გურამ კაშია: ფეხბურთელები არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არნემის "ვიტესის" მცველმა, 28 წლის გურამ კაშიამ "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, რაც ხდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით. ცუდია, რომ გარეთ გამოვიდა ეს ყველაფერი. ძალიან დაძაბული სიტუაციაა.

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. ჩვენი საქმე ფეხბურთის თამაშია...

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კახა ცხადაძესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. საერთოდაც, ნაკრებში იდეალური სიტუაციაა. დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, შეკრული გუნდი გვყავს, ცხადაძე კი ძლიერი მწვრთნელია...

სანაკრებო თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. წავიკითხე თქვენს გაზეთში
საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას პოზიცია და ბოლომდე ვეთანხმები მას..."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხარ გურამ,ამაში ფეხბურთელები არუნდა ერევოდეს,ეროვნული ნაკრები არც ცხადაძისა და არც სხვა რომელიმე მწვრთნელის,ნაკრები მთელ ერს ეკუთვნის, და ფეხბურთელს რომელსაც ამ ნაკრებში თამაშის პატივი ერგება ბოლომდე უნდა დაიხარჯოს თავის ქვეყნისთვის...
romandro
14:42 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული