"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
შოთი ყველაზე კარგი კანდიდატურაა, თუმცა კობი, განსაკუთრებით ჭუმბურიძე და აღმასკომის გაზულუქებული წევრები, ამაზე არ წავლენ. მაშინ დანიშნეთ ჭიაბერაშვილი და დაგიდებთ შედეგს ...სახით.
bela
26 იანვარი 2016 14:56
0
გამარკვიეთ, აღმასკომმა გაანთავისუფლა თუ არა ცხადაძე. სხვა საიტებზე წერია რომ განთავისუფლდა აქ კი წერია არაო.
gia
26 იანვარი 2016 14:52
0
ლევან, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, პირველ რიგში შენი და მერე შენი ჯიბის აღმასკომის. დავიჯერო შენ თუ არა, აღმასკომის რომელიმე წევრი ვერ ხვდება, რომ ეს საქმისათვის უარესია? თუ ვერ ხვდებით, ღმერთმა ხელი მოგიმართოდ, მაგრამ გარწმუნებ, თქვენს ამ გადაწყვეტილებას, ძალიან ცუდად გაგახსებენენ ყოველთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ შედეგი არ იქნა. ის პატარა იმედი, რომელიც გულშემატკივრებს ჩაგვესახა, ჩანასახშივე მოკალით ყველამ ერთად, ფედერაციამ და მწვრთნელმაც. თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობა თქვენზეა პირველ რიგში. წადით .....თქვენი გაკეთებული საქმისა არა გაიშვა რა.
gigo
26 იანვარი 2016 14:52
0
კობი ვაჟკაცი ხარ აღმასკომი კი ვინც მხარი არ დაუჭირა კობის-გასაყრელია!!!და კიდევ,გაასაჯაროონ მინისტრები ხელფასებიც, გინდ სფორტში და სხვა შინაგან,გინდაც საგრეო საქმეებში, ვაი საგანგებო წარმომადგენლებისა სახლშიც და გარეთაც,და აუხსნან ხალხს,მსახურმან მათმან, რისთვის იღებენ...,რას წარმოადგენენ.... ჩააბარონ ამომწურავი ანგარიში "სამამულიშვილო თავიანთი მოღვაწეობისა" . ქართველო ნიჭიერო დედმამიშვილებო ,იმოღვაწეთ საქართველოს საზღვრებს მიღმა , დიდი შემოსავლებით ,ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,მაგრამ ჩვენს დედა სამშობლოს უჭირს გაიგეთ!!!!ქვეყნის ინტერესები ფეხებზედა კიდვით,ნუთუ დაუმსახურებელი ,გინდაც ძალზე მსუქნი ლუკმა ,არ გეჩხირებათ ყელში...., ან ბოლოს და ბოლოს რითი ვართ ყველანი,ერთად აღებულნი-,ბრძოლებში დაცემულ გმირებზე უფრო ქართველნი,ვერაფრით.მხოლოდ..უძვლო ენითა ბრტყელ-ბრტყელად თქმითა....ქართველებს კი და არა მარტო ქართველებს,ყველას ,დედ მიწის ზურგზე ,გარკვეული დროის გასვლის შემდგომ-"სიტყვიერად დანაფირებისა", ოდითგანვე, რეალურად გაკეთებული საქმის ეჯაერათ და არა ...,მერწმუნეთ...სადაა ქართველთა წინმავალი, საქმენი ....თუ მართლა,გადაგვარების გზაზე მდგარი უსამშობლო არარაობები ღა ......ვთათქარიძეობთ ამა სოფლად!
Euroрe
26 იანვარი 2016 14:50
0
კობი შენ რაღაზე იქაჩები რაგინდაა მიხედეთ ერთად საქმეს ერთაააააააად!
_svani_
26 იანვარი 2016 14:46
0
"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა" - ეს რა განცახდებაა? კობი იქნება ის უფრო გინდოდეს რომ იმაზე მოილაპარაკოთ როგორ გააგრძელოთ თანამშრომლობა. ხო არსებობს რაღაც ვალდებულებები, შნ აიღე ის თუ ვიღაც სხვამ ეს ვალდებულება ფედერაციამ აიღო და არა კობიმ ან ... შნ იმისთის აგირჩიეს რო დადგენილი წესების ფარგლებში იმოქმედო, მარა ამ ქვეყანაში წესი და კანონი უაზროდ მოქნილად გამოიყენება. რა დამოკიდებულებაა ვერ გავიგე... ხელფასი მგონი აქ შემოგდებული საბაბია, სხვა მხრივ უნდა ქონდეს ხელფასი და თანაც მაღალი აბა არ უნდა ქონდეს? დარწმუნებული ვარ შიძლება თანამშრომლობის უფრო მეტი მოტივის პოვნა ვიდრე მისი შეწყვეტის... პრეზიდენტი ხარ და შნ უნდა დაარეგულირო თორე შეწყვეტის უფლებაც გაქვს და მარტივადაც გააკეთებ მაგას მარა არა მგონია ეს სწორი იყოს გამომდინარე წმინდა საფეხბურთო და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისიწნებით რაც ალბათ ჯერ კიდევ სასწავლი გაქვს.
რიგითი
26 იანვარი 2016 14:36
0
იმ სიღრმეში ხარ სადაც ნავით შეუძლებელია შესვლა. ალბათ გაქვს ხომალდის და კაპიტნის იმედიც.
კობის
26 იანვარი 2016 14:36
0
აზრი დაკარგა უკვე მოლაპარაკებამ,კახას რომ ნაკრები ნანდომოდა ფულზე უფრო, 50-ათას ლარს დათანხმდებოდა,რაც მართლაც სოლიდური თანხაა,და ამას არც გამჟღავნებდა რომ 50-ათასს ლარსაც რომ თავზობდა ფედერაცია,ნათელია რომ მან გადაწყვიტა კომპესაცის თანხა მიიღოს(ესეც კარგი თანხა იქნება ალბათ)და წავიდეს.
romandro
26 იანვარი 2016 14:30
0
არველაძე გვინდა ნაკრებში!!!!!!!!
Eli
26 იანვარი 2016 14:27
0
ვისაც ქართულ ფეხბურთზე ნამდვილად შეტკივა გული მიხვდება რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა სწორ რეფორმებს ატარებს, ამიხსენით არის თუ არა სამართლიანი ის სახელფასო სისტემა რასაც ფედერაცია სთავაზობს ცხადაძეს და ზოგადად ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელს? ეს არის სწორი პრინციპი და სწორი მიდგომა საქმისადმი. ცხადაძემ ფულის არ დაკარგვის მიზნით ავანტურა წამოიწყო და საბოლოო ჯამში თავადვე დარჩა წაგებული. ფედერაციის და პირადად კობიაშვილის პოზიციიდან ჩანს რომ მათ არ უნდოდათ ცხადაძის გაშვება და ძალიანაც გაუხარდებოდათ თუ ის მათ შემოთავაზებას დასთანხმდებოდა, ცხადაძე ასე რომ მოქცეულიყო მას გულშემატკივრებისგანაც სრული მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ მან ფინანსები დააყენა წინა პლანზე, თუმცა საბოლოო ჯამში ამ მხრივაც წაგებული დარჩება.
თენგო
26 იანვარი 2016 14:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული