ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.
აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".
მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.
"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.
რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.
ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.
ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
და რა აზრის შეცვლაზეა საუბარი:
კობის თუ ხელფასზე თავის პოლიტიკის გატარება უნდოდა, ეს უნდა შეხებოდა ახალ ხელშეკრულებებს, რადგანაც არანაირი აზრი არ აქვს ვინ და ვისი კაცი იყო წინა პრეზიდენტი. აქ პრეზიდენტების იმიჯი კი არა, ფედერაციის იმიჯია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ფედერაცია თუ აფორმებს კონტრაქტს - ასრულებს კიდეც სანამ ხარისხი არის. წინა კონტრაქტი არ მაწყობს ჩემი გაფორმებული არ არის და ა.შ. მაგარი ბანძი ბაზარია. კობის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ ყველა მწვრთნელს უნდა შეეშინდეს კონტრაქტის გაფორმება იმის შიშით ახალმა პრეზიდენტმა თავზე არ დამახიოსო.
კობი არის პრიმიტიული (როგორც მენეჯერი, სტრატეგი და არა ფეხბურთელი) და აი რატომ: გეგუჩაძე, იქნება თუ პეტრე ნაკრების პირველივე წაფორთხიალებაზე მთელი სტადიონი ცხადაძეს იყვირებს. ამას რომ ტიპი ვერ გათვლის, მარტო ბუცები უნდა შეარჩევინო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდგომ.
მე კიდე შენ გეუბნები,რომ ეს შეცდომა არაა და ეს არის შეგნებული გაანგარიშებული ნაბიჯი,ცხადაძის მოხსნა და გეგუჩაძის დანიშვნა...ასე რომ კობიმ სერიოზული შეცდომას უშვებს ამ გადაწყვეტილებით და რაც გაუკეთებია კარგი წყალში გადაყრის...........