელიწადსი, ტუ მესლება-ბოდისი. დასკვნა ტვიტონ გააკეტეტ.
kaxeli papa
25 იანვარი 2016 19:31
0
ჰოდა ამას რომ გააგდებენ საქართველოდან როგორც ლეკვს მერე კარლო კალ"ი"ადძე ნახევარ ფასში შეძლებს იგივეს
ლადო
25 იანვარი 2016 19:30
0
ჩემი აზრით საქსრთველოს შემთხვევაში მისაღები ხელფასია!!! სხვათაშორის ფომენკომ გუნდი ევროპაზე გაიყვანა, ჩვენ.....(((( ქეცბაიას ხელფასი 30000€ გამოდის 33000$ და არა 42000$, როგორ ითვლით საოცარია))))!!!!! თუ მართლა ხელფასის გამოა ეს აურზაური ატეხილი , სირცხვილია, რომ ვერ შეთანხმდნენ !!!! დაპირისპირება ალბათ ისევ " გრუზინული" ამბიციების გამო მოხდა !!!!!
დათო
25 იანვარი 2016 19:26
0
ეს იმ ნაკრებების მწვრთნელების ხელფასებია, რომლებმაც თავისი გუნდები ფინალურ ეტაპზე გაიყვანეს.
tngh
25 იანვარი 2016 19:05
0
კონტრაქტის მიხედვით ექვსი თვის კომპენსაციის გადახდა ეკუთვნის ცხადაძეს, მაგრამ სასამართლო დავის გარეშე ეს ამბავი ვერ მოგვარდება. დასადგენი იქნება რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს ფედერაციმ ცხადაძეს, რადგან კომპენსაციის თანხას უნდა გამოაკლდეს, 50 ათასი დოლარი ცხადაძის ვალი ფედერაციისადმი და 2009 წელს ცხადაძის მიერ არ გადხდილი 40 ათასი ლარი, პლიუს ამ შვიდი წლის დარიცხული თანხა.
ეს პროცესი სასამართლოში მინიმუმ წელიწად ნახევრით მაინც გაიწელება და ბოლოს ცხადაძე დაახლოებით 250 - 300 ათას ლარს აიღებს.
პანტელეიმონი
25 იანვარი 2016 19:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული