"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
იმის მომხრეობის და ამის მომხრეობის გარეშე, უნდა ვთქვათ,რომ გაჭირვებული ქვეყნის შვილები სულიერ ციმტკიცეს უნდა ავლენდნენ ცაპასუხისმგებლო თანამდებობებზე,... ვინაიდან აქამდე ვერ ავმაღლდით, შედეგებს ნუ ველით ნურანაირი მიმართულებით.
ilia
26 იანვარი 2016 20:15
0
კობიაშვილი ერთი გამოდი ქალაქში და დაელაპარაკე ხალხს, გულშემატკივრებს კითხე უნდათ თუ არა ცხადაძე. თავს რომ მეფედ წარმოადგენ და ამ დროს თავს ზემოთ მარიონეტის თოკები გიჩანს. ამ კლავიატურის ლომების კომენტარებს კი ნუ უყურებ. ძლივს ანტიფეხბურთიდან ფეხბურთისკენ მოვტრიალდით და ახლა მოგინდა კახას შეცვლა? მე თუ მკითავ შენ თითონ უნდა წახვიდე იმის გამო რომ ელემენტარული რამე ვერ გააკეთე. გეგუჩაძეს კი არ ვურჩევ ნაკრებში მოსვლას ცუდი საქციელი იქნება ეგ და თან დინამოში შესანიშნავად გრძნობს თავს.
ხერხე
26 იანვარი 2016 20:07
0
ექნება შედეგი? მიეცი ფული! კობიაშვილო, შენ თუ ბოლომდე არ დაიცავი ეგ პრინციპი, ცუდი კაცი იქნები. შენს გვერდით ვარ. ბოლომდე მიაწექი!
ამათ თამაშის მოგება არ უნდათ და მილიონები უნდათ ბლიად.
პ.ს. ატკატების თემაც საინტერესოა მაგხელა კონტრაქტში იყო თუ არა
gigguna
26 იანვარი 2016 20:06
0
ცხადაძის მომხრე ვიყავი ნაკრებში დანიშვნის დღიდან, და მინდოდა დიდხანს ემუშავა ნაკრებში,მაგრამ ახლა იმ ხალხმა ახსნას ოღონდ რეალურად, რატომ არის ცხადაძისთვის 50-ათასი ლარი ცოტა? და ჯერ რაშედეგების მიხედვით ითხოვს ისეთ მწვრთნელებზე მაღალ ხელფასს როგორებიც არიან მაგალითად, ერერა(მექსიკა)სუშიჩი(ბოსნია)და თუნდაც კოვაჩიც(ხორვატია).ეს ის მწვრთნელებია რომლებაც თავისი ნაკრებები მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გაიყვანეს და კახაზე უფრო დაბალი ანაზღაურება ქონდათ.
romandro
26 იანვარი 2016 19:47
0
ქეცბაია 10 კაცით და ავტობუსით კარში რომ ათამაშებდა ჩვენს ნაკრებს, იმას გაცილებით მეტი ჰქონდა ხელფასი. მაშინ სად იყავით? რატომ არ იღებდით ხმას თქვე ძალით პატრიოტებო! თქვე კაი ხალხო, აბა როგორ გინდათ, 500 ლარზე იმუშაოს მწვრთნელმა? ძლივს კაცმა შეტევაში თამაში ასწავლა ჩვენს ნაკრებს... რა დაუნახავი ხალხი ხართ!
Nick
26 იანვარი 2016 19:31
0
ბ-ნო ლევან!!! ბ-ნო კახა!!! ფეხბურთისთვის უმჯობესია შეთანხმებას მიაღწიოთ ხელფასი+პრემირების შესახებ. ნუ შეხვალთ ჩიხში. ორივე ახალგაზრდა ბრძანდებით. დაიოკეთ ემოციები და განაგრძეთ მუშაობა ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე. ის, რომ ბოლო პერიოდში ნაკრებს პროგრესი აქვს, უდავოა. თაობაც ნორმალურია. ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან. შეთანხმდით კომპრომისით...
tngh
26 იანვარი 2016 19:26
0
ადამიანი რომელიც არავის აზრს არ ითვალისწინებს და მაინც თავისას უბერავს ხიბლის მდგომარეობაშია და აუცილებლად კისერს მოიტეხავს თუ აზრზე არ მოვიდა და თავი არ დაიმდაბლა. კობიაშვილი იქნებ კაცი მოეგო გონს და მოდის შეთავაზებაზე. ვირიდან უნდა ჩამოხვიდე. მარტო შენი საკუთრება არარის ეს ფედერაცია და ფეხბურთი. გონზე მოდი. რეფერემდუმი მოაწყვე მაშინ და მიხვდები რო ვირზე შეჯექი. დაფიქრდი
კახაბერი
26 იანვარი 2016 19:11
0
ლევანა არ ტყუის არაფერში!!!ვისაც ბევრი ფული უნდა და ქართული ფეხბურთის სამსახური უკანა პლანზეა,მიბრძანდეს სადაც უნდა!!!ასაკობრივი ნაკრებიდან დანიშნონ რომელიმე და ავაშენოდ ნელ-ნელა ახალი გუნდი!თუ ვისმეს ჰგონია,რომ შემდეგ შესარჩევში რაიმე შედეგი გვექნებოდა,ბარაქალა თქვენ,ნელ-ნელა უნდა დავიწყოდ შენება!
davidbe
26 იანვარი 2016 18:22
0
კობიაშვილი გიცანი კომენტარზე გამოდი )))
givi
26 იანვარი 2016 18:01
0
ბოღმა დაგახრჩობთ, ბოღმა, ხალხოოოოოოოო............... ,,თაგვმა თხარა თხარაო და კატა გამოთხარაო'' - ძველი ქართული ანდაზა ცხადაძეზე ყოფილა...
================================
26 იანვარი 2016 17:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული