"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
1. კანონი უნდ დაიცვას ყველამ, კონტრაქტი კონტრაქტია და ვინმეს თუ არ მოსწონს ცხადაძის ხელფასი მოჰკითხოს იმას ვინ დაუდო ასეთი კონტრაქტი, რომელიც ახლა ძალაშია და მისი დარღვევა არ შეიძლება.
2. ხელფასის გარდა არის სხვა მოტივი ცხადაძის განთავისუფლების?
irakli
26 იანვარი 2016 15:56
0
რომ მეგონა აღმასკომში ბევრი საპატივცემლო და გონიერი კაციათქო. მწარედ შევცდი, ჩვეულებრივი ნოტარიუსი აღმოჩნდა. ვიღაცამ გამარჯვებული,რომ ჰგონია ამ სიჯიუტით თავი უკიდურესად მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო. ეს მალე გამოჩნდება.
gizog
26 იანვარი 2016 15:46
0
დიდი შეცდომა და სამარცხვინო ფაქტი! საქართველოს ჩემპიონატი ისედაც სამოყვარულო ან ბავშთა ლიგას უფრო გავს და ეხლა ნაკრებიც მაგას დაამსგავსონ. ფეხბურთის განვითარება თუ უნდათ, იმაზე უნდა ფიქრობდნენ და მუშაობდნენ მეტი დაფინანსება როგორ მოიზიდონ და არა ნაკრების მწვრთნელის ხელფასის შემცირებაზე. ის რო ამ გაჭირვებულ ხალხს გამოდიხარ და ეუბნები, ნახე ნაკრების მწვრთნელი რამდენს იღებსო, სამარცხვინოა!
misha
26 იანვარი 2016 15:43
0
ძლივს რაღაც გამოცოცხლდა ნაკრები და შეიკრა და ახლა ამის დრო იყო? ხალხს ფეხებზე გვკიდია რაზე შეთანხმდებით და რაზე არა, ჩვენ შედეგები გვაინტერესებს. ასე პირადი წყენები ნაკრებზე მაღლა რატომ დააყენეთ საერთოდ?!
gio
26 იანვარი 2016 15:43
0
ნაციონალების ქცევას მაგონებს კობიაშვილის ქცევა.რომელ უტვინოს ჯერა რომ ხელფასშია პრობლემა?ვინმეს ჯერა ეს სასაცილო ზღაპარი? თან ისეთი სპეკულაცია წამოიწყო კობიაშვილმა უკადრებელი. როგორ ნაკრების მწვრთნელი პომიდვრის ფასად ? კარგი მწვრთვნელი 3 ჯერ მეტს იღებს,საუკეთესო 8 ჯერ მეტს. პენსიებს შევადაროთ მწვრთნელის ხელფასი? კობი შენ უკვე ფეხბურის მტრების სიაში ჩაეწერე სამარადისოდ.ცხადაძემ დიდი პატივი მიიღო ქართველი ხალხისგან შენ კი მუდმივი გინება გარანტირებული გაქვს. უგუნური ყოფილხარ,მეტისმეტად უგუნური.ნაკრებისკენ მომბრუნებელი გააგდე.ბრავო.
კოკა
26 იანვარი 2016 15:41
0
ლოგიკურად რომ ვიანგარიშოთ ახალი მწვრთნელის ხელფასს დამატებული ის თანხა,რაც უნდა მისცენ ჯარიმის სახით ცხადაძეს-არ იქნება ცხადაძის ხელფასის ტოლი?არა მგონია სპორტის მინისტრი იყოს ჩარეული,მგონი უფრო კალაძის საქმეა-უმისოდ ხომ არ გადაწყვეტილა არც ფეხბურთის და არც რაგბის ბედი.ნამდვილად არ ვემხრობი არველაძეს,მაგრამ რაც ფედერაც.პრეზიდ. არჩევნებზე მოხდა,ეს სამარცხვინოა,და ხალხს ეგრევე უნდა მოეთხოვა კალაძის გადადგომა.მათ თავით შ.პ.ს-დ აქციეს საქართველო
ქართველი
26 იანვარი 2016 15:40
0
კონტრაქტის პირობა უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად სწორია მისი პირობები. არ მოგწონთ კონტრაქტის პირობები და არ არის სამართლიანი ?! მაშინ: 1. კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ გააფორმოთ მსგავსი პირობებით კონტრაქტები. 2. ცხადაძე გაწვრთნილი ნაკრებს თუ შესარჩევის შუა ციკლში შანსი აღარ ექნება ჯგუფიდან გასვლის (პრაქტიკული და არა თეორიული) მერე განიხილეთ კონტრაქტის შესწყვეტა.

იმიტომ რომ კონტრაქტი ფორმდება ფედერაციასთან და არა პრეზიდენტთან. აბა კობიაშვილის საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს, ახალ მწევრთნელს ვეღარ დაუდია კონტრაქტი იმის შიშით რომ მერე ახალი პრეზიდენტი თავზე დაახევს. სანამ ფედერაციასთან დადებულ კონტრაქტს მართლა კონტრაქტის ძალა არ ექნება, სულ სიჭინავას, არველაძისა და კობიაშვილის მსგავს კანდიდატურებს აირჩევენ. კონტრაქტს რომ კონტრაქტის ძალა ექნება მერე დაფიქრდნენ იქნებ: კობის რომ ვირჩევთ, რომელსაც მოედნისა და ფიტნეს დარბაზში კუნთების ვარჯიშის მეტი არაფერი უკეთებია, რამე დებილი კონტრაქტს რომ მოაწეროს ხელი მერე ხომ ყველამ და კონტრაქტის ვადის ბოლომდე უნდა ვიწვნიოთ შედეგებიო. ეს გააფორმებს, ის მოვა და ანულირებას გაუკეთებს რა ? ბუტკაა ?
ნიკა
26 იანვარი 2016 15:38
0
ღრუზინული განავალი მიხუას დროს რო იხარშებოდა ფეხბურთის ფედერაციაში და ქვეყანაში ისე უნდოდა კალაძე აქ რა მოსატანია თან ტაშის კვრის გრიალში და მიშა მიშას ძახილში.მოკლედ ამ ინტერნეტ სივრცეში ყველა წინასწარმეტყველია ყველამ ყველაფერი იცის მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა ერთ ფაქტსაც ვერ მოიტანენ.ჭორის და ვარაუდების მეტი არაფელი.
quTaiseli
26 იანვარი 2016 15:35
0
კობიაშვილს არ აქვს მინისტრზე კალაძის მიერ ნათქვამის პატიების უფლება და აღმასკომიც ფეხებზე ჰკიდია, ფეხბურთიც და საქართველოც - მთავარია პატრონს მოწმინდოს ფურთხი.

ასეთი შისწიორკა პრეზიდენტი სფფ-ს ჯერ არ ჰყოლია. სამარცხვინოა
შეცდომა არ არის ეს
26 იანვარი 2016 15:35
0
ეე ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება. კობიაDშვილის იმედი მქონდა მაგრამ ეგეც ისეთივე აღმოჩნდა როგორც სხვა დანარჩენები. შეგვაზიზგეს უკვე ფეხბურთი. მ@@@@@ან ამათი ფედერაციაც და ფეხბურთიც.
dima
26 იანვარი 2016 15:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული