"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
ცხადაძე უნდა დათანხმდეს თუ მართალს ამბონბს და მარტო ფულზე არ არი გადარეული, მარა კობიმაც უნდა ცოტა დაუყვავოს და ეგრე აგრესიულად არ უნდა ილაპარაკოს, ეს იდეალური ვარიანტი იქნება. მარა ჩვენ ხომ ამის გამკეთებლები არ ვართ, ამბიციები გვახრჩობს ყველას, მათ შორის ცხადაზესაც და კობიაშვილსაც!
bs
27 იანვარი 2016 00:38
0
გასაგები რომ ასტრონომიული ხელფასია, მაგრამ წარმოიდგინეთ გამოგეცვალატ უფროსი სამსახურში და გინახევრებტ ხელფასს ან წადითო გეუბნება. ცალსახად მართალი იქნება ახალი უფროსი?
რეზო
27 იანვარი 2016 00:31
0
თენგო-ს ვეთანხმები!!!! დავამატებ - ანაზღაურების ახალი სისტემა 10 წლის წინ რომ შემოეღოთ, კლუბებიც უფრო ძლიერები იქნებოდნენ და ნაკრებიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდებოდა.
გუჯა კახაძე
27 იანვარი 2016 00:00
0
ეხლა ის დროა რომ გონიერებამ უნდა გაიმარჯვოს როგორც საქართველოს ნაკრებს წაადგება ისე უნდა მოვიქცეთ ყველა ჩემი აზრით ცხადაძემ საქართველოს ნაკრებს ხელი აშკარად დაატყო და ნუ გავაფუჭებთ სიტუაციას ხომ შეილება ოდესღაც საქართველოს ნაკრებიც გავიდეს ან ევროპის ან კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატზე
gigo
26 იანვარი 2016 23:31
0
კობი მართალია. ეს საქართველოა და არსებული ვითარების გათვალიწინებიტ, მწვრთნელმა ამხელ ანხები და კრედიტები არ უნდა აიღოს. უბრალოდ უზნეობაა. ქვეყანა და საქმე თუ უყვარს 50 000 ატასიც ძალიან ეყოფა. მიაღწიოს შედეგს და მოითხოვოს მეტი. ხალხი შიმშილიტ იხოცება, უხერხულია უბრალოდ
გიორგი
26 იანვარი 2016 22:58
0
ბოლო პერიოდში ნაკრებს პროგრესი აქვს, უდავოა. თაობაც ნორმალურია. ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან. შეთანხმდით
kako
26 იანვარი 2016 22:33
0
იქნებ გამოკითხვა ჩაგეტარებინათ, წავიდეს ცხადაძე და მიიღოს კომპენსაცია, თუ დარჩეს და დათანხმდეს ანაზღაურების ახალ სისტემას?

გულშემატკივარის აზრი ვინმეს აინტერესებს?
გუჯა კახაძე
26 იანვარი 2016 22:30
0
არიქ კობი დაიმალე თორე ინტერნეტის ლომები დაბრედას გიპირებენ.DD ეუუუ საქმე იმაზე ცუდად ყოფილა ვიდრე მეგონა.ეგეთი რაღაც როგორ უნდა გაატარო საიტზე მერე იტყვიან კაცმა კაცი რატო მოკლაო.
quTaiseli
26 იანვარი 2016 22:17
0
ხალხს გამოდი და ელაპარაკეო ვინც იძახის, ერთი ქართული ფეხბურთის ის გულშემატკივარი დამანახეთ ვინც იმას ემხრობა რომ ცხადაძესთვის 100 ათასი ლარი ეძლიათ ყოველთვე მიუხედავად შედეგისა, მაშინ როცა ბევრ ქართულ კლუბში 1000 ლარიან ხელფასს ვერ უხდიან ფეხბურთელებს და ეს კლუბები ფედერაციას შეცქერიან ეგებ რამეთო დაეხმაროს. რომელი რეფორმა არ მოგეწონათ ამ ფედერაციის? ერთიანი ფონდის შექმნა თუ ხელფასები რომ შედეგზე ორიენტირებულად უნდა გაიცეს? მიპასუხეთ რატოა ეს ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ცხადაძის მომხვეჭელობა კაი ბიჭობა. ან ძალით იბრმავებთ თვალს ვინც ამ კონფლიქტში ცხადაძეს ამართლებთ ან ბრმები ხართ. ნუ ახლა თუ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები არ პოსტავთ :)
თენგო
26 იანვარი 2016 22:12
0
ცხადაძე თორე არ იყოს ეგეც მოურინიო, წელიწადში ერთ თამაშს იგებს და ისიც ამხანაგურია. რაში აძლევენ ამდენ ფულებს, ჯერ შედეგები დადოს და მერე მოითხოვოს დიდი ხელფასი.
kaxi
26 იანვარი 2016 21:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული