"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
როგორ გვაგოიმებს ....ფინანსებუს დაზოგვა თუ გინდა და რეფორმა დაგეწყო ფედერაციით,საკუთარი ხელფასიტ და სსფს თანამშრომელთა ხელფასებით.... დაველოდებით ნაკრების შედეგებს
გოგი
26 იანვარი 2016 15:26
0
და ამ შესარჩევში რისი იმედი ქონდათ ცხადაძის მომხრეებს ფოკუზნიკი კიარა მწვრთნელია ეგ კაცი მწვრთნელი.ან რა შესარჩევის ჩავარდნაზეა საუბარი.ცუდია როცა ზრდასულ ადამიანებს ზღაპრების ჯერა. როცა ზღაპარი დამთავრდება და ხელმოსაკიდი არაფელი გჩება მერე იწყება რაც იწყება ლანძღვა გინება და რავიცი კიდე რა.
quTaiseli
26 იანვარი 2016 15:25
0
ქართველები და საქართველოპ აღარ არსებობს. მხოლოდ შურიანი, ბოღმიანი, ანგარებიანი, მოღალატეობრივი ერთი რაღაც წარმონაქმნი ხალხი ვართ რომლებსაც არც სამშობლო, არც ერი და არც საერტოდ არავინ არ გვიყვარს. მხოლოდ მაგიდასთან და ჭიქასთან ვტრაბახობთ და ველაქუცებით ერთმანეთს, რო გავცილდებიტ ერთმანეთს ერთმანეთზე ჭორაობა და ღალატზე ვფიქრობთ როგორც ამ შემთხვევაში დგევანდელი ფედერაცია და ეს მთავრობა აკეტებს.
gaga
26 იანვარი 2016 15:21
0
ხეჩიკაშვილი რა შუაშია?!ეს არის კალიაძის სურვილები,ამან კი სუფთა გრუზინული განავალი მოხარშა მისი დაკვეთით
ნოდარი
26 იანვარი 2016 15:21
0
კიდევ ერთი შეცდომა,
თურმე სადა ბანაობ,
ვალდებულებები აქვს,
იმან ასე ბრძანაო.

რაღას ირჩევთ? ვერ ვიგებ,
თუ ყველა თქვენ დანიშნეთ.

კ ო მ ბ ლ ე
26 იანვარი 2016 15:20
0
როგორ გვაგოიმებს ....ფინანსებუს დაზოგვა თუ გინდა და რეფორმა დაგეწყო ფედერაციით,საკუთარი ხელფასიტ და სსფს თანამშრომელთა ხელფასებით....დაველოდებით ნაკრების შედეგებს
გოგი
26 იანვარი 2016 15:18
0
აწი ესენი რომც შერიგდნენ, საქმე კიდევ უფრო უკან წავა.
ნუ გგონიათ რომ ფეხბურთი ნაკრებით იწყება. ვინმეს გჯერათ რომ ამ ჯგუფიდან ეს ნაკრები გამსვლელია? ჰოდა ნაკრების შედეგს კი ნუ ვთხოვთ კობის, არამედ ჩემპიონატი და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება მოვთხოვოთ.
ara
26 იანვარი 2016 15:18
0
ძლივს ნაკრები ათამაშდა და რაღაცა სიამოვნებას მაინც ვიღები ყურებისგან, იმედი გამიჩნდა რო რაღაც გამოვა ამ თაამაშით და რაუნდათ ამ კაცთან? კობიაშვილი სულ ..... მემგონი
giorgi
26 იანვარი 2016 15:15
0
კობიაშვილი უკიდურესად ცუდად მოიქცა.არ არსებობს მისთვის სასურველი არგუმენტი.თავხედი ტიპია აშკარად.მოჯდა და გარეკა.უღირსი კაცია.ამდენი ზღაპარი ერთად არ გამიგონია.რეფორმა კი არა მაფიოზია. დაეწყო ფინანსების საყოველთაო შემცირწბა და დაიჯერებდა კაცი. საქართველოს ნაკრები და ქართული ფეხბურთი მას სულ კიდია.ამას ყველა იგრძნობთ მალე.ეს ახალკაცზე უარესია.
nika
26 იანვარი 2016 15:13
0
რას ტაკიმასხარაობ კობი,რასაც შენ აკეთებ ეგ არ არის რბილად რომ ვთქვათ კაი საქციელი,ხიჩეკაშვილის ხუშტურებს არ უნდა გადააყოლოთ ქვეყანა,ამ ეტაპზე ცხადძის მოხსნა ავტომატურად ნიშნავს ამ შესარჩევი ციკლის ჩავარდნასაც,რაც იმ ხალხისთვის სახეში შეფურთხებას ნიშნავს ვისაც იმედის პატარა ნაპერწკალი გაუჩნდა,ცხადაძე ამ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს,თორემ ეს ჩავარდნილი შესარჩევი ციკლი მთლიანად პირადად სპორტის მინისტრისა და ფედერაციის ნამუსზე იქნება,ცხადაძეს ნამდვილად არა აქ ეხლა ასტროლოგიური ციფრის ხელფასი,რომ ეგ იყოს მოხსნის მიზეზი,რომ გაიძახიან შედეგიდან გამომდინარე მაგდენიც არ უნდა ქონდესო,აცდიან კაცს რომ რამე შედეგი დადოს?ეგრე არ შეილება როგორც ესენი იქცევიან....
dato
26 იანვარი 2016 14:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული