დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით

AutoSharing Option
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, ა
რასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?
მკითხველის კომენტარები / 67 /
ჟორა შენ თვითონ თუ უყურებ ფეხბურთს და საერთოდ საფეხბურთო სიახლეებს, ცხადაძემ თვითონ თქვა იქაური კლუბი გაკოტრდა და კაპიკს ვეღარ ვიღებდიო და შენ ამტკიცებ რომ იქაური პირობები დატოვა და აქ წამოვიდა?!?!?! რომელი პირობები?!?! ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე ილაპარაკეთ...
Joras
26 იანვარი 2016 13:29
0
ვისაც ცხადაძე უნდა მწვრთნელად სახლში წაიყვანოს და უხადოს თავის ჯიბიდან მილიონები არ გადაგვაყოლეს მთელი ქვეყანა ამ ერთ კაცს.აღარ კმარა ამ თემაზე საუბარი.
quTaiseli
26 იანვარი 2016 13:21
0
ჩვენტან მწვრტნელებს კი არა ფეხბურტელებსაც გაუშვებენ და მორჩა კონტრაქტი რომ იყო რაღაც დრომდე ვინ უყურებს მსგას?! ამატი აშენებული ფეხბურტი არ გაიშვაა საქმოსნების ბუდეა მეტი არაფერი! პლიუს კიდევ ერტ სისულელეს აკეტებენ ცხადაზის გაშვებით რბილად რომ ვტქვა
სანდრო
26 იანვარი 2016 12:56
0
ვეთანხმები ჟორას. ცხადაძე საქართველოში იმ პირობით დაბრუნდა, რომ დაახლოებით მაინც აზერბაიჯანში რომ იღებდა იმ დონის ხელფასი მიეღო. თქვენ მის ადგილას ასე არ მოიქცეოდით? როცა ახალ სამსახურს იწყებთ თქვენი ნებით, განა უფრო მაღალ (ან სულ მცირე იმავე) ხელფასს არ მოითხოვთ? თან კონტრაქტიც ხომ იყო ხელმოწერილი, განა უკონტრაქტოდ იმუშავებდა კახა ამდები თვე? დასკვნა - კობიაშვილი და ხეჩიკაშვილი ტყუიან ცხადძესთან 100%!
merabi
26 იანვარი 2016 12:47
0
ღმერთო თქვენის წყალობით მაინც იყოს ადამიანი ფულზე და ძალაუფლებაზე ფასეული,ან რაიმე კარგი მოგვივლინეთ რომ ამ ქვეყნიური სამოთხით ვიცხოვროთ..რომ სამუდამოში ნათლათ ვიყოთ..თქვენი მონა მორჩილი..მაია.ადამიანებო მიყვარხართ გულებსი
maia
26 იანვარი 2016 12:47
0
მწვრთნელის მაღალი ხელფასი შედეგების მომტანი რომ არაა ამას საქართ ველოს მაგალითზე კიდევ დამტკიცება უნდა? 2006 წელს შემდეგ მაღალანაზღაურებადმა მწვღთვნელებმა რაიმე შედეგს მიაღწიეს? რაღა თქმა უნდა არავითარი შედეგი არ გვქონდა. კიდევ რაღა დამტკიცება გჭირდებათ იმის გასაგებად, რომ მწვრთნელს კი არა ფეხბურთელებს უნდა მიეცეს ხელფასი და ისიც შედეგის მიხედვით.
არჩილ ხოფერია
26 იანვარი 2016 12:37
0
ფეხბურთი შემაჯავრეს - ეს წუპაკი

"ფეოლები" მილიონებზე ისე ლაპარაკობენ,

როგორც პენიცილინზე!
ვააა, გაგონილა, კაცოოოოოოოო ? ? ?
26 იანვარი 2016 12:37
0
უბედური ქართული ფეხბურთი წურბელებისგან ვერ განთავისუფლდა ეხლა კალაძეების კლანი მიუჯდა "საწოვარს"
ნუკრი
26 იანვარი 2016 12:31
0
თქვენ ..  80%-ს. ბაქოში კაცს ხელფასი ჰქონდა და შესაბამისად დაგეგმილი ხარჯებიც. უარი თქვა, შეწყვიტა კონტრაქტი და წამოვიდა საქართველოში გარკვეული პირობებით. საბავშვო ბაღია? "გავათავე ლავაში -აღარ მინდა თამაში"? იმიტომ ვართ ასე დაქცეულები .... და უვიცებით სავსე რომაა ქვეყანა. აღარ გინდა ცხადაძე გადაუხადე კომპენსაცია და კაცურად უთახრი რომ გინდქ სხვა მოიყვანო, რათ უნდა ამას პრასტიტუტკობა და ქალივით ენის ჭარტალი. .... ეს კობიაშვილიც. არ გინდათ მაღალხელფასიანი მწვრთნელი? დააყენეთ დევდარიანი, მაისურაძე ან ვინმე ახალგაზრდა, მაგრამ დაივიწყეთ ნაკრები. და ვაფშე ფეხბურთს თუ უყურებთ როლელიმე?
ჟორა
26 იანვარი 2016 11:59
0
აზერების შესაძლებლობას ადარებთ? საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს მაგდენი ხელფასი!
დაიდოს უკრაინის, პოლონეთის ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის და თუნდაც ისლანდიის ნაკრების მწვრთნელის ხელფასები! ვის ედრებით? მსოფლიოს მონაწილეებს? და იმათზე მეტი აქვს ამ ტლუს!
hm
26 იანვარი 2016 11:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული