გიორგი ნავალოვსკი: უფლება არც მაქვს, ცხადაძეს გვერდში არ დავუდგე

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ნავალოვსკი ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე მოვლენებით შეწუხებული და კახა ცხადაძის შესაძლო წასვლით გულდაწყვეტილია.

"მე ახლა საქართველოში არ ვარ და ზუსტად არც ვიცი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარშემო რა ხდება. არც არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ნაკრების წევრი ვარ და მსურს, პოზიცია დავაფიქსირო - საქართველოში ყველამ დაინახა, რომ კახა ცხადაძე ნაკრებში კარგად მუშაობდა, მისი წინსვლისთვის ბევრი რამ გააკეთა და გუნდში ატმოსფერო საგრძნობლად შეცვალა.

ისიც აშკარაა, რომ მისი მუშაობის შედეგად, გულშემატკივრებს ნაკრებისკენ გული მოუბრუნდათ და დიდი იმედი გაუჩნდათ. ამიტომ მას
გვერდში ვუდგავარ და მიმაჩნია, რომ ნაკრებისთვის მისი დარჩენა აჯობებს", - ამბობს ნავალოვსკი.

გიორგი ცხადაძის მიმართ მადლიერებას არ მალავს:

"ეროვნული გუნდისთვის ნავალოვსკი დავიწყებული იყო, არავის ვახსოვდი, "ლელოს" და ორიოდე ჟურნალისტს თუ არ ჩავთვლით. სწორედ ამ დროს ჩემით კახა დაინტერესდა, იმდენი ქნა, რომ საქართველოს პასპორტის პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდა და ნაკრებს დავუბრუნდი.

ეს ჩემთვის იმდენად დიდი სიხარული იყო, ამის გადმოცემა შეუძლებელია.

არავის ვერჩი და არც ვაკრიტიკებ. ისე არავინ გაიგოს, თითქოს, კობიაშვილსა და ფედერაციას ვუპირისპირდები. ელემენტარულად, ადამიანურად, უფლება არც მაქვს, სხვაგვარად მოვიქცე და კახას გვერდში არ დავუდგე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
და ხალხი ამასობაში დუმს ვაი ჩვენი ბრალი
gogla
10:19 26-01-2016
0
მაგარი კაციხაე
მამუკა
10:37 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული